საქართველო დიმიტრი მედვედევი:"საქართველოს ოკუპაცია უნდა მოვახდინოთ,რადგან მანამდე როგორც სახელმწიფო არ არსებობდა" 2022, 2 აგვისტო, 13:14
აგრესორი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საზღვრების აღდგენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მთლიანად უნდა იყოს ოკუპირებული, რადგან ის როგორც სახელმწიფო მანამდე არ არსებობდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ მედვედევის თანაშემწემ განაცხადა, რომ მედვედევის ექაუნთი სავარაუდოდ გატეხეს და პოსტი ყალბი იყო.
მედვედევის სავარაუდო პოსტის სქინი ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. ამ დროისთვის პოსტი წაშლილია, თუმცა ამ ამ ამბავთან დაკავშირებით არავითარი განმარტება არ ყოფილა მედვედევის მხრიდან. აი პოსტის ძირითადი შინაარსი: „ნაციონალისტების ბანდებისაგან, კიევის და მცირე რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების შემდეგ, რომლებიც გამოგონილ უკრაინიზმს ქადაგებენ, რუსეთი კვლავ გაერთიანდება. ამის შემდეგ, მოსკოვი ერთი ხელის დაკვრით, სლავი ხალხის მეთაურობით, გავეშურებით მორიგ ლაშქრობაში სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც, მოგეხსენებათ, არასოდეს მთავრდება. დეტალები: მედვედევმა განაცხადა, რომ 1801 წლამდე „ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო არ არსებობდა“, და ის ერთიანი მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გახდა, ამიტომ „ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს რუსეთთან, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი“. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ყაზახეთიც გაიხსენა, მას "ხელოვნური სახელმწიფო" უწოდა და რუსების გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა ივნისის დასაწყისში სიძულვილით აღსავე პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში: ""ხალხი ხშირად მეკითხება, რატომ არის ჩემი პოსტები Telegram-ზე ასეთი უხეში. მე ვპასუხობ - მეზიზღება ისინი. ისინი ნაძირლები და დეგენერატები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი უნდათ. და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ “, - ნათქვამია პოსტში. მედვედევმა არ განმარტა, კონკრეტულად ვისზეა საუბარი, მაგრამ ყველაზე ხშირად ის უარყოფითად წერს უკრაინის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე, წერს გაზეთი „კომერსანტი“. 817 3-ს მოსწონს
|