საზოგადოება ლედი დაიანა-"ბუნტისთავი" სამეფო ოჯახში. პროვოკაციური ჩაცმულობა 2022, 2 აგვისტო, 9:30 ბრიტანეთის სამეფო ოჯახს თავისი დრეს-კოდი აქვს: ოფიციალურ ღონისძიებებზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში, იქნება ეს პიკნიკი, უბრალო გასეირნება თუ შეხვედრები, პრინცესები კანონის შესაბამისად უნდა გამოიყურებოდნენ. ლედი დაიანა არა მხოლოდ მოდის დამამკვიდრებელი იყო, ის რაღაც მოსაზრებით სამეფო ოჯახში "ბუნტისთავიც" იყო. წითელი მინი-კაბა საქველმოქმედო საღამოზეელისაბედ დედოფალი თვლის, რომ სამეფო ოჯახში უნდა სჭარბობდეს ღია, მკვეთრი ფერები. დაიანამ ამის ჰიპერპოლარიზაცია არნახულ მასშტაბებამდე მოახერხა. მაგალითად, 1995 წელს, ოფიციალურ გამოსვლაზე, პრინცესამ მკვეთრი წითელი ფერის მინი-კაბა ჩაიცვა ღრმა დეკოლტეთი. ამით მან ერთდროულად სამი კანონი დაარღვია. კაბა, რომელიც საქმროს არ მოეწონა1981 წლის თებერვალში, ჩარლზმა და დაიანამ ჯვრისწერა გამოაცხადეს. უკვე ერთი თვის შემდეგ კი, ლედი დაიანა სპენსერი ლონდონის საქველმოქმედო კონცერტზე შავი ფერის ღია კაბით გამოცხადდა. მომავალმა მეუღლემ შეახსენა, რომ ასეთი კაბა არ უნდა ჩაეცვა, შავი ხომ გლოვის ფერია. საცოლის პასუხი ის იყო, რომ ჯერ კიდევ არ არის პრინცესა, თანაც თითზე ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, და არა საქორწინო. ვერცხლისფერი კაბა, დაუშვებელი შიშველი ზურგით
1985 წელს, ლონდონის კინოთეატრ "ოდეონ"-ში, ჯეიმს ბონდის ფილმის "ლიცენზია მკვლელობაზე" პრემიერაზე, უელსის პრინცესამ სტუმრები გააოცა: ის ფოტოგრაფებს, თავისი საყვარელი დიზაინერის, ბრიუს ოლდფილდის მიერ შექმნილი ვერცხლისფერი კაბით და ღია ზურგით პოზირებდა. დღეს, მბზინვარე ქსოვილის ტანსაცმელი, საკმაოდ ხშირად შეიძლება იხილოთ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებზე. მაგრამ მაშინ, 1985 წელს, პრინცესა იცმევდა იმას, რაც არ მოსწონდა დედოფალს, და ასეთი კაბა, ხომ საერთოდ ყველანაირ ზღვარს სცილდებოდა. ამ შემთხვევაში, ლედი დიმ თავს უფლება მისცა, კაბისთვის გამოეყენებინა მბზინვარე ქსოვილი და ღრმა შიშველი ზურგი. შავი კაბა კინოპრემიერაზე1991 წელს, დაიანა ფილმის "ბარათები უფსკრულის ნაპირიდან" პრემიერაზე შავი ხავერდის კაბით გამოჩნდა. ამბობენ, რომ მან ეს ფერი შეარჩია ნორვეგიის მეფისადმი პატივის მისაგებად, რომელიც იმხანად ახალი გარდაცვლილი იყო. ამ კაბითვე იყო იგი 1992 წელს სხვა ფილმის პრემიერაზეც. ნებისმიერ შემთხვევაში დაიანამ ერთდროულად ორი წესი დაარღვია: შავი ფერი და შიშველი მხრები. კიდევ ერთი მაცდური შავი კაბადაიანას არაერთხელ დაურღვევია სამეფო პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც შავი ფერის ტანსაცმელი, გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიებზე. იგი არ ერიდებოდა შავი ფერის კაბების ჩაცმას ნებისმიერ სიტუაციში. ასეთი ჩაცმულობით ჩნდებოდა სოციალური მნიშვნელობის ღონისძიებებზეც. მაგალითად, გაეროს მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ვერსალში. ღრმად ჩაჭრილი კაბა და დავიწყებული წინდებიდღეს კოლგოტები მრავალი ქალბატონის გარდერობში დაბრუნდა, ჰერცოგინია ქეით მიდლტონის წყალობით, რომელსაც ის ძალიან ელეგანტურად ატარებს. fortune-ს მონაცემებით, ხორცისფერი კოლგოტების გაყიდვის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა 2010 წელს, მიდლტონის ჯვრისწერის შემდეგ. დედოფალი ელისაბედი, უხსოვარი დროიდან ითხოვს, რომ სამეფო ოჯახის ყველა ქალმა, კაბასთან და ქვედა ბოლოსთან უნდა ჩაიცვას კოლგოტები (ან წინდები), მაგრამ ლედი დი ამ მოთხოვნას გამუდმებით არღვევდა. კაბა შიშველი მხრებით1993 წელს, პრინცესა ოპერა "ბოჰემა"-ზე იმყოფებოდა. არჩევანი საკმაოდ ნაზ კაბაზე გააკეთა, რომელიც სამეფო მოთხოვნების ყველა კანონს აკმაყოფილებდა, გარდა ერთი დეტალისა-შიშველი მხრები.
ზოგადად, დაიანას უყვარდა თავისი მოხდენილი მხრების დემონსტრირება და ამას აკეთებდა, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე ქუჩაში. ექსტრემალურად მოკლე კაბებისამეფო ოჯახის ყველა ქალი ვალდებულია დაიცვას კაბის სიგრძის და ამოჭრილი კაბის დადგენილი ნორმები. დეკოლტე დაუშვებელია, კაბის სიგრძე კი მუხლამდე, ან უფრო გრძელი უნდა იყოს. სამეფო ოჯახის მცირეწლოვანი წევრებიც კი, ოფიციალურ ღონისძიებებზე გრძელ კაბებში არიან გამოწყობილი.
ლედი დი არ იცავდა ამ კანონებს, ხშირად ჩნდებოდა მინი კაბებში და ლამაზი ფეხების დემონსტრირებას ახდენდა. ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციული ჩაცმულობა გახდა შავი კაბა, რომლითაც ის 1993 წლის 9 დეკემბერს, ლონდონის სამეფო თეატრში ხელოვნების საქმიანი სპონსორების ასოციაციის დაჯილდოვებაზე გამოცხადდა. მაქმანები განქორწინების შემდეგსამეფო წყვილი 1996 წლის 28 აგვისტოს დაშორდა, დეკემბერში კი ექს-პრინცესა უკვე მუქი ლურჯი ფერის, შემოკრული და მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა. დაიანა შვილებთან ერთადგადახედეთ სხვა სტატიებს:როგორი იქნებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, თანამედროვე მოდურ ტრენდებს რომ მისდევდნენ შესაძლებელი იქნებოდა, დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში გაყვანილ გვირაბში გასვლა? ბეჭედი 24 679 ბრილიანტით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა (+ვიდეო) ავიალაინერი-სასტუმრო 5 ათას მგზავრზე და ბირთვულ ენერგიაზე! (+ვიდეო) რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლედი დაიანას რთული ცხოვრებიდან პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები ვისთვის დამზადდა Tiffany & Co მიერ უნიკალური, ბრილიანტის "ეკლის გვირგვინი" (+ვიდეო) სად გაიტანეს და გადამალეს განძი, ქრისტეს უქონელმა რაინდებმა-ტამპლიერებმა (ნაწილი I) ვერსიის მიხედვით, ამ ქვეყნების ნახტომისებური განვითარება ტამპლიერების დამსახურებაა (ნაწილი II) 136 3-ს მოსწონს |