x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე უჩვეულო და შემზარავი ისტორიული მოვლენები წარსულიდან – ამას სახელმძღვანელოებში ვერ წაიკითხავთ

ზოგიერთი ფაქტი, არასოდეს მოხვდება სახელმძღვანელოს გვერდებზე, სხვადასხვა მიზეზების გამო. თუმცა, მსოფლიო ისტორიის საფუძვლიანად გასაგებად, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და უფრო მეტიც... კარგია, რომ ახლა განათლების მიღება, სკოლის და ბიბლიოთეკის გარდა, ინტერნეტითაც შეიძლება.

აქ, სწორედ, ყველაზე უჩვეულო, ამაღელვებელ და შემზარავ, 5 ისტორიულ ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ნამდვილად ბევრს გააკვირვებს, მათ შორის, ისტორიის მოყვარულსაც კი.


imageჰენრი სემირადსკი. "ქრისტიანი დირცეა ნერონის ცირკში" (1897). (ნერონის "სპექტაკლის" ილუსტრაცია: ქალს, რომელიც ერთ–ერთი ლეგენდის გმირის როლს თამაშობდა სპექტაკლში, ნერონის მსახურები ხარზე აბამდნენ და არენაზე უშვებდნენ. შემდეგ, მათრახებითა და შუბებით იქამდე სცემოდნენ და ასახიჩრებდნენ, ვიდრე უდანაშაულო ცხოველი და დატანჯული ქალი ძირს არ ეცემოდნენ).


სტეფანე VI მკვდარი წინამორბედი სიკვდილით დასაჯა


სტეფანე VI (? – 891 წ.) წინამორბედმა, რომის პაპმა ფორმოზუსმა, სიკვდილამდე, ძველი რომაული ტრადიციის მიხედვით, სამი იმპერატორისთვის მოასწრო გვირგვინის დადგმა. როდესაც თავად სტეფანე VI მიიღო წმინდა ტიტული, მას ყოფილი იმპერატორის დაბრუნების სურვილი გაუჩნდა, რომელიც, საკუთარი გამორჩენის მიზნით, ფორმოზუსმა გადააყენა. იმისთვის, რომ ყველაფერი წესის მიხედვით მომხდარიყო, სტეფანე VI, ფორმოზუსის გვამის სამარხიდან ამოღება, პაპის სამოსში შემოსვა და განსასჯელის სკამზე დასმა ბრძანა (მისი გარდაცვალებიდან უკვე 1 წელი იყო გასული). სასამართლოზე ფორმოზუსის სახელით დიაკვანი გამოდიოდა. ხოლო, სტეფანე VI ყოფილი პაპის ყველა გადაწყვეტილება, არამარტო ბათილად გამოაცხადა, ჩადენილი ცოდვებისთვის, მას სიკვდილით დასჯაც მიუსაჯა. სასამართლოს შემდეგ, "მსჯავრდადებულს" სამოსი გახადეს, მარჯვენა ხელზე, ის 3 თითი მოკვეთეს, რომლითაც ხალხს ლოცავდა და ცხედარი მდინარე ტიბრში გადააგდეს. პაპის ასეთმა საქციელმა, ხალხი აღაშფოთა და ამ მოვლენიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, სტეფანე VI ციხეში მოხვდა, სადაც სიცოცხლე ძალადობრივი სიკვდილით დაასრულა – ის გაგუდეს.


აშშ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ვერაფრით მოახერხა ფიდელ კასტროს ლიკვიდაცია

image


ცხოვრების მანძილზე, კუბის კომანდანტ ფიდელ კასტროზე, აშშ–ს მხრიდან, თავდასხმა 600–ზე მეტჯერ განხორციელდა. თუმცა, მისი ლიკვიდირების ყველა მცდელობა, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, ამერიკელებმა მეტად არაორდინალური გეგმების შემუშავება დაიწყეს. მაგ., კუბის ლიდერის საყვარელ სიგარებში ასაფეთქებელი ნივთიერებს დებდნენ, წამლავდნენ მის დაივინგის კოსტიუმებს და ლიდერს, ხალხის მასებში, რეპუტაციას უფუჭებდნენ.


მომავალი ექიმები, სუნთქვის ვარჯიშის "პირი – პირში" პრაქტიკას, გვამის მანეკენზე გადიოდნენ

image


XIX საუკუნის ბოლოს, მდ. სენადან ახალგაზრდა ქალის გვამი ამოიღეს. პათოლოგანატომები შოკში იყვნენ მისი სახის მშვიდი გამომეტყველებით და მისი თაბაშირის ნიღბით უკვდავყოფა გადაწყვიტეს. შემდეგ, ამ ნიღბის შესახებ, დაივიწყეს... ვიდრე, XX ს–ის შუა წლებში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ვარჯიშის – "პირი–პირში" პრაქტიკა არ დაიწყეს. თავდაპირველად, სტუდენტები ამას ერთმანეთს უტარებდნენ. მაგრამ, ამას არანაირი შედეგი არ ჰქონდა. თან, ზოგჯერ, სწავლება ძალიან ცუდად სრულდებოდა. ამიტომ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ნორვეგიელ მეწარმეს ოსმუნდ ლაერდალს სპეციალური მანეკენის შექმნა დაუკვეთა. მან კი, მანეკენს, ბებიასთან ნაპოვნი, გოგონას ნიღბის სახე გაუკეთა.

პრაქტიკა, ამ მანეკენზე, 4 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მაშველმა გაიარა.


ამერიკის ხელისუფლებამ, მშრალი კანონის დროს, ალკოჰოლი მოწამლის ბრძანება გასცაimage


1920 წ. 17 იანვარს ამერიკაში "მშრალი კანონი" მიიღეს, რომლის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბის, ალკოჰოლური სასმელის წარმოება, შენახვა და გამოყენება აიკრძალა. თუმცა, ამის შემდეგ ამერიკელები ნაკლებად არ სვამდნენ... უფრო პირიქით – ქვეყანაში ფალსიფიცირებულ ალკოჰოლზე მოთხოვნა გაიზარდა, რომელიც მექსიკიდან და კანადიდან შემოჰქონდათ. სასმელი ტექნიკური, მეთანის სპირტისგან მზადდებოდა, რომელიც ძალიან სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ამის შემდეგ, აშშ–ს ხელისუფლება უკიდურეს ზომებზე წავიდა და ისედაც საშიშ მეთანზე, ნავთის, ბენზინის, ბენზოლის, იოდის, ფორმალდეჰიდის, აცეტონის და სხვა ნივთიერებების დამატების ბრძანება გასცა, რომ მოსახლეობა სასმელს გადაჩვეულიყო.


სპარტელები ბრძოლას მონებზე სწავლობდნენ
image


სპარტელები საომარ საქმეს ადრეული ასაკიდან სწავლობდნენ. სპეციალური ღონისძიება ბავშვებისთვის კრიპტია – შეჯიბრი იყო. მასში, ხმლებით შეიარაღებული გაწვრთნილი ბიჭები, რომლებსაც თან საგზალ–სანოვაგეც ჰქონდათ, დასახლების ირგვლივ მიდამოებში ხეტიალობდნენ, დღე იმალებოდნენ, ხოლო ღამე მონებზე ნადირობდნენ. "თამაშების" გამარჯვებული ის იყო, ვინც ყველაზე მეტ მონას მოკლავდა.


ინდიელები თამაშობდნენ ფეხბურთს, რომლის გუნდში, 11–ის ნაცვლად, 500 წევრი იყოimage


ალგონკინები — ინდიელი ხალხები არიან, რომლებიც კანადის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათ ფეხბურთის ანალოგიური თამაში ჰქონდათ, რომელსაც პასკუაკოჰოვოგს ეძახდნენ, რაც თარგმანში – "ისინი იკრიბებიან, რომ ბურთი ფეხებით ითამაშონ"–ს ნიშნავს. მატჩი კილომეტრიან მოედანზე იმართებოდა და მასში 1000–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ამ თამაშს მხოლოდ 1 წესი ჰქონდა – მოწინააღმდეგის კარში, რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გაეტანათ. შედეგად, "ფეხბურთელები" ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ფეხს უდებდნენ, ხელს ჰკრავდნენ, ერთმანეთს ძვლებს უმტვრევდნენ – ბოლოს მოედანს, ხილული დაზიანებების გარეშე, თითქმის არავინ ტოვებდა. მაგრამ, მატჩის შემდეგ, "საქმეების გარჩევას" ადგილი არ ჰქონდა, უფრო პირიქით, – ყველაფერი ხმაურიანი წვეულებით სრულდებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* "გზავნილი მარსიდან" – უცნაური იეროგლიფებით ამოტვიფრული კოსმოსური ქვა

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი 800 მლნ. წლის "პრინცესა" და სარკოფაგი

* ძილის დროს, ორგანიზმში "სარემონტო"–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს – მეცნიერების აღმოჩენა

* ფარისებრი ჯირკვლის («ჩიყვის») პრობლემის არსებობის 12 ნიშანი – როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ექიმის დახმარება გვჭირდება?

* მსოფლიო ჩემპიონატი 2022 – გულშემატკივრები (30 ფოტო)

* რატომ არ უყვარდა მაიკლ ჯექსონს სარკე და რისი ეშინოდა ყველაზე მეტად?

* გოგონამ საყვარელი თეთრი კნუტი აიყვანა, მაგრამ ის კატა არ აღმოჩნდა

* Britain Fashion Awards – 2022: ლამაზმანები ყველაზე პიკანტური სამოსით (20 ფოტო)



0
4218
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0