სამხრეთ კორეა ზედიზედ რამდენიმე წელია აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოდ Bloomberg Innovation Index-ით. აქ მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. მხოლოდ ამით აღფრთოვანებული არ არიან უცხოელები. ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამაა, რაც სხვაგან არსად არ უნახავთ:
1. ჩვეულებრივ ტორტებს პატარა პლასტმასის დანებით ყიდიან, რომლებშიც სანთელი და ასანთის ღერია მოთავსებული.
2. ზოგიერთ ადგილას არის მსგავსი თვითმომსახურების დახლები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ სასმელი და ფული ქვაბში დატოვოთ.
3. პიცასთან ერთად მიაქვთ ასეთი პლასტმასის სათითეებიც, უფასოდ.
4. ამ ქვეყანაში ძაღლებისთვისაც კია სატელევიზიო არხი
5. ამ პირამიდის ფორმის პაკეტებში იყიდება რძე ყავისთვის
6. ნაყინს და გაყინულ წვენს აქ დამცავი თავსახურებით მიირთმევენ, ხელზე რომ არ ჩამოიღვინთოს.
7. ზოგიერთ რესტორანში პირში სავლები სითხის აპარატებიც აქვთ.
8. ზოგიერთ მატარებელში კარაოკე-კაბინებსაც შეხვდებით
9. ჩუპა-ჩუპსის გაზიან სასმელზე გსმენიათ?
10. სამხრეთ კორეაში მსგავს აპარატებში თითქმის ყველაფერი იყიდება, ყვავილებიც კი.
11. ქვეყანაში ციფრი 4 ცუდ ციფრად ითვლება, ამიტომ ლიფტებში ის შეიძლება ვერც ნახოთ.
12. სეულის აეროპორტში ცხოვრობს რობოტი, რომელიც მგზავრებს ართობს, ეფლირტავება და სელფის გადაღებას სთავაზობს.
13. ქუჩის საკვები ძალიან პოპულარულია სამხრეთ კორეაში, ასორტიმენტიც მრავალფეროვანია, ყველაზე პოპულარული კი ალბათ ესაა, მარწყვი კარამელში.
14. თემატური კაფეები და რესტორნებით ცნობილია სეული, არსებობს ლამების კაფე, ზღარბების, კატების და სათევზაო კაფე-ბარიც კი.