საზოგადოებრივი საბჭოთა კავშირი და მისი რესპუბლიკები 2022, 2 აგვისტო, 9:34 რუსეთის საბჭოთა ფედერაციულმა სოციალისტურმა რესპუბლიკამ, ამიერკავკასიის სოციალისტურმა ფედერაციულმა საბჭოთა რესპუბლიკამ, უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ და ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ 1922 წლის 28 დეკემბერს სრულუფლებიანი დელეგაციების კონფერენციაზე დაამტკიცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების (საბჭოთა კავშირის - სსრკ) შექმნა. ეს ორი დოკუმენტი დაამტკიცა საბჭოთა კავშირის პირველმა კონგრესმა და მის შექმნას ხელი მოაწერეს დელეგაციების ხელმძღვანელებმა თითოეული დამაარსებელი ქვეყნიდან: მიხეილ ცხაკაიამ, მიხაილ კალინინმა, მიხაილ ფრუნზემ, გრიგორი პეტროვსკიმ და ალექსანდრე ჩერვიაკოვმა 1922 წლის 30 დეკემბერს. საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ ამ დღესვე გაკეთდა ოფიციალური განცხადება "დიდი თეატრის" სცენიდან. თავდაპირველად საბჭოთა კავშირი იყო კონ-ფედერაცია ოთხ დამფუძნებელ სახელმწიფოს შორის (რუსეთი, ამიერკავკასია, უკრაინა და ბელორუსი). პირველი კონსტიტუცია მიღებული იქნა 1924 წლის 31 იანვარს. როგორც წევრ სახელმწიფოთა კონფედერაცია, საბჭოთა კონსტიტუციები განსაზღვრავდა თითოეულ წევრ რესპუბლიკას, როგორც სუვერენულ ქვეყანას. ოფიციალურად საბჭოთა კავშირის წევრობა ამ ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილება და ნებაყოფლობითი იყო. თითოეულ მათგანს შეეძლო, რომ საბჭოთა კავშირს გამოყოფოდა თავისი ნებასურვილით. საბჭოთა კავშირის არსებობა, როგორც კონ-ფედერაციის გაგრძელდა 1922 წლიდან 1936 წლამდე. 1936 წლის 5 დეკემბერს კი მიღებული იქნა მეორე კონსტიტუცია, რომელიც საბჭოთა კავშირს უკვე განსაზღვრავდა, როგორც ფედერაციულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო დაიშალა 1991 წლის 26 დეკემბერს. საბჭოთა კავშირის ოთხი დამფუძნებელი სახელმწიფო: 1. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა (Russian Soviet Federative Socialist Republic) - 1922-1991 წწ. არსებობდა 1917 წლის 7 ნოემრბიდან. საბჭოთა კავშირი დააარსა 1922 წლის 28 დეკემბერს. 2. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (Transcaucasian Socialist Federative Soviet Republic) - 1922-1936 წწ. არსებობდა 1922 წლის 12 მარტიდან. საბჭოთა კავშირი დააარსა 1922 წლის 28 დეკემბერს. 3. უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Ukrainian Soviet Socialist Republic) - 1919-1991 წწ. არსებობდა 1919 წლის 10 მარტიდან. საბჭოთა კავშირი დააარსა 1922 წლის 28 დეკემბერს. 4. ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Byelorussian Soviet Socialist Republic) - 1920-1991 წწ. არსებობდა 1920 წლის 1 იანვრიდან. საბჭოთა კავშირი დააარსა 1922 წლის 28 დეკემბერს. საბჭოთა კავშირის სხვა წევრი რესპუბლიკები: 5. ბუხარას სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა (Bukharan People's Soviet Republic) - 1920-1925 წწ. არსებობდა 1920 წლის 2 სექტემბრიდან. საბჭოთა კავშირში შევიდა 1924 წლის 17 თებერვლიდან და გაუქმდა 1925 წელს. 6. ხორეზმის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკა (Khorezm People's Soviet Republic) - 1920-1925 წწ. არსებობდა 1920 წლის 2 თებერვლიდან. საბჭოთა კავშირში შევიდა 1924 წლის ოქტომბრიდან და გაუქმდა 1925 წელს. 7. უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Uzbek Soviet Socialist Republic) - 1924-1991 წწ. 8. თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Turkmen Soviet Socialist Republic) - 1925-1991 წწ. 9. ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Tajik Soviet Socialist Republic) - 1929-1991 წწ. 10. ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Kirghiz Soviet Socialist Republic) - 1936-1991 წწ. 11. ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Kazakh Soviet Socialist Republic) - 1936-1991 წწ. 12. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Georgian Soviet Socialist Republic) - 1936-1991 წწ. ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა ამ პერიოდიდან, საბჭოთა კავშირის დამაარსებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სამ ცალკეულ რესპუბლიკად დაშლის შედეგად. 13. სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Armenian Soviet Socialist Republic) - 1936-1991 წწ. ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა ამ პერიოდიდან, საბჭოთა კავშირის დამაარსებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სამ ცალკეულ რესპუბლიკად დაშლის შედეგად. 14. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Azerbaijan Soviet Socialist Republic) - 1936-1991 წწ. ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა ამ პერიოდიდან. საბჭოთა კავშირის დამააარსებელი სახელმწიფოს, ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სამ ცალკეულ რესპუბლიკად დაშლის შედეგად. 15. კარელია-ფინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Karelo-Finish Soviet Socialist Republic) - 1940-1956 წწ. 16. მოლდოვას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Moldovian Soviet Socialist Republic) - 1940-1991 წწ. 17. ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Lithuanian Soviet Socialist Republic) - 1940-1941 წწ. 18. ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Latvian Soviet Socialist Republic) - 1940-1991 წწ. 19. ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (Estonian Soviet Socialist Republic) - 1940-1991 წწ. საბჭოთა კავშირის (1922-1991) მოსახლეობა წლების მიხედვით:1897 წ. (რუსეთის იმპერია) - 125, 640, 000 1911 წ. (რუსეთის იმპერია) - 167, 003, 000 1920 წ. (რუსეთის საბჭოთა ფედერალური სოციალისტური რესპუბლიკა) - 137, 727, 000 1926 წ. - 148, 656, 000 1937 წ. - 162, 500, 000 1939 წ. - 168, 524, 000 1941 წ. - 196, 716, 000 1946 წ. - 170, 548, 000 1951 წ. - 182, 321, 000 1959 წ. - 209, 035, 000 1970 წ. - 241, 720, 000 1977 წ. - 257, 800, 000 1982 წ. - 270, 000, 000 1985 წ. - 277, 800, 000 1990 წ. - 290, 938, 469 1991 წ. - 293, 047, 571 ფაქტები საბჭოთა კავშირის შესახებსაბჭოთა კავშირი არსებობდა 1922-1991 წლებში. დაშლამდე შედგებოდა 15 რესპუბლიკისგან. 1922-1936 წლებში იყო დე-იურე ისეთივე კონ-ფედერაცია, როგორიც მაგალითად დღევანდელი ევროკავშირია, მაგრამ დე-ფაქტო საკმაოდ ცენტრალიზებულად იმართებოდა. 1936-1991 წლებში კი ის იყო ფედერაცია. იმართებოდა ერთადერთი პარტიის - კომუნისტური პარტიის მიერ. ამ სახელმწიფოს უამრავი დიდი მიღწევა ჰქონდა, რაც სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის სოციალური და ტექნოლოგიური ინოვაციები და გამოგონებები, განსაკუთრებით სამხედრო და კოსმოსურ სფეროში. საბჭოთა კავშირს ჰქონდა მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, ყველაზე მრავალრიცხოვანი მუდმივი ჯარი, ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი მსოფლიოში. ის იყო გაეროს დამფუძნებელი წევრი და გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი. 1945 წლიდან, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ მსოფლიო გახდა ბიპოლარული და მთელი მსოფლიო მოექცა 2 სუპერსახელმწიფოს გავლენის ქვეშ, ესენი იყო აშშ და საბჭოთა კავშირი. ასე გაგრძელდა 1991 წლამდე, სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა. 1991 წლიდან 2008 წლამდე კი მსოფლიო იყო უნიპოლარული, ვინაიდან პლანეტაზე კონტროლი სრულად აიღო აშშ-მ. 2008 წლიდან, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიომ დაიწყო მულტიპოლარული, მრავალპოლარული წესრიგისკენ სვლა. საბჭოთა კავშირი ფართობით იყო 22, 402, 200 კვადრატული კილომეტრი - მსოფლიოს უდიდესი ქვეყანა. ის მოიცავდა დედამიწის ხმელეთის ზედაპირის მეექვსედს და უტოლდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს. მეორე მსოფლიო ომში ამ ქვეყანას ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰქონდა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. საბჭოთა კავშირმა ამ ომში დაკარგა 27 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი, რომლის აღდგენაც მალევე მოახერხა ომის შემდგომ. საბჭოთა კავშირმა შექმნა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხელოვნური თანამგზავრი "სპუტნიკ 1", ამას მოჰყვა სხვა თანამგზავრები, სადაც საცდელი ძაღლებიც გაუშვეს კოსმოსში. პირველი ქალი კოსმოსში სწორედ საბჭოთა კავშირმა გაგზავნა, ეს იყო ვალენტინა ტერეშკოვა. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაგზავნა კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოსმონავტი - იური გაგარინი. კოსმოსური შატლების და ორბიტალური სადგურების პირველი გეგმები სწორედ საბჭოთა მეცნიერების მიერ იყო შედგენილი. 1980 წელს საბჭოთა კავშირმა მოახერხა ისტორიაში პირველი ორბიტალური სადგურის აშენება, რომელსაც "მირი" უწოდეს. მირი იყო ერთადერთი ორბიტალური სადგური, რომელიც მუშაობდა 1986 წლიდან 1998 წლამდე. შემდეგ თანდათან მას დაემატა სხვა მოდულები, მათ შორის ამერიკული. საბჭოთა კავშირში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალი იყო მაშინდელ მსოფლიოსთან შედარებით. მაგალითად 1965 წელსაც კი, მას მერე რაც მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელი შედეგები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული საბჭოთა კავშირს, მსოფლიოს ქვეყნებიდან მხოლოდ დაახლოებით 14 ქვეყანას ჰქონდა უკეთესი მაჩვენებლები ერთ სულზე შემოსავლით (ამ თვალსაზრისით უსწრებდა მხოლოდ აშშ, კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, სკანდინავიის, ბენილუქსის ქვეყნები, შვეიცარია, დას. გერმანია, ავსტრალია და ახალი ზელანდია). ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტით (მშპ) სსრკ-ს მხოლოდ აშშ უსწრებდა. წყარო 1: List of Confederations - Wikipedia; წყარო 2: Soviet Union - Wikipedia; წყარო 3: Republics of the Soviet Union; კრებულები:1. მეცნიერება 2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი 3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი 4. სხვადასხვა 5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი 6. ქართული მითოლოგია 7. რელიგია 8. საქართველო 9. საქართველო - მე-2 ნაწილი 10. ქართული სახელმწიფოები 11. პროტოქართველები 12. კავკასიური კულტურები 13. პარანორმალი 14. ჰომოს გვარი 15. არქეოგენეტიკური მოდგმები ავტორი: თორნიკე ფხალაძე407 2-ს მოსწონს
|