ანჯელინა ჯოლიმ ყოფილ ქმარს ბრედ პიტს სასამართლოში საქმე მოუგო. პიტმა სარჩელი მათი საერთო ფრანგული ღვინის ქარხნის Chateau Miraval--ს გაყიდვის გამო შეიტანა.
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ პიტმა დაადანაშაულა ჯოლი, რომ რუს ბიზნესმენს და ალკოჰოლური სასმელების მსხვილი მწარმოებლის SPI Group-ის მფლობელს, იური შეფლერს მიჰყიდა მათი ღვინის ბიზნესის წილი. პიტს ამ გარიგების ანულირება სურდა. სასამართლოს ბოლო სხდომის დროს ჯოლის წარმომადგენლებმა ბრედ პიტს მოსთხოვეს წარედგინა ისეთი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ღვინის ქარხნის ნახევრის გაყიდვის უკანონობას. საბოლოოდ ლოს ანჯელესის სასამართლომ ჯოლის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო.
Page Six-ის წყაროს ცნობით, პიტი განაწყენებულია ყოფილ ცოლზე:
“ნებისმიერი გონიერი ადამიანი ბედნიერი იქნება, თუ SPI ჯგუფი მისი ბიზნეს პარტნიორი გახდება. მათ აქვთ პირველი კლასის მარკეტინგი და დისტრიბუცია. ის უბრალოდ ვერ ხედავს ჯოლის მიმართ სიძულვილის გარდა ვერაფერს."
ყოფილმა ცოლ-ქმარმა ეს ქარხანა 2008 წელს იყიდა. როგორც პიტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღვინის ქარხანა მსახიობის ნამდვილ ვნებად იქცა და მისი ძალისხმევით გადაიქცა „მრავალმილიონდოლარიან ბიზნესად“. ამავდროულად, ჯოლის არაფერი გაუკეთებია პროექტის წარმატებისთვის. გარდა ამისა, პიტმა თქვა, რომ მას და ჯოლის ჰქონდათ შეთანხმება, რომ არ გაეყიდათ თავიანთი წილები ბიზნესში ურთიერთშეთანხმების გარეშე, მაგრამ ანჯელინამ ეს შეთანხმება დაარღვია.
წყვილი ოფიციალურად 2019 წელს დაშორდა ერთმანეთს.