სხვა ვინ დაადგა თვალი და ვის დარჩა პრინცესა დიანას საყვარელი დიადემა? 2022, 28 დეკემბერი, 16:46 ცოტა ხნის წინ, ბუკინგემის სასახლეში ჩარლზ III თავის პირველ სახელმწიფო მიღებას უმასპინძლა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის სირილ რამაფოზას პატივსაცემად მოეწყო. ოფიციალურ მიღებაზე ქეით მიდლტონი ულამაზესი თეთრი კაბით მივიდა. ხოლო თავზე, პრინცესა დიანას საყვარელი დიადემა – "სიყვარულის კვანძები" ედგა. ეს დიადემა ლედი დის, თავის დროზე, ბრიტანეთის ყოფილმა დედოფალმა ელისაბედ II აჩუქა. თუმცა, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, პრინცესამ დიადემა დედოფლის კოლექციაში დააბრუნა. მას შემდეგ, მისი ტარების უფლება, ელისაბედ II, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, მხოლოდ ქეით მიდლტონს მისცა. ასეთი იყო მისი ნება – დედოფალს ხომ პირადად უყვარდა, სამეფო ოჯახის თითოეული წევრისთვის, სამკაულების შერჩევა. მაგრამ, როგორც ამბობენ, "სიყვარულის კვანძებს" თვალი, დიდი ბრიტანეთის მეფის ამჟამინდელმა მეუღლემ კამილა პარკერ-ბოულზმა დაადგა. თუმცა, გარდაცვლილი დედოფლის გადაწყვეტილების "გასაჩივრებას", ჯერ–ჯერობით, ვერავინ ბედავს. დიადემის გარდა, ქეითს მიღებაზე, მარგალიტის და ბრილიანტის საყურეებიც ეკეთა, რომელიც ასევე პრინცესა დის ეკუთვნოდა და ის ძალიან უხდებოდა როგორც კაბას, ისე დიადემას. არხის სხვა სიახლეები:* სად შეიძლება იყოს ნეფილიმების იდუმალი ქალაქი?* "ხედი ფანჯრიდან"* სინამდვილეში ვინ იყო "ყველაზე ლამაზი არიელი ბავშვი"?* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში* გაინტერესებთ, რატომ არ ქორწინდება მამაკაცების ერთი ნაწილი?* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)456 1-ს მოსწონს
|