x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აწიკვინდება ახლა ზოგი თავგაცხელებული - აბა, რა ვქნათ, დავუწვეთ? აბა, რა ვქნათ, დავჩმორდეთ?" - ბაკურ სვანიძე
image

ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და წერს:


"რაც უფრო შ ო რ ი წვდომის და ძლიერ გამანადგურებელ ი ა რ ა ღ ს მიაწვდის დასავლეთი უ კ რ ა ი ნ ა ს, მით უფრო შორი გახდება რ უ ს ე თ ი ს თ ვ ი ს მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გ ე ო გ რ ა ფ ი უ ლ ი მიზანიცა და მოქმედების ა რ ე ა ლ ი ც" (სერგეი ლ ა ვ რ ო ვ ი)


უნდა ამას კომენტარი? აწიკვინდება ახლა ზ ო გ ი თავგაცხელებული - აბა, რა ვქნათ, დავუწვეთ? აბა, რა ვქნათ, დავჩმორდეთ?



უბრალოდ გ ო ნ ი ე რ საქართველოს ვისურვებდი და კიდევ ერთხელ ამ კუთხით, სრული მხარდაჭერა ღ ა რ ი ბ ა შ ვ ი ლ ს! მიყვარხარ ..."-წერს ბაკურ სვანიძე.


საინფორმაციო სააგენტოებამ დღეს გაავრცელეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ კიევისთვის ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემების- HIMARS-ის მიწოდების პარალელურად უკრაინაში სპეცოპერაციის გეოგრაფიული არე გაფართოვდება და ახლა არ მარტო დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს კი არ მოიცავს, არამედ ხერსონის, ზაპოროჟიეს და სხვა ოლქებს.



"ახლა სხვა გეოგრაფიაა. ეს არ არის მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკები, ეს არის ასევე ხერსონის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი და მრავალი სხვა ტერიტორია და ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება თანმიმდევრულად და დაჟინებით."-აღნიშნა ლავროვმა.


გუშინ, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა დანილოვმა განაცხადა, რომ კიევი აშშ-დან სისტემა HIMARS-ის უფრო შორეული მანძილის რაკეტებს მიიღებს.


უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე მიიღებენ ამერიკული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის (MLRS) უფრო შორეული დიაპაზონის რაკეტებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.ამ დრომდე პენტაგონი უკრაინას მხოლოდ GMLRS-ის ტიპის HIMARS რაკეტებით ამარაგებდა, რომლის დაფარვის მანძილი 70-80 კილომეტრია. საერთო ჯამში, ამ სისტემებისთვის შეიქმნა 20-ზე მეტი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია გაანადგუროს სამიზნე 300 კილომეტრზე და მეტ მანძილზე.

4
239
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
239
  
2022, 21 ივლისი, 5:55
ეხლა მურღულიას სტუდენტები უნდა გამოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ლექტორს,ეს ორი რო ლექტორობს,ბაკურა სვანიძე რო პატრიოტობს,ილია მეორე რო პატრიარქობს და ღარიბაშვილი პრემიერობს მიტომ მიგვდის საქმე კარგად. ლექტორი მშობელი არ არის და მათთან ვალდებულება არ გაქვთ არანარი,თქვენ ფულს იხდით და მისი ვალდებულებაა ლექციის ჩატარება,რისთვისაც მადლობას არ უნდა იხდიდეთ და ვალდებულეას არ უნდა გრძნობდეთ. ტვინის გამორეცხვის მეთოდია და ბერძენიშვილის სტუდენტებს აშკარად გამორეცხილი აქვთ უკვე ტვინი,დაველოდოთ მურღულიას შეგირდებს.
2022, 21 ივლისი, 5:48
ბერძენიშვილი ნაცებმა გამოფინეს და მურღულია ქოცებმა,ხოდა გავარტყი ორთავეს და ყველა საქართველოს რეალური დამოიკიდებლობის და თავისუფლების მტერს. გავარტყი ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონეს და ასევე,ყველა პრორუსებს,ერთი ყ... საქრთველოსთვის ყველა. გაუმარჯოს პროქართული მიმართულების მქონე ადამიანს და გიორგი პირველის კურსს. ვიცოდეთ,ვინ არის ჩვენი მტერი
2022, 21 ივლისი, 5:41
მურღულიას განცხადება შემხვდა ცოტა ხნის წინ,სადაც ამბობს რო საქართველო ქრისტიანობის მიღების შემდეგ პროდასავლური კურსის მატარებელი იყოო,რაც დამახინჯებული ამბავია. მეოთხე საუკუნეში მივიღეთ ქრისტიანობა და მეორე საუკუნეში ფარსმანი გვყავდა,ყველაზე დიდი ევროპელი იმ პერიოდშიც და მერეც.რაც შეეხება იმას,რომ ბიზანტიის მხარეს ვიჭერდით და დიოფიზიტობა ავირჩიეთ,ეს უფრო ჩვენი გასაჭირის ბრალი იყო. ირანის და ბიზანტიის საბრძოლო ველი ვიყავით,ჩვენ ერთ მორწმუნეობის გამო ავირჩიეთ ბიზანტია ანუ დიოფიზიტობა,ხოლო ირანი მონოფიზიტობას მიემხრო. თავის მხრივ ბიზანტიაც დამპყრობელი იყო,რაც მათ ბულგარეთში გააკეთეს,როგორ უნდა მიემხო მათ კურსს. როგორც ყოველთვის,გვყავდა დიდი ქართველები რომლებიც რელიგიური ერთობა ფეხებზე ეკიდათ და იბრძოდა ყველასთან განურჩვლად. გიორგი I ებრძოდა ბიზანტიელებს და ებრძოდა სხვებსაც. ამიტომ არის ყველაზე მაგარი მართველი საქართველოს ისტორიაში,ბიზანტია ძლიერების ზენიტში იყო იუსტინიანეს მერე და გიორგიმ შეძლო შებრძოლებოდა ბასილი კეისარს,რომელსაც ბულგართმუსვრელის სახელით იცნობს ისტორია. როგორც ცნობილია,დაამარცხა კიდეც გიორგიმ და ალბათ,ყველაზე დიდი გამარჯვება კურაპალატის წოდებაზე უარის თქმა იყო. საქართველოს ისტორიაში ერთიანი საქართველოს პირველ მეფედ ბაგრატ III მოიხსენიებენ,რაც ისტორიის დამახინჯება არის,რადგან კურაპალატის ტიტულს ატარებდა,რაც დამოუკიდებლობას არ ნიშნავდა. გიორგი I იყო პირველი მეფე ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოსი,მანამდეც და მის მერეც საქართველო ბიზანტიის ქვეშევრდომი იყო. გიორგი II ვერ მიიღო კურაპალატის ტიტული,რადგან მელიქ ხანმა მიაჩმორა ბიზანტილები და სელჩუკები გაბატონდნენ. ამას ერქვა პროდასავლური კურსი,როცა ორივე დამპყრობელი იყო პროდასავლური და პროაღმოსავლურიც. ესეა ეხლაც,ადამიანებს აჯერებენ რო მხოლოდ რუსეთია დამპყრობელი,როცა ამერიკაც იგივე დამპყრობელია. თუ სხვისი ქუდის ქვეშ ყოფნას გვინდა და განვითარებულს ვრირჩევთ,მაშინ კარგი,მარა როცა თავისუფლებაზე და დამოიკიდებლობაზე საუბრობთ არის მხოლოდ ერთი კურსი პროქართული კურსი,გიორგი პირველის კურსიც დაარქვით თუ გნებავთ. ვიცოდეთ ჩვენი ისტორია,რათა ბერძენიშვილებმა და მურღულიებმა არ შემოგვტენონ სიცრუე
2022, 21 ივლისი, 5:23
ერთი შორი დამიზნების იარაღი ჩვენც რო გვქონდეს არ იქნება ცუდი,ამას და იმ მეორეს "დავაჭედებდი" დიდი სიამოვნებით. რაც შეეხება ბაკურა სვანიძეს,ესეც კაი "ჟუკია" სხვა ბევრთან ერთად. უკრაინის კონტექსტში საუბრობს ბატონი ლავროვი და ქართველს ნიშნის მოგებით რატო ესაუბრება? ერთ ადგილას სარი უთხრიათ რუსეთსაც და უკრაინასაც,რა ჩვენი საქმეა.
0 1 4