ბარსელონას მცველის ჟერარ პიკესა და კოლუმბიელი მომღერლის 12 წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაციამ ბევრი გააოცა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, დაშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა, თუმცა ამ ჭორებზე კომენტარი არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.
ყველაფრისდა მიუხედავად მათ ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. დაშორების შემდეგ შაკირა შვილებთან ერთად ესპანეთიდან აშშ-ში აპირებდა გადასვლას, რაზეც პიკე უარზე იყო დადა მზად იყო შვილებზე მეურვეობისთვის სამართლებრივად ებრძოლა.
ესპანური გაზეთი Marca-ს ცნობით, ბარსელონას მცველი დათანხმდა მეურვეობის დათმობაზე 400 000 ევროს და ყოველწლიურად ესპანეთიდან ამერიკაში ხუთჯერ პირველი კლასით ფრენის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ შაკირამ და ჟერარ პიკემ ურთიერთობა 2010 წელს დაიწყეს, მაგრამ რომანი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაადასტურეს. ფეხბურთელი ასევე გამოჩნდა მომღერლის კლიპში სიმღერაზე "Waka Waka", რომელიც სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა. ვარსკვლავები ორ ვაჟს ზრდიან: 7 წლის საშასა და 9 წლის მილანს.