x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 მომენტი ცნობილი ფილმებიდან, რომლებსაც გადასაღები მოედნის მიღმა ისტორია აქვთ და სწორედ ამიტომაცაა განსაკუთრებული

image
გამოკითხვის თანახმად, ადამიანების 36%-ს ურჩევნია ფილმების ყურება სახლში, ხოლო მხოლოდ 14%-ს სურს კინოში სიარული. მაგრამ მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, კარგი ფილმი მაინც მიიზიდავს მაყურებელს დამაჯერებელი სიუჟეტით და ვიზუალური ეფექტებით, სადაც არ უნდა ნახონ. და ზოგჯერ კულისებს მიღმა ისტორიები, რომლებიც მოხდა ამ ფილმის გადაღების დროს, გადაღებებს უფრო გულწრფელს და დამაჯერებელს ხდის:

1. კრის ჰემსვორტმა თავის ცოლს აკოცა ფილმის Thor: The Dark World-ის ბოლო სცენაში

ფილმის დასასრულს, ასგარდიელი ჭექა-ქუხილის ღმერთი თორი დაბრუნდა დედამიწაზე ექიმ ჯეინ ფოსტერის სანახავად (რომელსაც ნატალი პორტმანი თამაშობდა). თაყვანისმცემლებმა შესაძლოა შეამჩნიეს, რომ კოცნა ძალიან ვნებიანი აღმოჩნდა. და ისინი მართლებიც იყვნენ. ფაქტია, რომ ჰემსვორტმა ამ სცენაში თავის მეუღლეს ელზა პატაკის აკოცა. იმ დროისთვის შავი გედის ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე ვერ მოხვდა, ამიტომ გადამღებ ჯგუფს იმპროვიზაცია მოუწია.

ჰემსვორტმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ახსენა, რომ როდესაც კოცნის სცენისთვის სხვა გოგონას არჩევა შესთავაზეს, მან უმალვე აღნიშნა, რომ ცოლი მასთან ერთად იყო და შესთავაზა მისი მოწვევა. იდეა მშვენიერი აღმოჩნდა, რადგან წყვილმა ერთმანეთის მიმართ ნამდვილი და ნამდვილი გრძნობები გამოავლინა.image

2. სტეფანი ბეატრისს ენკანტოს სოლო სიმღერის ჩაწერის დროს მშობიარობა დაეწყო

მსახიობის თავდადება თავისი როლისადმი არის ის, რაც ფილმს ნამდვილად გამორჩეულს ხდის. მულტფილმის გახმოვანების მთელი პროცესის განმავლობაში, მსახიობი ორსულად იყო და მირაბელ მადრიგალი სიმღერას ჭინთვების დროს მღეროდა. საინტერესოა, რომ სიმღერას"Magic" ჰქვია და მსახიობს მალევე თავისი საკუთარი სასწაულიც გაუჩნდა.

ბეატრისმა აღნიშნა, რომ სიმღერის ჩაწერისას პირველი ჭინთვები დაეწყო, მაგრამ მას არ სურდა დისნეის პროდიუსერების შეწუხება. ამიტომ გადაწყვიტა უბრალოდ თითები გადაეჯვარედინებინა და იმედი ჰქონოდა, რომ დაასრულებდა სიმღერას ბავშვის დაბადებამდე. ფილმის რეჟისორმა ბაირონ ჰოვარდმა აღიარა, რომ მათ იცოდნენ, რომ ბეატრისი მშობიარობას აპირებდა, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. გოგონა მეორე დღესვე დაიბადა.image

3. მარტინ სკორსეზეს დედას ფილმში “კარგი ბიჭები" პატარა როლი ერგო და მსახიობებს საჭმელი მოუმზადა

ფილმში რეჟისორს გარკვეული დახმარება გაუწია დედამ, კეტრინმა, რომელიც თამაშობდა ანტაგონისტის ტომი დევიტოს დედას (რომელსაც ჯო პეში ასრულებს).

ერთ სცენაში ის ამზადებდა თავის საფირმო ხორცის სოუსს და იმდენად გემრიელად გამოიყურებოდა, რომ მაყურებელს იგივეს გაკეთება მოუნდა(საბედნიეროდ, რეცეპტი ინტერნეტშია). სკორსეზეს თქმით, დედის ყოფნამ და მისმა სამზარეულომ ხელი შეუწყო ოჯახური ატმოსფეროს შექმნას გადასაღებ მოედანზე. „ის ყველას ისე ექცეოდა, როგორც ოჯახის ნამდვილ წევრებს, რადგან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. იგი მათ უბრალოდ აღიქვამდა, როგორც შვილის მეგობრებს, რომლებმაც ერთად გადაიღეს ფილმი, ”- დასძინა მან.image

4. კრის პრეტს როლში შესასვლელად სახალისო ხერხი ჰქონდა

სიტკომში Parks and Recreation-ში მონაწილეობის შემდეგ, ბევრმა დაიწყო კრის პრეტის, მხიარულ ბიჭად აღქმა. და ფილმის „გალაქტიკის მცველები“-ს ​​გადაღებამ მისი იუმორის გარეშე არ ჩაიარა. თვითერში კინორეჟისორმა ჯეიმს განმა ახსენა, რომ როდესაც პრეტის პერსონაჟი კოსმოსურ იარაღს ისვრის, მსახიობი გამოსცემს "პიუ პიუს" ხმებს.

რეჟისორმა დაამატა, რომ პრატმა ვერც კი გააცნობიერა, რომ ამას აკეთებდა, სანამ ამის შესახებ არ უთხრეს. ალბათ პრეტის დამსახურებაა, რომ გადასაღებ მოედანზე მოწყენილობა არ იყო და ყველა კარგად ატარებდა დროს.image

5. ემა უოტსონის შინაური ცხოველი პირველი ფილმის გადაღებების დროს მოკვდა და გადამღები ჯგუფი დაეხმარა მას დანაკარგთან გამკლავებაში

8 ფილმში ერთობლივი მუშაობის შემდეგ, ჰარი პოტერის ფილმების მსახიობებს უდავოდ განუვითარდათ განსაკუთრებით ძლიერი და თბილი ურთიერთობა. ჰარი პოტერის სპეციალურ გამოცემაში 20 წლის შემდეგ: დაბრუნება ჰოგვარტსში, ემა უოტსონმა, რუპერტ გრინტმა და დენიელ რედკლიფმა განსაკუთრებული სიყვარულით გაიხსენეს, როგორ ზრუნავდნენ ერთმანეთზე.

გადაღებების დროს გოგონას ზაზუნა გარდაიცვალა. დანარჩენი მსახიობები და გადამღები ჯგუფი დაეხმარნენ მას დანაკარგის დაძლევაში. დეკორატორებმა შინაური ცხოველისთვის ხავერდით დაფარული პაწაწინა კუბო გაუკეთეს, რომელზეც ზაზუნის სახელი მილი იყო ამოტვიფრული. გრინტი იხსენებს, რომ მსახიობები "დაემშვიდობნენ მას და რამდენიმე სიტყვა თქვეს". ეს მოწმობს, რომ მათი მეგობრობა, რომელიც ეკრანზე ვნახეთ, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს.image

6. არნოლდ შვარცენეგერი დაეხმარა Total Recall-ის მსახიობს, რომელსაც პრობლემები ჰქონდა

ფილმში მაიკლ აირონსაიდის პერსონაჟი, რიხტერი, არის არნოლდ შვარცენეგერის გამოგონილი პერსონაჟის კუეიდის ანტაგონისტი. მაგრამ კამერის მიღმა, 2 მსახიობი რეალურად კარგი მეგობრები იყვნენ. ამბობენ, რომ შვარცენეგერმა შენიშნა, რომ აირონსაიდი ხშირად საუბრობდა ტელეფონზე გადაღებებს შორის და საბოლოოდ შეიტყო, რომ თურმე მისი და ძალიან ცუდად იყო.

აირონსაიდმა თქვა, რომ დასჭირდა დასთან საუბარი (იმ დროს არ იყო ინტერნეტი და მობილური ტელეფონები) და ყოფილმა ბოდიბილდერმა დახმარება შესთავაზა, წაიყვანა საკუთარ ტრაილერში, სადაც ტელეფონი ჰქონდა და გულწრფელად გამოჰკითხა ყველაფერი.image

7. დენი ლოიდისთვის სისხლის გამყინავი სცენა საშინელებათა ფილმიდან “ნათება" სულაც არ იყო საშიში

როდესაც საშინელებათა ფილმი გადაიღეს, დენი ლოიდი მხოლოდ 5 წლის იყო და მისი ფსიქიკის დასაცავად რეჟისორ სტენლი კუბრიკს არ უთქვამს ბიჭისთვის სიუჟეტის შესახებ. შედეგად, ლოიდის მოგონებები გადაღების დროს საკმაოდ ნათელი და ბედნიერი დარჩა. მას ახსოვს, რომ ეძებდა სააღდგომო კვერცხებს და ჭამდა არაქისის კარაქის სენდვიჩებს ფილმის სხვა მსახიობებთან ერთად.

სასტუმროს დერეფანში პატარა დენის შემზარავი სცენის გადაღებისას ლოიდს უზომოდ გაუხარდა, რომ ლოსიპედით ტარების უფლება მისცეს შენობაში. ახლა, ამ სცენის ნახვა იმდენად შემზარავი აღარ იქნება, რადგან ცნობილია, რომ ბიჭუნა დერეფანში უბრალოდ ბედნიერი დაატარებდა თავის ველოსიპედს.image

8. ტომ კრუზი სახიფათო ილეთის შესრულებისას ოჯახს სიყვარულში გამოუტყდა

“შეუსრულებელი მისიის" სერიებში მუდამაა სახიფათო სცენები, ტომ კრუზი კი დუბლიორის დახმარებას არ იყენებდა. მის გმირს ეთან ჰანტს მოუწია ასვლა მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე - ბურჯ ხალიფაზე, 830 მეტრის სიმაღლეზე. მწვერვალზე ასვლის შემდეგ, კრუზმა გადაწყვიტა, უშედეგოდ არ დაეკარგა დრო. შენობის წვერზე მსახიობმა შვილების და ქეთი ჰოლმსის (რომელიც მაშინ მისი ცოლი იყო) სახელები დაწერა. image

9. ჯენიფერ ლოურენსის პატარა ნათესავები მისი შვილების როლებს ასრულებდნენ შიმშილის თამაშების ბოლო ნაწილში.

საბედნიეროდ, ფილმების სერია დასრულდა ბედნიერი სცენით, სადაც კეტნისი (ჯენიფერ ლოურენსი) უყურებს პიტს (ჯოშ ჰატჩერსონი) და მათ უფროს შვილს, რომელიც ხელში ეჭირა. მოგვიანებით ლოურენსმა აღიარა, რომ ეს მომენტი მისთვის განსაკუთრებული იყო, რადგან სცენაში ბავშვები რეალურად მისი ძმისშვილები იყვნენ.

უფროსი მისი ძმისშვილი ბეარი იყო, მსახიობს კი ხელში 9 თვის თეო ეჭირა. ლოურენსმა განმარტა, რომ მისი ოჯახის ყოფნა დაეხმარა გადაღების კარგ ნოტზე დასრულებაში და დაემშვიდობება იმ პერსონაჟს, რომელიც მას ამდენი წლის განმავლობაში უყვარდა.image

10. სიმღერა, რომელზეც ჯონ კრასინსკიმ და ემილი ბლანტმა იცეკვეს “მშვიდი ადგილი"-ს სცენაში, მათთვის ბევრს ნიშნავდა.

კრასინსკიმ რამდენჯერმე თქვა, რომ ფილმი არის მესიჯი მისი შვილებისთვის, რადგან ის გვიჩვენებს, თუ რას გადიან მშობლები შვილების დასაცავად. მაგრამ მთელი ფილმი ასევე სავსეა მის ნამდვილ ურთიერთობაზე მეუღლესთან, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

ერთ ემოციურ სცენაში, წყვილი ნელა ძალიან მშვიდად ცეკვავს ნილ იანგის 1990-იანი წლების სასიყვარულო სიმღერაზე "Harvest Moon". ცხადია, მათ ახსნეს ამ კონკრეტული მელოდიის ფილმში ჩართვის მიზეზიც. კრასინსკიმ თქვა, რომ მათი ახლო მეგობრები ქორწილში ამ სიმღერაზე ცეკვავდნენ, ამიტომ ის იდეალური იყო იმ სცენისთვის, რომელსაც დიალოგი არ ჰქონდა.image

0
631
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0