კრიშტიანუ რონალდუმ აუტისტ ბავშვს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა-ბიჭის დედამ ფეხბურთელის ბოდიში არ მიიღო
კრიშტიანუ რონალდუმ აუტისტ ბავშვს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. ინციდენტი 9 აპრილს მოხდა, როდესაც ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედისა და ევერტონ ლივერპულის მატჩის შემდეგ მოედანი გუნდთან ერთად დატოვა. ბიჭმა, რომელიც ევერტონს გულშემატკივრობდა, ტელეფონზე გადაიღო ფეხბურთელების გასვლა და დაბლა ჩამოწია, როცა რონალდუმ დაზიანებული ფეხიდან სახვევი მოიხსნა. კამერის შემჩნევისას მოთამაშემ ბავშვს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა. ბიჭის დედამ Liverpool Echo-ს განუცხადა, რომ მისი შვილი ფეხბურთის მატჩზე პირველად მივიდა და რონალდუ მისი კერპი იყო.
“ჩემმა შვილმა გადაიღო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ტრიბუნაზე შესვლისას. ამის შემდეგ მან ტელეფონი დაბლა დაწია და რონალდუს ფეხზე სისხლი დაინახა, როცა მან სახვევი მოიძრო. ჯეიკმა ტელეფონი დაბლა დაწია, რომ ენახა რა იყო, სიტყვა არ უთქვამს. რონალდუ საშინელ ხასიათზე იყო, ჩემს შვილს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და წავიდა. ბავშვს მკლავზე სისხლჩაქცევა ჰქონდა. უბრალოდ არ მჯერა, რომ ამაზე ვსაუბრობ. ძალიან განაწყენდა, ამან სრულიად გაუქრო თამაშზე ისევ წასვლის სურვილი."
კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელებში ბოდიში მოიხადა მისი საქციელის გამო და ბიჭს დედასთან ერთად ფეხბურთის მატჩის უფასო ბილეთები შესთავაზა.
“ემოციებთან გამკლავება არასოდეს არის ადვილი ისეთ რთულ დროს, როგორიც ჩვენ გვაქვს. თუმცა, ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ პატივისცემა, მოთმინება და მაგალითი მივცეთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც უყვარს ლამაზი თამაში. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ტემპერამენტისთვის და, თუ შესაძლებელია, მოვიწვიო ეს გულშემატკივარი ოლდ ტრაფორდზე თამაშის საყურებლად, სამართლიანი თამაშისა და სპორტული ქმედების ნიშნად."
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭის დედამ ბოდიში არ მიიღო:
“მისმა ბოდიშის მოხდამ კიდევ უფრო გამაბრაზა. რა თქმა უნდა, მან პატიება ითხოვა, მაგრამ ეს ჩემი შვილსთვის უნდა ეთქვა. მოხარული ვიქნებოდი, ჩვენი კონტაქტები რომ მოეძიებინა და პირადად გაგვსაუბრებოდა. შოკირებული ვარ, რომ კლუბს არ გაუკეთებია განცხადება ამ შემთხვევაზე. ვინმეს ასთი რამე რომ გაეკეთებინა ქუჩაში, მას აუცილებლად დააკავებდნენ და დაკითხავდნენ."
ინციდენტს ახლა სამართალდამცავები განიხილავენ.
არასოდეს მომწონდა რონალდუ და არც არასოდეს ვქომაგობდი,გავარტყი მაგასაც,სანსაც და იუნაიტედსაც,მაგრამ ობიექტურად არ არის დამნშავე. ყველას ქონია ცუდი და კარგი დღეები,ეგრე იყო მაგის შემჩხვევაში. არაუშავს ევრეტონის საცოდავო ფანო,უახლოეს დღეებში ჩამოვა ენფილდზე და აბაროტს ავუღებთ,ტირილით გავუშვებთ უკან მანჩესტერში.