ვარსკვლავები 57 წლის ელიზაბეტ ჰარლი კვლავ აოცებს თაყვანისმცემლებს ამჯერად პლაჟიდან(ფოტო/ვიდეო) 2022, 2 აგვისტო, 18:42 ბრიტანელი მოდელი და მსახიობი ელიზაბეტ ჰარლი განაგრძობს თაყვანისმცმელების გაოცებას.
57 წლის მსახიობი იდეალურად გამოიყურებოდა ცისფერ ბიკინში, მსახიობი ამჟამად ერთ-ერთ მდიდრულ პლაჟზე ისვენებს. ლიზიმ ვიდეო გამოაქვეყნა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე, პლაჟზე პოზირების შემდეგ იახტიდან ოკეანეში გაცურა.. როგორც ჩანს, ცივმა წყალმა გააკვირვა მსახიობი, რადგან კამერის წინ ეს ემოცია ისტერიული მიმიკებით გამოხატა. ფოტოს კი ასეთი მინაწერი გაუკეთა"ვერ იტანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცივ წყალში ჩასვლის წინ ყვირიან?" ინგლისელი მოდელი და მსახიობი ელიზაბეტ ჰარლი დაიბადა ქალაქ ქალაქ ბესინგსტოკში, ახალგაზრდა წლებში მოცეკვავის სურვილით გატაცებული, სწავლობდა ბალეტს, მოგვიანებით კი დაეუფლა ცეკვას. 1995 წელს იგი გახდა ამერიკული კომპანიის „Estée Lauder Companies“-ის მოდელი. სამჯერ აღმოჩნდა ჟურნალ „ვოგის“ გარეკანზე. მისი დებიუტი კინოში 1987 წელს შედგა, თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში როგორებიცაა: „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“, „ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა“, „თაღლითები“, „სურვილებით დაბრმავებული“ და სხვ. აგრეთვე ცნობილია, როგორც ქველმოქმედი. ელიზაბეტ ჰარლის მრავალი წელი ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ჰიუ გრანტთან, რომელსაც 2000 წელს დაშორდა. ბრიტანელი ვარსკვლავი პერიოდულად აქვეყნებს ძალზე ეფექტურ ფოტოებს, რითაც ამტკიცებს, რომ მისთვის ასაკი არაფერია. მაგალითად, შარშანწინ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის კიბებეზეა ჩამომჯდარი, ინგლისური ძვირადღირებული ბრენდის Gyunel- ის მუქი ლურჯი ფერის მაქსი კაბა აცვია, ღრმა დეკოლტეთი და მარცხენა ფეხთან ჩაჭრილი. დიდი ეფექტი მოახდიან შარშანდელმა ფოტომაც, სადაც მსახიობს ხასხასა ვარდისფერი მინიკაბა აცვია საკმაოდ ღრმა დეკოლტეთი და თეძოებზე ჭრილებით. მბზინავი კაბა არა თუ მალავს, არამედ მკვეთრად ხაზს უსვამს მის უზადო ფიგურას.მთლიან კომპოზიციას ასრულებს გაშლილ თმაზე უზარამაზარი სამკაული. 949 2-ს მოსწონს
|