პროფილაქტიკა თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ! 2022, 29 ივლისი, 12:15 რაც უფრო მეტს ვიგებთ ძილის შესახებ, უფრო მეტად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ის ტვინის გამართული მუშაობისთვის. ჩვენ ისიც კი ვიცით, რომ სრულფასოვანი ძილის უკმარისობამ შესაძლოა გაზარდოს ალცჰეიმერით დაავადების რისკი. უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგად ეს თეორია დამტკიცდა, რაც გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოძინებას ვერ ახერხებს. ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ლორა ლუისის ხელმძღვანელობით დაინტერესდა ექსპერიმენტის შედეგებით, რომელიც ეხებოდა კავშირს ალცჰეიმერსა და ძილის ნაკლებობას შორის, და გადაწყვიტა გაერკვია ამ ზემოქმედების მექანიზმი. ექსპერიმენტი კი იმაში მდგომარეობდა, რომ კვლევით ცენტრში მოხალისეები გვიან საღამოს მიდიოდნენ, წინა ღამის გამოუძინებელნი, შემდეგ კი მაგნიტო –რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატში ღრმად იძინებდნენ. კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ უვითარდებათ ნეიროდეგენერაციული დაავადებები იმ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად ვერ ახერხებენ გამოძინებას. სრულფასოვანი ღამის ძილი რამდენიმე ფაზისგან შედგება. თავდაპირველად, როდესაც ჩვენ ვიძინებთ, დგება მსუბუქი ძილის ფაზა, შემდეგ გადავდივართ ღრმა ძილის ფაზაზე, და ბოლოს – სწრაფ ფაზაზე (როდესაც სიზმრებს ვხედავთ). სწორედ ამიტომ, ყველაზე ხშირად სიზმრებს გამთენიისას ვხედავთ, სანამ გავიღვიძებთ ვხედავთ. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მაგიური პროცესი, რომლის კვალსაც ისინი ასე დაჟინებით ეძებდნენ, ხდება ღრმა ძილის ფაზის განმავლობაში. მათმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ ფაზის დროს ტვინის ნეირონები გადადის სინქრონულად მუშაობის რეჟიმზე (რაც არ შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა გვღვიძავს). ნეირონები ერთდროულად ირთვება და ითიშება, როგორც მინიატურული ნათურები, და როდესაც ითიშება, ამ დროს ტვინი გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს მოითხოვს, ვიდრე ჩვეულებრივ (ზუსტად ისე, სახლში დენს რომ ვთიშავთ, რითაც ელექტროენერგიის მოხმარებას ვამცირებთ). რადგან ტვინს ნაკლები ჟანგბადი სჭირდება, შესაბამისად სისხლის მიწოდება მცირდება, რაც ცერებროსპინალურ სითხეს მასში შეღწევის და ისეთი ტოქსინების გამოდევნის საშუალებას აძლევს, როგორიცაა ბეტა ამილოიდები. ისინი გროვდება მაშინ, როცა გვღვიძავს და დროთა განმავლობაში ალცჰეიმერით დაავადების რისკებს ზრდის. როგორც აღმოჩნდა ღრმა ძილის ფაზას თან ახლავს ცერებროსპინალური სითხის არაერთი «მოქცევა», რომელიც ხან ავსებს ტვინს, ხან უკან იხევს, ყოველ ჯერზე რეცხავს ტოქსინებისგან - თითქმის ისე როგორც სარეცხ მანქანაში. ერთადერთი საშუალება გავააქტიუროთ ეს პროცესი–ღრმა ძილის ფაზაში შესვლაა, ეს პერიოდი კი თავის მხრივ დგება ჩაძინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ – ამ ფაზაში ვერ შეხვალთ დღის ძილის დროს (თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ დღის ძილიც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე). ფაქტობრივად, ის რომ არასაკმარისი ძილი ანელებს თქვენს აზროვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია. ასევე ისიც, თუ გამოუძინებლობის გამო გაღიზიანებული და უხასიათოდ ხართ. ეს ყველაფერი დროებითია და გამოსწორება შესაძლებელია – თუ, მაგალითად, კარგად გამოიძინებთ დასვენების დღეებში. მაგრამ რაც შეეხება ალცჰეიმერის დაავადებას, სამწუხაროდ, ამას ვეღარაფერს მოუხერხებთ – ეს უკვე სხვა ისტორიაა... ასევე დაგაინტერესებთ: იცით როგორ განკურნოთ საკუთარი თავი? – ამას ამერიკელი გენეტიკოსი გეტყვით ნეირობიოლოგი მარკ მეტსონი ხსნის, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პერიოდული მარხვა 5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება გსურთ გაიუმჯობესოთ მეხსიერება და აღიდგინოთ მხედველობა? მაშინ მიიღეთ ეს უმნიშვნელოვანესი 12 პროდუქტი მეცნიერებმა 5 ფაქტორი დაასახელეს, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გენებზე ტყუპები – იცოდით ამ საოცარი ფაქტების შესახებ? 664 2-ს მოსწონს
|