x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თუ ამ ტესტში მინიმუმ 10/7 კითხვაზე ვერ უპასუხებთ, ნუ უწოდებთ საკუთარ თავს ერუდიტს!

image


როგორ ფიქრობთ, ბევრ სფეროში ფლობთ სათანადო, ფართო ცოდნას? მოდით, შევამოწმოთ ეს ამ ტესტის საშუალებით.



1. რა ჰქვია მავთულს, რომელიც შამპანურის საცობს აკავებს?


image

1. აბბოკატო
2. დეკანტერი
3. მიუზლე



სწორი პასუხია! მიუზლე



მავთულიან ლაგამს (ალიკაპს), რომელიც შამპანურის საცობებს აკავებს- მიუზლე ეწოდება, რომელსაც სპეციალური მავთულისგან ამზადდებენ, რომლის სისქეც 0, 7-0, 8 მილიმეტრს, სიგრძე კი 52 სმ-ს არ აღემატება (მიუზლე - ფრანგული სიტყვაა და "ალიკაპის დაყენებას" ნიშნავს)



2. რატომ ყიდულობენ იაპონიაში საახალწლოდ ფოცხებს?


image


1. იმიტომ რომ ის ზამთარში იაფი ღირს
2. მეტი ბედნიერების "მოსახვეტად"
3. გამოცდილების დასაგროვებლად


სწორი პასუხია! მეტი ბედნიერების "მოსახვეტად".


საახალწლოდ ბამბუკისგან დამზადებული ფოცხების ყიდვა იაპონური ტრადიციაა. ითვლება, რომ ეს კარგი თილისმაა, რომელიც მის პატრონს მომავალში მეტი წარმატებისა და კეთილდღეობის "მოხვეტაში" დაეხმარება.



3. რომელ ცხოველს აქვს ადამიანის მსგავსი ინდივიდუალური თითის ანაბეჭდები?


image


1. გორილებს
2. ლემურების ზოგიერთ სახეობას
3. კოალებს


სწორი პასუხია! კოალებს


კოალა - ერთადერთი ცხოველია, რომელსაც ადამიანის მსგავსი უნიკალური თითის ანაბეჭდები აქვს.




4. რა ჰქვია ფოტოზე გამოსახულ ხეს?


image


1. სოჭი
2. ფიჭვი
3. ლარიქსი


სწორი პასუხია! სოჭი


ფიჭვის ნემსები შესამჩნევად გრძელია, გარდა ამისა, ფიჭვებს აქვთ ოთხწახნაგა, წამახვილებული, უხეში ნემსები, ხოლო სოჭს აქვს რბილი, ბრტყელი ნემსები, რომლებიც არც იმდენად წვეტიანია, ხოლო ლარიქსი კი საერთოდ განსხვავებულად გამოიყურება.



5. რომელი ტბა წარმოადგენს მზარდ, წარმოქმნის სტადიაში მყოფ ოკეანეს?


image


1. ბაიკალი
2. მიჩიგანი
3. ტანგანიკა


სწორი პასუხია! ბაიკალი



მეცნიერების თქმით, ბაიკალის ტბის ოკეანედ გადაქცევა მხოლოდ დროის საკითხია.



6. რატომ არის შამპანურის ბოთლის ძირი შეზნექილი?


image


1. დამატებითი სიმტკიცისთვის
2. უბრალოდ ტრადიციული დიზაინია
3. ღვინის ნალექის შესაგროვებლად


სწორი პასუხია! დამატებითი სიმტკიცისთვის



ჩაღრმავება ბოთლს დიდი წნევის შენარჩუნებაში ეხმარება. ბრტყელი ფსკერი კი, მისი ყველაზე სუსტი ადგილი იქნებოდა.




7. რა ჰქვია მკვრივი ქაღალდის ორმაგ ფურცლებს წიგნის ბლოკსა და ყდას შორის?


image


1. თავფურცელი
2. ფორზაცი
3. ავანტიტული



სწორი პასუხია! ფორზაცი



ფორზაცი - ეწოდება მკვრივი ქაღალდის ორმაგ ფურცლებს წიგნის ბლოკსა და ყდას შორის. ის ბლოკს ყდასთან აერთებს და წიგნის განაპირა გვერდებსაც გაჭუჭყიანებისგან იცავს. ფორზაცი - ყველაზე ხშირად მხოლოდ ცარიელი ფურცელია, რომელიც წიგნის დანარჩენ გვერდებთან შედარებით გაცილებით სქელია.



8. რა განსაკუთრებული ორგანო / თვისება აქვთ პინგვინებს?


image


1. ინფრაწითელი მხედველობა
2. ლოყებში მოთავსებული ჩანთები საკვების შესანახად
3. ჯირკვლები, რომელიც მარილიან წყალს სასმელ წყლად აქცევს


სწორი პასუხია! ჯირკვლები, რომელიც მარილიან წყალს სასმელ წყლად აქცევს


საცრემლე ჯირკვლები მარილებს ფილტრავს, რაც ზღვის წყალს უმარილოს და შესაბამისად, სასმელად ვარგისად აქცევს.



9. რა ფორმა არ შედის ფიფქების საერთაშორისო კლასიფიკაციაში?


image


1. სივრცითი ალმასები
2. სვეტები
3. ფირფიტები



სწორი პასუხია! სივრცითი ალმასები



1951 წელს თოვლისა და ყინულის საერთაშორისო კომისიამ მყარი ნალექების კლასიფიკაცაცია დააკანონა. მის მიხედვით, თოვლის ყველა კრისტალი შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დაიყოს: ვარსკვლავური დენდრიტები, ფირფიტები, სვეტები, ნემსები, სივრცითი დენდრიტები, წვეტიანი სვეტები და არასწორი ფორმები. მათ კიდევ სამი სახის ყინულოვანი ნალექი დაემატა: პატარა თოვლის მარცვლები, ყინულის მარცვლები და სეტყვა.



10. და ბოლო კითხვა: რა ჰქვია მუცლის ე.წ. ბუყბუყს, რომელიც შიმშილზე მიუთითებს?


image


1. interrobang
2. giggli wiggli
3. borborygmus



სწორი პასუხია! borborygmus


მუცლის ბუყბუყს უწოდებენ სახასიათო ხმებს მუცლის არეში, რაც ნაწლავებში სითხისა და აირების მოძრაობით არის გამოწვეული. მუცლის ბუყბუყის სამეცნიერო ტერმინია - "borborygmus"-ი.





0
2222
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2222