Quiz თუ ამ ცნობილ ქალბატონებს ვერ გამოიცნობთ, განათლებულობაზე პრეტენზია საერთოდ ნუ გექნებათ! 2022, 4 აგვისტო, 16:43
დღევანდელი ტესტი საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ საკუთარი თავი და კიდევ ერთხელ დარწმუდეთ რამდენად კარგად იცნობთ იმ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი თავიანთი აღმოჩენებით, გამორჩეული ნიჭითა და ისტორიული მიღწევებით გაითქვეს, თუ მზად ხართ, მოდით, დავიწყოთ! მაშ ასე...
1. ვინ არის გამოსახული ფოტოზე?
1. ინგრიდ ბერგმანი 2. ლუდმილა გურჩენკო 3. კოკო შანელი
სწორი პასუხია!
გაბრიელ ბონერ შანელი - ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი, რომელმაც "Chanel"-ის მოდის სახლი დაარსა და მე-20 საუკუნის ევროპულ მოდაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
2. იცანით?
1. დედოფალი ვიქტორია
2. ელისაბედ I
3. ელისაბედ II
სწორი პასუხია!
ელისაბედ II, სრული სახელი - ელისაბედ ალექსანდრა მარია - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური 1952 წლიდან დღემდე. მისი უდიდებულესობა ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, ოცდახუთი წლის ასაკში ავიდა, მამის, მეფე ჯორჯ VI -ის გარდაცვალების შემდეგ.
3. დაასახელეთ ამ ქალბატონის სახელი
1. ბეტი ფორდი 2. ელეონორა რუზველტი 3. ვალენტინა ტერეშკოვა
სწორი პასუხია!
ანა ელეონორა რუზველტი - ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, აშშ-ს პრეზიდენტის ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე.
4. ვინ არის ფოტოზე?
1. ბენაზირ ბჰუტო 2. ინდირა განდი 3. მალალა იუსაფზაი
სწორი პასუხია!
მალალა იუსაფზაი - პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მხარს უჭერს ქალთა განათლების ხელმისაწვდომობას მთელს მსოფლიოში.
5. დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული ქალბატონი
1. ფავზია ფუადი 2. ვივიენ ლი 3. მატა ჰარი
სწორი პასუხია!
მატა ჰარი - ნამდვილი სახელი - მარგარიტა გერტრუდა ზელე, ფრიზიული წარმოშობის ეგზოტიკური ცეკვების შემსრულებელი და კურტიზანი, ნიდერლანდების მოქალაქე. მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში მატა ჰარი მთელს ევროპაში, ცნობილი გახდა როგორც "აღმოსავლური სტილის" მოცეკვავე. პირველი მსოფლიო ომის დროს ეროტიკული ცეკვების შემსრულებელი, გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც ის საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დახვრეტილი.
6. თქვენ წინაშეა....
1. ოდრი ჰეპბერნი 2. გრეის კელი 3. ბრიჯიტ ბარდო
სწორი პასუხია!
ოდრი ჰეპბერნი - ბრიტანელი მსახიობი, მოდელი და ჰუმანიტარი. მსახიობმა, რეჟისორ უილიამ უაილერის რომანტიკულ კომედია "რომაულ არდადეგებში" შესრულებული პრინცესა ანას როლისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში 1954 წელს "ოსკარი" დაიმსახურა, ხოლო "აკადემიის ღირსების პრიზზე" ის ოთხჯერ - 1955, 1960, 1962 და 1968 წლებში იქნა ნომინირებული.
7. ამ მშვენიერ, ენაკვიმატ ქალბატონს ჰქვია...
1. ფაინა რანევსკაია
2. ნატალია ვარლეი 3. ნონა მორდიუკოვა
სწორი პასუხია!
ფაინა რანევსკაია - საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი. თანამედროვე ჟურნალისტები მას ხშირად - "მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდესს რუს მსახიობად" და "მეორე პლანის დედოფლად" მოიხსენიებენ.
8. ვინ არის ეს ქალი?
1. ბრიჯიტ ბარდო
2. მერლინ მონრო
3. გრეის კელი
სწორი პასუხია!
გრეის პატრიცია კელი - ამერიკელი მსახიობი, 1956 წლიდან მონაკოს პრინც რენიე III-ის მეუღლე, მონაკოს მე-10 ჰერცოგინია, მონაკოს პრინცისა და ამჟამინდელი მმართველის, პრინც ალბერ II-ის დედა. მის ანგარიშზეა 10-ზე მეტი ფილმი, ერთი "ოსკარი" და იმ დროის ყველაზე შემოსავლიანი მსახიობის ტიტული.
9. იცანით?
1. ინდირა განდი 2. დედა ტერეზა
სწორი პასუხია!
ინდირა პრიადარშინი განდი - ინდოელი პოლიტიკოსი და პარტია "ინდოეთის ეროვნული კონგრესის" მთავარი ფიგურა, დღემდე რჩება ინდოეთის ერთადერთ პრემიერ - მინისტრ ქალად.
10. ვინ არის ფოტოზე?
1. ანასტასია ვოლოჩკოვა
2. აისედორა დუნკანი 3. მაია პლისეცკაია
სწორი პასუხია!
მაია პლისეცკაია - ბალეტის მოცეკვავე, მესერ-პლისეცკის თეატრალური დინასტიის წარმომადგენელი. აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ბალერინად. სცენიდან წასვლის შემდეგ "დიდი თეატრის" პრიმა-ბალერინას ტიტული მოიპოვა.
11. და ეს ქალი ვინ არის?
1. კარინა სმირნოფი 2. აისედორა დუნკანი 3. მართა გრეჰემი
სწორი პასუხია!
აისედორა დუნკანი - ამერიკელი მოცეკვავე - ნოვატორი, თავისუფალი ცეკვის ფუძემდებელი. განავითარა საცეკვაო სისტემა და პლასტიკა, რომელიც ძველ ბერძნულ ცეკვას დაუკავშირა, იყენებდა ქიტონს საბალეტო კოსტიუმის ნაცვლად და სცენაზე ფეხსაცმლის გარეშე გამოდიოდა. 1922-1924 წლებში გახლდათ პოეტ სერგეი ესენინის მეუღლე.
12. ვინ არის ფოტოზე გამოსახული ეს ქალბატონი?
1. ნეფერტიტი
2. კლეოპატრა
სწორი პასუხია!
ნეფერტიტი - ეგვიპტის დიდი დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი) მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის სიდედრი.
13. იცანით?
1. ელისაბედ II 2. დედოფალი ვიქტორია
3. ეკატერინე მედიჩი
სწორი პასუხია!
ეკატერინე მედიჩი, სრული სახელი ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი - საფრანგეთის დედოფალი 1547 წლიდან 1559 წლამდე. საფრანგეთის მეფის (ვალუების დინასტიიდან) ანრი II-ის ცოლი.
14. ამ მშვენიერ ქალბატონს ჰქვია...
1. ლუდმილა ზიკინა
2. მონსერატ კაბალიე
სწორი პასუხია!
მონსერატ კაბალიე, სრული სახელი მარია დე მონსერატ ვივიანა კონსეპსიონ კაბალიე ი ფოლკი - ესპანელი საოპერო მომღერალი, სოპრანო უპირველეს ყოვლისა, განთქმული გახლდათ ბელკანტოს ტექნიკითა და როსინის, ბელინისა და დონიცეტის კლასიკურ იტალიურ ოპერებში წამყვანი როლების შესრულებით.
15. თქვენ წინაშეა...
1. ვივიენ ლი 2. ელიზაბეთ ტეილორი
სწორი პასუხია!
ვივიენ ლი, ლედი ოლივიე - ინგლისელი მსახიობი, ორი "ოსკარის" მფლობელი, რომელმაც "კინოაკადემიის ღირსების პრიზები" "სამხრეთელი ლამაზმანების" როლებისთვის - სკარლეტ ო'ჰარასა ("ქარწაღებულნი" ) და ბლანშ დიუბუასთვის ("ტრამვაი სახელად სურვილი") მიიღო.
16. და ბოლო კითხვა, ვინ არის ფოტოზე გამოსახული ქალბატონი?
1. აგათა კრისტი 2. გრეტა გარბო 3. მარლენ დიტრიხი
სწორი პასუხია!
დეიმ აგათა მერი კლარისა, ლედი მალოუენი, უფრო ცნობილია ის თავისი პირველი ქმრის - აგათა კრისტის გვარით - ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი. ცნობილია მისი დეტექტიური წიგნები - დეტექტივ ერკიულ პუაროსა და მის მარპლზე. დეტექტიური რომანის "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" ავტორი გინესის რეკორდებში შესულია როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მწერალი, მთლიანობაში მისი რომანების ორ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
|