x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
და ისევ მარიხუანაზე...

ამერიკელი მეცნიერები, თავის ტვინის ფუნქციონირების კვლევის ანალიზის საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარიხუანას ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ხასიათი, მომხმარებლის ასაკზეა და ნარკოტიკის მოხმარების ხანგრძლივობაზე არის დამოკიდებული.


image


ტეხასის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ კვლევის ჩატარების მიზეზი, მარიხუანაზე მოთხოვნილების გაზრდილის ტენდენცია გახდა. ექსპერიმენტში მონაწილეები მათ ორ ჯგუფად დაყვეს: პირველ ჯგუფში 48 ადამიანი შედიოდა, რომელიც ნარკოტიკის რეგულარულად და ხანგრძლივი დროის მანძილზე, მოხმარების ისტორია ჰქონდა. დაკვირვების მეორე ჯგუფში კი, 62 ადამიანი იყო, რომელსაც მარიხუანა საერთოდ არ ჰქონდა გასინჯული, ან მას იშვიათად მოიხმარდა.

გამოცდილი მომხმარებლები, ე. წ. მსუბუქ ნარკოტიკს, საშუალოდ, დღეში 3–ჯერ ეწეოდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ IQ-ს (კოეფიციენტის საშ. დონე 85 – 115 ქულაა და 125 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის მხოლოდ 5 % გააჩნია) უფრო დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკს არ მოიხმარდნენ.

მსგავსი ექსპერიმენტი დიუკის უნივერსიტეტის (Duke University, ჩრდ. კაროლინა) მეცნიერებმაც ჩაატარეს და მასში 1037 მოხალისე მონაწილეობდა.

ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც IQ ტესტი, მარიხუანას მოხმარებამდე, უკვე გავლილი ჰქონდათ და შესაბამისი საბუთებიც გააჩნდათ.

imageკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პირებს, რომლებიც სრულწლოვნების ასაკამდე და მის შემდეგ, მარიხუანას რეგულარულად მოიხმარდნენ, 38 წლის ასაკისთვის, გონებრივი განვითარების კოეფიციენტი 8 პუნქტით დაეწიათ. გარდა ამისა, ამ ადამიანებს მეხსიერების გაუარესება, ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარის და ორგანიზატორების უნარის დაქვეითებაც აღენიშნებოდათ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პირებს, რომლებმაც ნარკოტიკის მოხმარება 18 წლის შემდეგ დაიწყეს, IQ კოეფიციენტი მხოლოდ 1 ქულით დაეწიათ ან საერთოდ არ შეცვლიათ. თუმცა, აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი. აღმოჩნდა, რომ მავნე ნივთიერებები ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში გროვდება, რამაც შეიძლება, ოვულაციის პროცესის დარღვევა და ნაყოფიერების შემცირება გამოიწვიოს. გარდა ამისა, მარიხუანამ ტოქსიკური გავლენა შეიძლება, ნაყოფის განვითარებაზეც მოახდინოს, — მასში ნორმიდან გადახრა, რთული მშობიარობა და ახალშობილის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ე. წ. «მარიხუანის ფეტალური სინდრომი», რომელიც ახალშობილის წონის შემცირებით ხასიათდება, დღეს 5-ჯერ უფრო ხშირად ფიქსირდება, ვიდრე «ალკოჰოლის ფეტალური სინდრომი».

მარიხუანა უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციუ ორგანოებზეც და მის შთამომავლობაზე ახდენს გავლენას.

imageმარიხუანას ტვინზე ზემოქმედების შესწავლის მიზნით, კვლევა ჩაატარეს Northwestern Medicine-ის ცენტრშიც. ეს სამეცნიერო ექსპერიმენტი იმით იყო უნიკალური, რომ მასში კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენეს და ნარკოტიკის ზეგავლენის შედეგის დანახვა, უკვე ვიზუალურად გახდა შესაძლებელი.

ექსპერიმენტში 67 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც მარიხუანას მოხმარება 16–17 წლის ასაკში დაიწყეს, მაგრამ ექსპერიმენტის მომენტისთვის, ნარკოტიკისთვის თავი, მინიმუმ 2 წლის წინ ჰქონდათ დანებებული. ამ ადამიანების თავის ტვინის ტომოგრამამ აჩვენა, რომ მარიხუანას ხშირი მოხმარება, ნაცრისფერი ნივთიერების გამომუშავების ტემპის შემცირებას იწვევს, იმ ოლქებში, რომელიც უშუალოდ, მეხსიერებასთან არის კავშირში. გარდა ამისა, ასევე აღმოჩნდა, რომ მარიხუანას მომხმარებლის ტვინის სტრუქტურა, შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ტვინის სტრუქტურის მსგავსია.

«კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ თავის ტვინის მსგავსი დარღვევები, უშუალო კავშირშია მარიხუანას ხშირ მოხმარებასთან, რომელიც ნარკოტიკზე უარის თქმიდან, რამდენიმე წლის შემდეგ მაინც ფიქსირდება» — განაცხადა კვლევის ავტორმა მეთიუ სმიტმა (Matthew Smith), ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის (Northwestern University, ილინოისი) წამყვანმა სპეციალისტმა და ფეინბერგის სამედიცინო სკოლის (Feinberg School of Medicine) ლექტორმა.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ მარიხუანა გავლენას ახდენს ადამიანის აბსტრაქტულ აზროვნებაზე, სწავლის უნარზე და მოკლევადიან მეხსიერებაზე. მას შეუძლია მომხმარებლის პანიკური მდგომარეობა, შფოთი და ტოქსიკური ფსიქოზი გამოიწვიოს. ხოლო, ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, ადამიანს თავის ტვინის სტრუქტურა ეცვლება და ფუნქციონალური ცვლილებები უვითარდება.

imageმარიხუანას გავლენის მოხდენა მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებზე კი არა, ფიზიკურ რეაქციებზეც შეუძლია. ის არღვევს მოძრაობის კოორდინაციას და ახანგრძლივებს რეაქციის დროს. ხდება ადამიანის საპასუხო რეაქციის დარღვევა სინათლის და ხმოვან სიგნალებზე, უარესდება თანმიმდევრობითი ქმედებების განხორციელების და აღქმის უნარი. ჩნდება საუბრის და მოძრაობის ძლიერი მოთხოვნილება, ძილის დროს, დამახასიათებელია არაბუნებრივი პოზები.

გარდა ამისა, ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ორბიტოფრონტალური ქერქის შემცირებას იწვევს, რომელიც თავის ტვინის შუბლის წილში მდებარეობს და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ახდენს გავლენას.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს შედეგები, იმის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ მარიხუანას მოზარდობის ასაკში მოხმარება, მაშინ, როდესაც თავის ტვინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარების პროცესი მიმდინარეობს, შესამჩნევი ნეიროტოქსიკური ეფექტი გააჩნია და ამ ინფორმაციის მოზარდებისთვის მიწოდება მეტად მნიშვნელოვანია.

ყველაზე საშიში კი ის არის, რომ მარიხუანას მოხმარება, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარების სურვილს აჩენს. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვინც დღეს კრეკს, ჰეროინს და სხვადასხვა სახის ჰალუცოგენურ ნივთიერებებს მოიხმარს, თითქმის, ყველამ, — მარიხუანით დაიწყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ძველი ეგვიპტე – აკრძალული ქვეყნის საიდუმლოებები

* თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?

* უცხოპლანეტური ცივილიზაციები – მითი, თუ რეალობა?

* დაუჯერებელია, რომ ეს სტალინმა თქვა...

* იშვიათი და რეალური კადრები

* სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტო–ხელოვნებაში (30 ყველაზე ეპატაჟური ფოტო)



0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0