x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამ ტესტის გავლა მხოლოდ უაღრესად ერუდირებულ ადამიანს შეუძლია! - თქვენც მათ რიცხვში ხართ?

image


ცოტა ხნის წინ, შემოგთავაზეთ ტესტი, სადაც ცნობილი ქალბატონები უნდა გამოგეცნოთ, ამჯერად, გთავაზობთ ქუიზს რომელიც სახელოვან მამაკაცებს უკავშირდება. დღევანდელ ტესტში უნდა გამოიცნოთ ის "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" რომლებმაც მსოფლიოში სახელი თავიანთი აღმოჩენებით, გამორჩეული ნიჭითა და ისტორიული მიღწევებით გაითქვეს. მაშ ასე, თუ მზად ხართ, მოდით, დავიწყოთ!



1. ვინ არის ფოტოზე?


image


1. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
2. იოჰან სებასტიან ბახი
3. ანტონიო ვივალდი



სწორი პასუხია!


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი - ავსტრიელი კომპოზიტორი და ვირტუოზი მუსიკოსი. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კლასიკოსმა კომპოზიტორმა, უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო მუსიკალურ კულტურაზე.




2. დაასახელეთ აღნიშნული პიროვნება


image


1. ბობ დილანი
2. ბობ მარლი



სწორი პასუხია!


ბობ დილანი - ამერიკელი ავტორ - შემსრულებელი, მხატვარი, მწერალი და კინომსახიობი. როკ - მუსიკის საკულტო ფიგურა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.





3. ვინ არის ფოტოზე?


image


1. ვინსენტ ვან გოგი
2. კლოდ მონე



სწორი პასუხია!


ვინსენტ ვილემ ვან გოგი - ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი, რომლის ნამუშევრებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის მხატვრობაზე. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მან 2 100-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, მათ შორის გახლავთ 860 ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი.





4. იცანით?


image


1. ფრანკლინ რუზველტი
2. უინსტონ ჩერჩილი


სწორი პასუხია!


სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ-ჩერჩილი - ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1940-1945 და 1951-1955 წლებში; სამხედრო (პოლკოვნიკი), ჟურნალისტი, მწერალი, ბრიტანეთის აკადემიის საპატიო წევრი (1952), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (1953).





5. ვინ არის ეს მამაკაცი?



image


1. ალენ დელონი
2. ჟერარ დეპარდიე
3. ჟან-პოლ ბელმონდო



სწორი პასუხია!


ალენ დელონი - ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. 1960-1980-იანი წლების კინოვარსკვლავი და სექს-სიმბოლო.




6. ფოტოზე გამოსახული ხელოვანია...?


image


1. ლარს ფონ ტრიერი
2. ალფრედ ჰიჩკოკი
3. სტენლი კუბრიკი



სწორი პასუხია!


სერ ალფრედ ჰიჩკოკი - ინგლისელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. 1939 წლამდე მუშაობდა ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი აშშ-ში.





7. ვინ არის ფოტოზე?



image


1. პაბლო პიკასო
2. სალვადორ დალი



სწორი პასუხია!


სალვადორ დალი - ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე, რეჟისორი და მწერალი. "სიურეალიზმის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. მუშაობდა ფილმებზე: "ანდალუსიური ძაღლი", "ოქროს ხანა", "მოჯადოებული".



8. იცანით?

image


1. ზიგმუნდ ფროიდი
2. ჩარლზ დარვინი



სწორი პასუხია!


ზიგმუნდ ფროიდი - ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი და ნევროლოგი. ფროიდი ცნობილია როგორც "ფსიქოანალიზის" ფუძემდებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიაზე, მედიცინაზე, სოციოლოგიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.





9. დაასახელეთ აღნიშნული პიროვნება...


image


1. მარკ ცუკერბერგი
2. სტივ ჯობსი
3. პაველ დუროვი


სწორი პასუხია!


სტივენ პოლ ჯობსი - ამერიკელი მეწარმე, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა როგორც IT ეპოქის პიონერმა. "Apple Corporation"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. კინოსტუდია "Pixar"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.


10. ვინ არის გამოსახული ფოტოზე?


image


1. ადრიანო ჩელენტანო
2. მარჩელო მასტროიანი



სწორი პასუხია!


მარჩელო ვინჩენცო დომენიკო მასტროიანი - იტალიელი მსახიობი, არაერთი ცნობილი იტალიური, ევროპული და მსოფლიო კინოპრემიის მფლობელი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში თანამშრომლობდა თითქმის ყველა გავლენიან იტალიელ რეჟისორთან.




11. იცანით?


image


1. გალილეო გალილეი
2. ნიკოლაი კოპერნიკი
3. ისააკ ნიუტონი



სწორ პასუხია!


გალილეო გალილეი - იტალიელი ფიზიკოსი, მექანიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მეცნიერებაზე. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ტელესკოპი ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად და არაერთი გამორჩეული ასტრონომიული აღმოჩენაც გააკეთა.




12. ვინ არის ფოტოზე?


image


1. ლეონარდო და ვინჩი
2. ვინსენტ ვან გოგი



სწორი პასუხია!


ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩი - იტალიელი მხატვარი და მეცნიერი, გამომგონებელი, მწერალი, მუსიკოსი, მაღალი რენესანსის ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, "უნივერსალური ადამიანის" ნათელი მაგალითი.





13. დაასახელეთ აღნიშნული პიროვნება...


image


1. ჩარლზ დიკენსი
2. ოსკარ უაილდი
3. უილიამ შექსპირი



სწორი პასუხია!


უილიამ შექსპირი - ინგლისელი პოეტი და დრამატურგი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.



14. ვინ არის აღნიშნული პიროვნება?


image


1. ალექსანდრე სუვოროვი
2. ნაპოლეონ I
3. მიხეილ გოლენიშჩევი-კუტუზოვი



სწორი პასუხია!


ნაპოლეონ ბონაპარტი - "ფრანგთა იმპერატორი", ერთ-ერთი უდიდესი გენერალი მსოფლიო ისტორიაში.




15. და ეს კაცი ვინ არის?


image


1. დიოგენე
2. ჰომეროსი
3. არისტოტელე


სწორი პასუხია!


არისტოტელე - ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დაარსა ლიცეუმი - "ლიკეიონი", რომელიც პერიპატეტიკური სკოლის სახელით არის ცნობილი. კლასიკური პერიოდის ნატურალისტი.




16. თქვენ წინაშეა...


image


1. ფერდინანდ მაგელანი
2. მარკო პოლო
3. ქრისტეფორე კოლუმბი


სწორი პასუხია!


კრისტოფერე კოლუმბი - იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომელმაც ევროპელებისთვის 1492 წელს ამერიკა აღმოაჩინა.




17. ვინ არის ეს კაცი?


image


1. ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი
2. ჟაკ-ივ კუსტო
3. სტივენ ჰოკინგი



სწორი პასუხი!


ჟაკ-ივ კუსტო - მსოფლიო ოკეანეს ფრანგი მკვლევარი, ფოტოგრაფი, რეჟისორი, გამომგონებელი, მრავალი წიგნისა და ფილმის ავტორი. იყო ასევე საფრანგეთის აკადემიის წევრი, ღირსების ლეგიონის ორდენის მეთაური. ჟაკ-ივ კუსტო ასევე ცნობილია როგორც "კომენდანტი კუსტო" ან "კაპიტანი კუსტო".




18. იცანით?


image


1. ანდრეა ბოჩელი
2. ლუჩანო პავაროტი



სწორი პასუხია!


ლუჩიანო პავაროტი - იტალიელი საოპერო მომღერალი, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტენორი.



19. და ბოლო კითხვა, ვინ არის ფოტოზე გამოსახული მამაკაცი?


image


1. ლევ ტოლსტოი
2. ოსკარ უაილდი
3. მარკ ტვენი


სწორი პასუხია!


მარკ ტვენი - ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი, იუმორისტი და საზოგადო მოღვაწე. მისი შემოქმედება მრავალ ჟანრს მოიცავს - იუმორისტულს, სატირას, ფილოსოფიურ მხატვრულ ლიტერატურას, პუბლიცისტიკას, და ყველა ამ ჟანრში სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი ჰუმანისტისა და დემოკრატის პოზიციას უცვლელად იკავებს.





0
1063
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1063