x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
რატომ ხარშავენ კიბორჩხალებს მხოლოდ ცოცხლად და გრძნობენ თუ არა ისინი აუტანელ ტკივილს?

image


ცნობილია, რომ მილიონობით გურმანისთვის საყვარელი კიბორჩხალა მხოლოდ ცოცხალი სახით იხარშება. ბევრს ეს კულინარიული ტრადიცია სისასტიკედ მიაჩნია, თუმცა ირკვევა რომ ამ უხერხემლოების უსაფრთხო მომზადების სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. მაშ, რატომ იხარშება კიბორჩხალა ასე და განიცდის თუ არა ის აუტანელ ტანჯვას მომზადების პროცესში?

image


მთავარი მიზეზი, რის გამოც კიბორჩხალა მხოლოდ ცოცხლად იხარშება - მისი მალფუჭებადობაა. მკვდარი კიბორჩხალა პრაქტიკულად არ ინახება, რაც მისი კვებითი რაციონით არის განპირობებული. ამ დელიკატესის რაციონის საფუძველს მცენარეული საკვები წარმოადგენს, როგორიცაა წყლის მცენარეები ზაფხულში და ჩამოცვენილი ფოთლები შემოდგომასა და ზამთარში, თუმცა კიბორჩხალები არც ლეშის მირთმევაზე ამბობენ უარს, რომელსაც წყალსაცავის ფსკერზეოულობენ. ძველი კიბორჩხალით მოწამვლა ძალიან ადვილია, რადგან ის მალე ფუჭდება, შედეგი კი შეიძლება ძალიან სერიოზულიც კი იყოს.

image


სანამ კიბორჩხალებს მოხარშავდეთ, თითოეული მათგანი ჯერ ყურადღებით შეამოწმეთ, ხოლო რომლებსაც სიცოცხლის ნიშნებს ვერ შეატყობთ ზედმეტი ყოყმანის გარეშე გადაყარეთ. ჯანმრთელი, ახლად დაჭერილი დელიკატესი ავადმყოფი და მომაკვდავი კიბორჩხალისგან ადვილად განირჩევა. საკვებად ვარგისი კიბოსნაირები აქტიურად ამოძრავებენ მარწუხებს, ფეხებსა და ულვაშებს, ხოლო მათი კუდი თავმკერდზე მჭიდროდ არის მიბმული. ინერტული, ნახევრად უსიცოცხლო კიბორჩხალას მირთმევა კი რეკომენდებული არ არის, რადგან ზოგჯერ მათ შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაციაც კი გამოიწვიონ.


image


კიბორჩახლას ცოცხლად მოხარშვის კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ რომ ასეთი მომზადების შემდეგ ეს უხერხემლო გაცილებით უფრო გემრიელია. ექსპერტები დელიკატესის მომზადების არაერთ ხრიკს ფლობენ, მაგალითად, ისინი მოსახარშად ალუმინის ჭურჭელს არასოდეს იყენებენ, ვინაიდან მათი თქმით, ამან შესაძლოა ხორცს გემოც კი გაუფუჭოს.


image


და ბოლოს, მსურს შევეხო კიბორჩხალას ცოცხლად მოხარშვის მორალურ და ეთიკურ ასპექტებს. ბევრს აწუხებს, რომ კიბორჩხალა მოხარშვისას ძლიერ ტკივილს განიცდის, რამაც შესაძლოა ზოგიერთს მადაც კი დაუკარგოს. მინდა დაგამშვიდოთ - შვედმა ბიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და განაცხადეს, რომ უხერხემლოები ნერვული სისტემის პრიმიტიული სტრუქტურის გამო, ტკივილს ჩვენი გაგებით არ განიცდიან.


image


კიბორჩხალას ნერვულ სისტემაში ტკივილის იმპულსები არ არის და ეს სავსებით ლოგიკურია. წყალსაცავის ეს ბინადრები კიდურებს ხშირად კარგავენ და მათ რაიმე სახის ტივილი რომ ეგრძნოთ ალბათ, შოკისგან დაიხოცებოდნენ. გამომდინარე იქიდან რომ მათ რეგენერაციის უნარი აქვთ, ისინი ფეხების ან მარწუხების დაკარგვას ასე მარტივად სწორედ ამიტომ იტანენ, რომლებსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ აღიდგენენ. კიბორჩხალას ქცევა მდუღარე წყალში, რომელიც ბევრისთვის ტანჯვის გამოვლინებად აღიქმება - უბრალოდ მტრული გარემოდან თავდაღწევის ინსტინქტური მცდელობაა.




0
636
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
636