x
image
მანანა თურმანიძე
ვართ თუ არა ქართველები ქსენოფობები
image

დღეს საქართველოში, უკრაინა-რუსეთის ომის დაძაბულ ფონზე, მღელვარებას იწვევს უკიდეგანო მიგრაცია რუსეთის ფედერაციიდან, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს სავიზო რეჟიმის შემოღებას, იგივე გააკეთა ბალტიისპირეთის მოძმე სახელმწიფოებმა და არა მხოლოდ მათ, რეგიონის და მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა. ღელავენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენს სახელმწიფოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებიც. ყველას ესმის, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკონტროლო მიგრაციამ სახელმწიფოდან, რომლის მიერ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ახლაც მუდმივი ოკუპაციის პირობებშია. ჩვენ არ ვართ უკრაინასავით ცხელი კერა, მაგრამ ჩვენ რფ-სთან სამხედრო კონფლიქტის პირობებში ვიმყოფებით, რომელიც დაიწყო 1992 წელს აფხაზეთში, გაგრძელდა 2008 წ. სამაჩაბლოში, იგივე ცხინვალის რეგიონში (და არა სამხრეთ ოსეთში, როგორც მას უწოდებენ, რაც არასწორია) და გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით დღემდე.


მართლაც, დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრები და მითქმა-მოთქმა არ წყდება, ზოგი ამბობს, რომ უძრავ ქონებას ყიდულობენ და მალე ჩვენზე მეტი იქნებიან, რაც ნამდვილად სახიფათოა ასეთი მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვყავს ეკონომიკური მიგრანტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან გაედინებიან და მოედნენ მთელს მსოფლიოს და ამ ფონზე, როდესაც საქართველო ეთნიკური ქართველებისგან იცლება, ის ივსება რუსეთიდან შემოდინებული მოსახლეობით.



რასაკვირველია, ჩვენ გვესმის, რომ ყველა ერში არის ცუდიც და კარგიც და რომ ამ მიგრანტთა დიდი ნაწილი, ცხადია გამოექცა რეჟიმს, რომელსაც არ ეთანხმება, ჩვენ ვუთანაგრძნობთ მათ. გვესმის, რომ პირტიტველა ბიჭები, რომლებიც მოედვნენ ჩვენს ქუჩებს, გაურბიან ჯარს და უსამართლო ომს, რომელიც კლავს და ჩვენ შევდივართ მათ მდგომარეობაში. ქართველი ბუნებით არ არის ქსენოფობი, ქართველი ბუნებით ტოლერანტია, ამას მოწმობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მოსახლეობის მრავალეთნიკურობა. მაგრამ, ვიცით რა რუსეთის იმპერიალისტური აზროვნების და სხვისი მიწების მიტაცების უსაზღვრო და უკონტროლო მადის შესახებ, დღეს ჩვენ თავს ვერ ვგრძნობთ დაცულად ჩვენს ქვეყანაში.



ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία - „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს - „უცხო“ და φόβος ფობოს - „შიში“) ნიშნავს უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიშს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ზოგჯერ ცრუს და ზოგჯერ ნამდვილს, რომ განხილვის ობიექტი, რაღაცით უცხოა, ან რაიმე ნიშნით განსხვავებულია. ქსენოფობია ადამიანებს უბიძგებს გაუმართლებელი და დესტრუქციული ქმედებებისკენ, რაც ხშირად დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. დისკრიმინაცია (discrimination) ქართულად ჩაგვრას ნიშნავს და ასევე არაეთიკური და მიუღებელია მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ყოველგვარი ჩაგვრის აღმოფხვრას ემსახურება.


ტერმინი ქსენოფობია საერთაშორისოა და ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ პირთა მიმართ შიშით გამოწვეული სიძულვილის გამოსახატავად, მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. არსებობს ქსენოფობიის სხვა ფორმებიც, როგორიც არის ჰომოფობია, რომელიც გულისხმობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის პირთა მიუღებლობას, ამ ნიადაგზე მათ დევნას და ძალადობას, რომელსაც მიმართავენ რელიგიური, ეთიკური და სხვა მოტივებით შენიღბული ქსენოფობები. ქსენოფობიის ნიადაგზე წარმოქმნილი დისკრიმინაციის და მასობრივი ძალადობის თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება თუნდაც მეორე მსოფლიო ომში ებრაელთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. ეს იყო სიძულვილის ნიადაგზე დამყარებული სისხლისღვრა და განუკითხაობა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა. ასევე თვალსაჩინო მაგალითად გამოდგება ფერადკანიანთა ჩაგვრა, რომელსაც ასევე არაერთი ძალადობა და სისხლიანი მსხვერპლი მოჰყვა გასული საუკუნის დასაწყისში აშშ–ში. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია, და ა.შ., რომლებიც ქრისტეს და რჯულის სახელით იქნა ჩადენილი. ყველა ეს დანაშაული ქსენოფობების მიერ „მართლდებოდა“ ვითომდა ეთიკური ნორმების დაცვის მოტივაციით. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით რას ქადაგებს ქრისტეს მოძღვრება, რომლის დედააზრი ჩამოყალიბებულია 10 მცნებაში, ხოლო კრედოდ მიჩნეულია - მიმტევებლობა, შემწყნარებლობა და სიყვარული, არა მხოლოდ მოყვასის, არამედ მტრების მიმართაც კი. „შეიძულე ცოდვა და შეიყვარე ცოდვილი“ – არის მიდგომა ქრისტიანული სწავლებიდან, „არ განიკითხო და არ იქნები განკითხული“ – გვასწავლის მართლმადიდებლობა ქრისტეს ქადაგებებიდან.



დღეს, ყველა შესანიშნავად აცნობიერებს, რომ რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტებს ბევრი პროვოკატორი და აგენტი შეიძლება შემოყვეს. ეს არის სწორედ მღელვარების ძირითადი მოტივი საქართველოში. ამიტომ, უპრიანი იქნებოდა, რომ ჩვენ კი არ გვამუნათებდეს ჩვენი ხელისუფლება ქსენოფობები ხართო, არამედ გვიცავდეს. კერძოდ, სპეც სამსახურები უნდა იყვნენ ამით აქტიურად დაკავებული, არკვევდნენ ვინ ვინ არის და რას აკეთებს ქვეყანაში. მიგრაციის კონტროლის მექანიზმები უნდა დაინერგოს სახელმწიფოში, კონტროლდებოდეს ვინ შემოდის და რისთვის.



ცხადია, ყოველივე ეს უნდა აინტერესებდეს ხელისუფლებას, პირველ ყოვლისა. მისი ინტერესების სფეროში უნდა ხვდებოდეს ეს და არა ქიშპი საკუთარ მოსახლეობასთან, მუდმივი კამათი მას-მედიასთან და დაპირისპირება ოპოზიციასთან. ამაშია სწორედ ჩვენი უბედურება, ხელისუფალთ არ ახსოვთ ხოლმე, რა არის მათი მისია - ქვეყნის და მისი მოსახლეობის დაცვა, რისთვისაც აირჩია (თუკი აირჩია) ხალხმა, ვისი დაქირავებულებიც არიან. ეს დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და შესანიშნავად ესმით დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არის კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები, ბელგია და დასავლური ცივილიზაციის სხვა წარმომადგენლები.



ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ხელისუფალი, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს ის, არ გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ხალხის სამსახურშია და არ არის უპირობო მმართველი, ანუ ხელმწიფე, რომ მას მიანდეს ქვეყნის მოვლა-პატრონობა და ეს პრივილეგიასთან ერთად მისი მოვალეობაა, რომ ეს საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა - არაფერი არ გვეშველება!


12
78
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
78
  
2022, 12 აგვისტო, 4:14
ხომ ვამბობდი ქართველებს თვითკრიტიკა გვაქვს ნული, ზუსტად ასეა
საკუთარ დაშავებულს ვერ ხედავთ? თქვენ მტერი (შეურაცყოფა ჯობდა)მიწოდეთ, მე კი სასარგებლო იდიოტი, სასარგებლო იდიოტი ტერმინია ასთი შეურაცყოფა არ არის, ეს არის ადამიანების კატეგორია რომლებიც ვითომ პატრიოტული (თვითონ გონიათ რომ პატრიოტები არიან) განწყობით ისეთ სისულელეებს აკეთებენ მტერი რომ იყენებს. ე. ი. მტრისტვის სასარგებლოა თავის ქვეყნისთვის იდიოტი, სამწუხაროდ ასთები ძალიან ბევრნი არიან, ცივი გონებით ემოციების გარეშე თვითკრიტიკით აზროვნება ქართველების აბსოლიტური უმრავლესობის ძლიერიმხარე არ არის
2022, 11 აგვისტო, 19:49
ბრიყვები და იდიოტები სწორედ პიროვნებებზე მსჯელობენ გამუდმებით, ჭკვიანები კი იდეებზე და მარადიულ ფასეულობებზე. ისე, მეგონა ცოტა მეტ ხანს გაგიძლებდათ ნერვული სისტემა და არც ინტელექტი გიღალატებდათ, ასე სწრაფად არ ველოდი კამათიდან ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე თუ გადახვიდოდით. ასეთ შემთხვევებში ჩემს თავზე ვბრზაობ, რატომ ვხარჯავ უქმად ოქროს წუთებს! :)
2022, 11 აგვისტო, 14:16
და კიდევ რადგან სიმართლეს ვლაპარაკობ და ეს სიმართლე თქენ არ მოგწონთ, მაშინთვე მტრის ბანაკში რატომ მწერთ? ესეთი აზროვნებით ზუსტად თვენ ხართ მტრის ბანაკში სასარგებლო იდიოტების სახით.
2022, 11 აგვისტო, 13:57
მე გარკვევით დავწერე ყველაფერი, ერგნეთის ბაზრობა იყომეთქი, ყველაფერი წყნარად იყო მეთქი, ხალხი ერთმანეთში მიდი მოდიდა მეთქი ორჯერ იქეთ მხარეს ქოწილში ნამყოფი ვარ. სააკაშვილი რომ მოეთრა მერე დაიძაბა მეთქი, რა არის, ძნელი გასაგებია? ტალიავინის დასკვნაზეც მოგიყევი. მაშინდელი რუსთავი ორი ძალიან საიმედო წყაროა ზუსტად პროპაგანდონების ტელევიზია. ეგენიც ჩართულები იყვნენ სიტუაციის დაძაბვაში ომის დაწყება ხომ უნდა გაემართლებინათ როგორმე, მტრის პოზიციიდან კიარ ვუყურებ,ემოციების გარეშე ობიექტური ადამიანის პოზიციიდან ვუყურაბ, ვისაც არ უნდა რომ ასეთი უბედურებები მეტი განმეორდეს. გამოპატრიოტებულები გააგრძელებენ ურა პატრიოტიზმით აზროვნებას და კიდევ ბევრჯერ მოვიტეხავთ კისერს, დაოკდით უკვე ისწავლეთ ემოციების გარეშე აზროვნება. კიტოვანის ვიდეოსთანაც კითხვები გაქვთ?, არამზადა თავის პირით ამბობს ომობანა დავიწყოთო. ჩემი რჩევა, მოძებნეთ ვინმე ლტოლვილი უმჯობესია რამდენიმე და გაესაუბრეთ, და თუ მერეც გააგრძელებთ რუსთავი ორის ენით ლაპარაკს, მაშინ "გილოცავთ" თქვენ გამოპატრიოტებულების არმიაში ხართ.
2022, 11 აგვისტო, 11:54
რა ცუდი მეხსიერება გქონიათ? ის რატომ არ გახსოვთ, დაწიოკებულ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რომ აჩვენებდა რუსტავი 2, რომლებიც იხვეწებოდნენ ან დაგვეხმარეთ, დაგვიცავით და თუ ვერ გვიცავთ, იარაღი მაინც მოგვეცით გვესვრიან და გვაწიოკებენო?! მტრის პოზიციიდან რატომ უყურებთ მოვლენებს, მტრის ბანაკიდან ხომ არ ბრძანდებით შემთხვევით?
2022, 11 აგვისტო, 6:51
ვიღაცა ტუტუცების გადაღებული ფილმი ჩემს მეხსიერებას ვერ წაშლის შესანიშნავად მახსოვს რუსთავი ორში გრადებს რომ გვაჩვენებდნენ აი ცხინვალს ვბომბავთო. სააკაშვილი რუს სამშვიდობოებს რომ მადლობას უხდიდა არ ჩარევისთვის, კიდევ მახსოვს კარგად, როცა ცხინვალის პირველი ომი დამთავრდა ჩადგნენ რუსი სამშვიდობოები გარკვეილი დროის შემდეგ მშვიდობამ დასადგურა გაიმართა ერგნეთის ბაზრობა ხალხმა დაიწყო ვაჭრობა ურთიერთობების აღდგენა, ხალხმა სტუმრად ქორწილებში დაიწყო სიარული შემდეგ რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა, მოვიდა პუტინი ერგნეთის ბაზრობაზე არაფერი არ შეცვლილა ხალხი ჩვეულებრივად აგრძელებდნენ აქეთ იქეთ ქორწილებში სიარულს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოეთრა სააკაშვილი დახურა ერგნეთის ბაზრობა, მოათრია ვიღაცა გასიებული სანაკოევი დანიშნა ოსეთის პეზიდენტად და დაიწყო პროვოკაციების მოწყობა, პუტინი სააკაშვილის მოთრევამდეც იყო მაგრამ იქ პროვოკაციები არ ხდებოდა. აგვისტოს ომი რომ დამთავრდა ეგ სანაკოევი რუსეთში გაიქცა, სააკაშვილმა კი ტალავინს დასკვნაზე ხელი მოუწერა რომ ომი მან დაიწყო, მორჩა წერტილი. ვიღაცა ტუტუცი მისყიდული უკრაინელი რეჟისორების გადაღებული სააკაშვილის გამამართლებელი პროპაგანდა ჩემს ნანახს და გაგონილს ვერ შეცვლის.
2022, 11 აგვისტო, 6:24
4 Согласно выводам экспертов международной комиссии. "Перед началом грузинской операции последовательного военного нападения с российской стороны не было", - уверена Хайди Тальявини. Комиссия не нашла и свидетельств того, что Россия планировала совершить подобное нападение в ближайшее время. Кроме того, считают эксперты, нельзя никаким образом оправдать обстрел грузинскими войсками Цхинвали ночью с 7 на 8 августа.
5летает неизвестно чей самолет, российского естественно производства, неизвестно где, но диктор нам всё объясняет. Идет непонятно кто, по нему стреляет грузинский военный, нам опять все объясняют. Но объяснять таким образом можно что угодно. Если непредвзято смотреть фильм, опуская недостоверные объяснения и зверства сторон давящие на эмоции, то выходит, что обе стороны в чем то виноваты, но начала данный конфликт всё же грузия
2022, 11 აგვისტო, 6:17
3Характеризуя впоследствии эти события, грузинский исследователь Автандил Ментешашвили писал:
Масла в огонь подлили и радикальные лидеры национально-освободительного движения Грузии своими поспешными, необдуманными действиями, высказываниями и призывами на митингах, в прессе и по телевидению. Вспомним хотя бы многотысячный поход на Цхинвал в декабре 1989 года. Зачастую их некомпетентность, политическая близорукость, амбициозность, националистический популизм способствовали усилению и углублению начавшейся конфронтации. Никто из этих лидеров не хотел думать, какой отклик получат их призывы и лозунги у проживающих в Грузии абхазов и осетин и представителей других национальностей.
Политика Звиада Гамсахурдиа, ставшего в ноябре 1990 года председателем Верховного Совета Грузии, а затем и первым президентом страны, наглядно свидетельствует, что не всегда диссиденты становятся мудрыми правителями, встав во главе государства. Иллюстрацией этому является та поспешность, с которой З. Гамсахурдиа обратился к парламенту Грузии в ноябре 1990 г. с предложением ликвидировать Юго-Осетинскую автономную область, кстати, аплодисментами встреченным оппозицией. О последствиях никто не хотел думать. Что последовало за этим, мы все хорошо знаем: военные приготовления в Цхинвали и антиосетинский синдром в Грузии[6].
2022, 11 აგვისტო, 6:16
კინოსტუდია საკაშვილ ფილმის ნამუშევარი დამფინანსებელი ნაც მოძრაობა, ფილმის ქვემოთ კომენტარებიც ყურადღებით ჩავიკითხე, ძირითადათ უკრაინელი ნაციკების ბიდვებია. აი რამდენიმე ადეკვატური ადამიანის კომენტარი
1 Однобокая правда у вас. Показали погибших в Гори (по заявлению Грузии более 20 человек), но не показываете сотни погибших людей в Цхинвали от грузинских Градов и артиллерии, которые погибли раньше чем люди в Гори. А убийство российских миротворцев? Ваша однобокая "правда" очень похожа на манипуляцию.
2.В вашем фильме рассказывают только Грузины и не дали ни Одного слова сказать Осетинам ??? В вашем фильме отображено мнение только ОДНОЙ стороны, из ДВУХ конфликтующих, а значит ВЕСЬ ваш фильм НЕ объективен и даже ЛЖИВ !... Как только Вы бы здесь показали мнение любого Осетина, то весь Смысл вашего фильмишки сразу бы поменялся на ПРОТИВОПОЛОЖНЫЙ ! Когда Грузия Первой начала Градами Бомбить столицу Цхинвал и погибли сотни мирных жителей (это уже признал ВЕСЬ МИР !) - это по вашему было ХОРОШО ???, а когда Россия пришла на помощь Южной Осетии и начала гнать Грузинскую армию, освобождая Цхинвал - это по вашему ПЛОХО ???!!! То что вы здесь напоказывали - это такая же ЛОЖ !, как и та, когда Западные СМИ, показывая первые кадры Бомбёжки Цхинвали, говорили, что это "Россия" бомбила, потом они ИЗВИНЯЛИСЬ и ОПРАВДЫВАЛИСЬ, что им предоставили ложную информацию. ПОЗОРИШЕ !, снимать такую дешёвую ЗАКАЗУХУ !.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10