x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს ყველაზე რთული ზოგადი ცოდნის ტესტია: შეძლებთ მის გავლას?

image

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვიზი ზოგად ცოდნას შეიცავს, ის სასიამოვნოდ გაგაოცებთ! თქვენ ნამდვილი ერუდიტი უნდა იყოთ, ყველა კითხვას სწორად რომ უპასუხოთ. აბა, გარისკავთ? :) გპირდებით, რომ ბევრ ახალს აღმოაჩენთ!




1. ყველაზე გავრცელებული ელემენტი ატმოსფეროში?


image


1. ნახშირორჟანგი
2. არგონი
3. ჟანგბადი
4. აზოტი


სწორი პასუხია! აზოტი


ატმოსფეროში ყველაზე გავრცელებული ელემენტი - აზოტია (78, 09%).




2. რისგან იყო დამზადებული პირველი კონტრაცეპტივი?


image

1. თხის შარდის ბუშტისგან
2. ნიანგის ფეკალიებისგან
3. ტყავისგან


სწორი პასუხია! ნიანგის ფეკალიებისგან


ეგვიპტელი ქალები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1800-იან წლებში ცხოვრობდნენ არასასურველი ორსულობისგან თავს ნიანგის ფეკალიებით იცავდნენ. ითვლებოდა, რომ თაფლთან შერეული და საშოში მოთავსებული ნიანგის ექსკრემენტი თავისი ტუტოვანი თვისების წყალობით შთამომავლობას საიმედოდ იცავდა.




3. რისი ეშინიათ ალექტოროფობიით შეპრობილ ადამიანებს?


image


1. მოპსის
2. წვერის
3. ქათმის
4. ჯადოქრის


სწორი პასუხია! ქათმის


ალექტოროფობიით შეპყრობილ ადამიანებს ქათმების ეშინიათ.




4. ჰიპოპოტამების ჯგუფს ჰქვია?


image


1. ჯოგი
2. ფარა
3. ქარავანი


სწორი პასუხია! ჯოგი



5. ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ, მართლია თუ ტყუილია?


image

1. ტყუილია
2. მართალია


სწორი პასუხია! ტყუილია


ის, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ - მითია. სინამდვილეში, ჩვენი ტვინის თითქმის ყველა ნაწილს ვიყენებთ და სხვათა შორის, ყველა მათგანი თითქმის ყოველთვის აქტიურია.




6. ზაფხულში უფრო რატომ თბილა ვიდრე ზამთარში?


image


1. იმიტომ რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი დახრილია
2. იმიტომ რომ დედამიწას ელიფსური ორბიტა აქვს
3. იმიტომ რომ ზაფხულში დედამიწა მზესთან უფრო ახლოსაა

სწორი პასუხია! იმიტომ რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი დახრილია


როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა, მაშინ სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია. ასეთი განსხვავება, დამოკიდებულია დედამიწის ღერძის დახრილობაზე მზის მიმართ, რომლის გარშემოც პლანეტა ბრუნავს. როცა დედამიწის ღერძი მზის მიმარულებით არის დახრილი, მაშინ დგება ზაფხული, ხოლო როცა დედამიწის ღერძის ბოლო დახრილია მზის საწინაარმდეგო მხარეს, მაშინ ზამთრდება. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ზაფხული მაშინ დგება, როდესაც მზის სხივები დედამიწას სწორი კუთხით ეცემა.




7. რისი სუნი აქვს კოსმოსს?


image


1. ლითონის და დამწვარი ხორცის
2. გოგირდწყალბადის
3. არაფრის


სწორი პასუხია! ლითონის და დამწვარი ხორცის


ყველა ასტრონავტის თქმით, კოსმოსს ლითონისა და ხორცის სუნი აქვს. "როცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ვიყავი, გამუდმებით ვგრძნობდი კარგად მომზადებული სტეიკის სურნელს, შედუღების ორთქლისა და ცხელი ლითონის სუნს", - აღწერს საკუთარ შეგრძნებებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ექსპედიციის წევრი ტონი ანტონელი. ანტონელის თქმით, ამ სუნის რაიმესთან შედარება ძნელია.




8. რას უნდა შეხედოს ადამიანმა რომ ოპისტენარი დაინახოს?


image


1. ხელს
2. ხეს


სწორი პასუხია! ხელს


ოპისტენარი - ხელის მტევნის ზურგია.




9. რომელია ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე?


image


1. ფერნეს- კრიკი, სიკვდილის ველი, კალიფორნია
2. ატაკამას უდაბნო, ჩილე
3. მაკმურდოს მშრალი ხეობები, ანტარქტიდა


სწორი პასუხია! მაკმურდოს მშრალი ხეობები, ანტარქტიდა


ინტერნეტში გავრცელებულია მცდარი შეხედულება იმასთან დაკავშირებით რომ მსოფლიოში ყველაზე მშრალი ადგილი ჩილეშია. სინამდვილეში, ატაკამას უდაბნო მეორე ადგილზეა ანტარქტიდის მშრალი ხეობების შემდეგ. ამ ადგილებს ნალექი ორი მილიონი წლის განმავლობაში არ უნახავთ - ეს ყველაზე მშრალი უდაბნოა დედამიწაზე.




10. რისთვის გაემგზავრა ქრისტეფორე კოლუმბი ექსპედიციაში 1942 წელს?


image


1. ეძებდა დასავლეთის გზას აზიისკენ
2. სურდა დაემტკიცებინა რომ დედამიწა მრგვალია
2. სურდა ამერიკის აღმოჩენა


სწორი პასუხია! ეძებდა დასავლეთის გზას აზიისკენ


1492 წლის 3 აგვისტოს ქრისტეფორე კოლუმბი თავის პირველ ექსპედიციაში გაემგზავრა, რათა ეპოვა დასავლეთის გზა აზიისკენ. ამ მოგზაურობისას მან თავის ადმირალის ტიტულს დასავლეთის საზღვაო გზის აღმომჩენის ტიტულიც ისე შემატა, რომ ვერც კი გრძნობდა ფეხს ახალ კონტინენტს რომ ადგამდა.





0
881
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
881