x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
6 ფრაზა ინტიმური კავშირის დროს, რომლებიც არ უნდა დაიჯეროთ +16
image

საწოლში სექსის შემდეგ ზოგჯერ შეიძლება ისე დაგებინდოს გონება, რომ ყველაზე აშკარა იგავ-არაკიც კი რეალობად აღიქვათ. სექსუალური ურთიერთობების ექსპერტი ტრეისი კოქსი მზადაა თვალი აუხილოს იმ ადამიანებს, ვინც მზად არის სექსის დროს დაიჯეროს ნებისმიერი სისულელე . ტრეისი კოქსი ყველაზე გავრცელებულ 6 ტიპიურ მაგალითს გვთავაზობს:




ცოტა ხნის წინ გავესინჯე ექიმს სუფთა ვარ


ადამიანი, რომელიც რეგულარული სექსითაა დაკავებული, უნდა შემოწმდეს წელიწადში ერთხელ მაინც. მაგრამ სინამდვილეში ამას არავინ აკეთებს, ექიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც სიმპტომები ჩნდებ. ამიტომ, თქვენ ეს პუნქტი არ უნდა მიიღოთ სერიოზულად და ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი.





პრეზერვატივში ვერ ვათავებ


ეს არის გაცვეთილი ფრაზა კაცთა ლექსიკიდან. და ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შეიძლება გარკვეულად დაგეჯერათ ეს 20 -25 წლის წინ, მაგრამ პრეზერვატივის მწარმოებლები მუდმივად აუმჯობესებენ ტექნოლოგიას და ახლა პრეზერვატივით არანაკლებ მძაფრი შეგრძნებების განცდაა შესაძლებელი, ვიდრე მის გარეშე.





მე ჩვეულებრივ ასე არ ვიქცევი


ეს გაცვეთილი ფრაზაა უკვე ქალთა სცენარიდან. ამას იმ შემთხვევაში ამბობენ ქალები, როდესაც პარტნიორს ძალზე მალე უწვებიან ლოგინში. თუმცა აქ კომენტარები ზედმეტია, რადგან ასეთი განცხადება მხოლოდ ყველაზე მიამიტმა და გამოუცდელმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს.


ასეთი რამ ადრე არასდროს მომსვლია


რამდენჯერ გაუგიათ გოგოებს ეს ფრაზა ახალ პარტნიორთან პირველი სექსის დროს... როგორც წესი, მამაკაცს ამ დროს ნაადრევი ეაკულაცია ან სუსტი ერექცია აქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმალური ურთიერთობის საწყისი ეტაპია, მამაკაცებს არ სურთ სუსტებს ჰგვანდნენ და ნერვიულობენ. შემდგომი ინტიმური ურთიერთობის დროს, როგორც წესი ყველაფერი ნორმაში დგება.


რაც ქმარს დავშორდი(ან პარტნიორს) სექსი არ მქონია


ესეც ქალების საკმაოდ ნაცნობი და უკვე გაცვეთილი ფრაზაა, მიზანი სრულიად პრიმიტულია, პარტნიორს დაანახოს, რომ მორალურად შეურყვნელ ქალთან აქვს ურთიერთობა.




0
300
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0