x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა გაარკვიეს თუ რა გავლენას ახდენს მარიხუანა მისი მომხმარებლის შთამომავლობაზე

დიუკის უნივერსიტეტის (Duke University, ჩრდ. კაროლინა, აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარიხუანას მოხმარება ნეგატიურ გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე და რომ, ამ ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, ბავშვებში ანომალიებს იწვევს. ლაბორატორიის ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები კი, გამომცემლობა Toxicological Sciences–მა გამოაქვეყნა.


image


მეცნიერები, ექსპერიმენტის ფარგლებში, 28 დღის მანძილზე, მამრ ვირთხებს ყოველდღიურად 2 და 4 მგ/კგ ტეტრაჰიდროკანაბინოლს (THC, მარიხუანის ფსიქოაქტიური ნივთიერება) უკეთებდნენ, რაც დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამ ნივთიერების დოზა, რასაც ადამიანი 1 ღერი მარიხუანას სიგარეტის მოწევისას იღებს. მდედრი ვირთხები კი, ნარკოტიკულ ნივთიერებას არ იღებდნენ. ბოლო ინექციიდან, 2 დღის შემდეგ, ვირთხები შეაჯვარეს. ხოლო, შთამომავლობის მიღების შემდეგ, მათი ტვინის განვითარება შეისწავლეს. THC-ს «მომხმარებლის» შთამომავლებს აღენიშნებოდათ გადახრა, რომელმაც მათი სწავლის პროცესზე, მეხსიერებაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე მოახდინა გავლენა. ხოლო, იგივე ასაკის ვირთხები, რომლებიც «არამწეველი» მღრღნელების შეჯვარებით დაიბადნენ, უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ.


image


როგორც მეცნიერები ამბობენ, რადგან ჩვენი და ვირთხების ნეირონული ქსელი იდენტურია, ექსპერიმენტის შედეგების გადატანა ადამიანზეც შეიძლება. «ეს კვლევა იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ჩასახვამდე, მამის მიერ მარიხუანას მოხმარებამ, შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მის ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა», - განაცხადა კვლევის ავტორმა თეოდორ სლოტკინმა (Theodore Slotkin).

«ეს დასკვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახლა არის, რადგან მარიხუანას ლეგალიზება აშშ-ს სულ უფრო მეტ შტატში ხდება (ამჟამად, ლეგალიზებულია 32 შტატში) და ეს იმ დროს, როდესაც ადამიანზე ამ ნარკოტიკის, როგორც აქტიური, ისე პასიური ზემოქმედება, ბოლომდე შესწავლილი არ არის», – აღნიშნა მან.

ასე, რომ, თუ მარიხუანას მომხმარებელი ბრძანდებით და «ზარმაცი» შვილები გყავთ, ამის გამო ბავშვებს ნუ უსაყვედურებთ!

imageimageimageimageimageimageimage






0
195
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0