x
image
Yoona
Mediator image
ბოსტნეული და მწვანილი, რომელიც სახლში ისევ და ისევ შეგიძლიათ მოიყვანოთ
აღმოჩნდა, ახალი მწვანილი მაგიდაზე ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. ბევრი მცენარე წყალში იზრდება და კარგ მოსავალს გვაძლევს. სახლში პატარა ორანჟერეა გააკეთეთ. ვიტამინები ყოველდღე ძალას მოგანიჭებთ.


image

ბოსტნეული, რომელიც სახლში შეგიძლიათ გაზარდოთ

1. მწვანე ხახვი

image

მწვანე ხახვი ისევ გაიზრდება, თუ ფესვებით წყლიან ჭიქაში ჩადებთ. ოთახში, სადაც მწვანე ხახვს ზრდით, კარგად განათებული უნდა იყოს.

2. ნიორი


image

ნიორი წყლიან ჭიქაში ჩადეთ და გაიზრდება. ნივრის ყლორტებს ნაზი გემო აქვს, სალათებს და სოუსებს შეგიძლიათ დაუმატოთ.


3. სალათის ფურცელი ბოკ ჩოი

image

სალათის ფურცელი ბოკ ჩოი კვლავ გაიზრდება, თუ წყლიან ჭიქაში ჩადებთ. ამის შემდეგ ქოთანში თამამად გადაიტანეთ.


4. სტაფილო

image

სტაფილოს ზედა თავი გადაჭერით და წყალში გაზარდეთ. სალათისთვის კაშკაშა მწვანილს მოგცემთ.


5. ბაზილიკა

image

პატარა 3-4 სმ-ს ზომის ბაზილიკები წყლიან ჭიქაში ჩადეთ და მზიან მხარეს დადგით. როცა ზომაში ორჯერ გაიზდება, მცენარე მიწაში შეგიძლიათ ჩარგოთ. ბაზილიკი ჯანსაღი და დიდებული გაიზრდება.


6. ნიახური

image

ნიახურის ძირი გადაჭერით თბილ წყალში ჩადეთ. მზიან მხარეს გაიტანეთ. ფოთლები შუა ნაწილიდან გაიზრდება, შემდეგ შეგიძლიათ გადარგოთ.


7. სალათი რომენი

image

სალათი რომენი გაცოცხლდება, თუ რამდენიმე დღე წყალში გააჩერებთ. წყალი მცენარის ნახევარს უნდა ფარავდეს. ამის შემდეგ ახალი ფოთლები გაუჩნდება და მცენარე მიწაში შეგიძლიათ გადარგოთ.


8. ქინძი

image

ქინძი წყალში კარგად იზრდება. დარგვა სცადეთ და არომატული ყლორტები უხვი მწვანილობით გაგახარებთ.


9. ჭარხლის ფოთოლი

image

ჭარხალს ფესვის მხარე მოაჭერით და წყალში ჩადეთ. სველი ქვიშაც გამოგადგებათ.


10. სოკო

image

თუ კარგ ნიადაგს შეურჩევთ, სოკო სახლში გამოულევად გექნებათ. სპეციალური შემადგენლობა უნდა იყიდოთ. სოკოს ძირები მიწაში მოათავსეთ და უხვად მორწყეთ. ღამე გრილ ადგილას უნდა დადგათ, დილით - სინათლეზე.


11. კარტოფილი

image

ისეთი კარტოფილი გამოგადგებათ, რომელსაც გაზაფხულზე მწვანე წამონაზარდი უჩნდება. დაჭერით კარტოფილი ნაჭრებად და სილაში ჩარგეთ. გამოგადგებათ ძველი ტომარა, ვედრო და დიდი ქოთანიც კი. კარტოფილს ჯერ მწვანე ღეროები ამოეზრდება, ცოტა ხანში ახალი კარტოფილითაც გაგახარებთ. ერთი კარტოფილიდან 5-7 ცალი იზრდება, ამიტომ პატარა ქოთანში რამდენიმე კარტოფილს ნუ ჩარგავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

8 ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება ტოქსიკური იყოს: სოიოს სოუსი და სხვა

image

ოსპს და ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ: 5 პროდუქტი, რომელთა უმად ჭამა სასარგებლოა

image

პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

image

7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

image

რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ

image

2 ყველაზე ძლიერი და მკვებავი ნივთიერება დედამიწაზე

image

0
140
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
140