სხვა ლენინს თუ დამარხავენ, რუსეთს წყევლა მოეხსნება... 2022, 30 ივლისი, 8:09 დღეს ბევრი თვლის, რომ ქვეყნის უბედურების მიზეზი, ის არის რომ მის მთავარ მოედანზე, დაუმარხავი მიცვალებული ასვენია. «საჭიროა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა და რუსეთისთვის წყევლის მოხსნა» –ამბობენ ისინი. არა და, ლენინის «მიწის ზევით» დატოვება სპონტანურად მოხდა. ეს დაგეგმილი არ ყოფილა – საამისოდ, არც ლენინის ანდერძი არსებობდა და მისი ქვრივიც ამის წინააღმდეგი იყო. თუმცა... მისი დაფასება გარდაცვალების შემდეგ დაიწყეს ბელადთან დამშვიდობების მსურველთა რიგი ლენინისადმი საყოველთაო სახალხო აღფრთოვანება, მის ავადმყოფობას და გარდაცვალებას დაემთხვა. სავსებით შესაძლებელია, რომ მის პერსონას, სწორედ ამ უკანასკნელმა გარემოებამ შესძინა დამატებითი მნიშვნელობა, რადგან დანაკარგი აუნაზღაურებელი იყო... სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ბელადი, მისი ახლობლების ნების წინააღმდეგ, კომუნიზმის სიმბოლოდ და ობიექტად იქცა: პირველი მავზოლეუმი ხის იყო სავსებით შესაძლებელია, რომ ეს თავიდან დროებით მიღებული ზომა ყოფილიყო და მომავალში ლენინის დაკრძალვა იგეგმებოდა კიდეც. მაგრამ, გაზეთ «პრავდაში» გ. ზინოვიევის (საბჭოთა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი და ლენინის უახლოესი მეგობარი) სტატია დაიბეჭდა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ლენინის მავზოლეუმში დასვენება კარგი მიგნება იყო, რადგან მასთან საბოლოო დამშვიდობება ნამდვილად აუტანელი იქნებოდა. ასევე ავტორი იმედს იტოვებდა, რომ დროთა განმავლობაში, ამ ადგილზე ლენინის ქალაქი გაჩნდება, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იქნებოდა... ხოლო, მავზოლეუმთან, მის სანახავად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან კი არა, ადამიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდოდნენ. მის მიერ ასე ოსტატურად მიწოდებული იდეა – საზოგადოებრივი გახდა და ბელადთან გამოთხოვების მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა... ამის შემდეგ, მისი სხეულის ბალზამირება მოახდინეს და პატარა ხის საძვალეში მოათავსეს. ხოლო, უზარმაზარი რიგები მასთან, ნებისმიერ ამინდში და წლის ნებისმიერ დროს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანების ბელადისადმი მუდმივმა ინტერესმა, ხელისუფლებას მისი დაკრძალვის საშუალება არ მისცა. ამიტომ, ხის ნაგებობა 1929 წ. გრანიტის მავზოლეუმით შეცვალეს და ეს, ლენინის კულტის დამკვიდრების, ერთგვარ ათვლის წერტილად იქცა. გრანიტის მავზოლეუმი ლენინის შრომების ციტირებას ახდენდნენ, საჭირო დროს და საჭიროების გარეშე, როდესაც საკუთარი სიმართლის დამტკიცება უნდოდათ, მას დახმარებისთვის მიმართავდნენ. ლენინის ბიოგრაფია დეტალურად შეისწავლეს და მას არაერთი წიგნი და შრომა მიუძღვნეს. ის თუ ვინ იყო ლენინი, დამწყები კლასის მოსწავლეებმაც კი იცოდნენ, რადგან სპეციალურად მათთვის, პატარა ლენინელების ორგანიზაცია შეიქმნა, რომელშიც მთელს კლასს, ერთიანად აწევრიანებდნენ და მკერდზე ლენინის პორტრეტიან გულსაბნევებს უკეთებდნენ. გარდა ამისა, ლენინის ბიუსტი ყველა სკოლაში იდგა. თუმცა, ლენინისადმი ხალხის სიყვარულის ყველაზე მთავარი მტკიცებულება, სახლში მისი სურათის არსებობა იყო, რომელიც ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა. და აქ ისმის კითხვა: ვის ინტერესებში შედიოდა ლენინის გაკულტება? ერთი რამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების დაშვებით კი არა, მათი გააზრებული, მიზანმიმართული ქმედებით ხდებოდა. თუმცა, რისთვის სჭირდებოდათ ეს? საბჭოთა კავშირის II საკავშირო კონგრესზე, რომელიც მოსკოვში 1924 წლის იანვარში ჩატარდა, სტალინი განსაკუთრებით მხურვალე სიტყვით გამოვიდა, – ეს გარდაცვლილი ბელადისადმი ერთგვარი, რიტუალური განდიდება იყო... და ბევრი ისტორიკოსის და პოლიტიკოსის აზრით, ეს ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო. არხის სხვა სიახლეები:* ჰიტლერის დაბადება XVI საუკუნეში იწინასწარმეტყველეს. ხოლო, სსრ კავშირის დაშლა – 1944 წელს* რატომ წურავენ ყურძენს ფეხით?* ადამიანები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გადარჩნენ, მაგრამ სიკვდილი ვერ მოატყუეს* თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!* თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ* 9 სახალისო ფაქტი ბედის ირონიის შესახებ* "მის სამყაროს" ყველაზე ლამაზი 10 გამარჯვებული, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე265 2-ს მოსწონს |
რაც შეხება მის ათეისტობას,არ იყო ათეისტი და თუ ასე პოზიციონირებდა ე.ი. ასე იყო საჭირო. როგორც ნცობილია,ის სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და ბავშობა იქ ქონდა გატარებული,რაც გამორიცხავს ამ ყველაფერს. ასევე,ამბობენ რო სიკვდილამდე ატარებდა ხის ჯვარს,რაც გვაფიქრებინებს,მისი ათეისტობა პოლიტიკის ნაწილი იყო.