x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სად შეიძლება იყოს ნეფილიმების იდუმალი ქალაქი?

ჩვენი წარსულის საშინელი ისტორიის შესახებ ლეგენდებიდან, შეიძლება იმის გაგება, თუ სად შეიძლება იყოს ნეფილიმების — ბიბლიური გოლიათების ქალაქი.

«ბოროტების წიგნში», რომელსიც ადრე «კიტაბ ალ-აზიფი» (ღამის დემონების ყმუილი) სახელით იყო ცნობილი, მოთხრობილია, რომ მისმა ავტორმა აბდულ ალჰაზრედმა იცოდა ნეფილიმების ქალაქის შესახებ, ისევე როგორც ძველი არაბული სამყაროს სხვა მაგებმა.


image


გადმოცემით, აბდულ ალჰაზრედმა, 10 წელზე მეტი ხანი, რუბ-ელ-ხალის უდაბნოში (არაბეთის ნახევარ კუნძული) გაატარა და იქ იმდენი «სიბრძნე» შეიძინა, რომ ასეთი წიგნის შეექმნა შეძლო. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები, ამ უდაბნოს სახელსაც კი, ჩურჩულით ამბობდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იქ ჯინები ბინადრობდნენ.

წიგნის წინასიტყვაობაში ალჰაზრედი ყვება, თუ როგორ ნახა უდაბნოში, დანგრეული, ზღაპრული ქალაქები. ხოლო, ნანგრევების ქვეშ, სალოცავი აღმოაჩინა, უამრავი მანუსკრიპტით.

ხელნაწერებში მან წაიკითხა, უძველესი რასის შესახებ, რომელიც დედამიწაზე ადამიანების გაჩენამდე ცხოვრობდნენ. აღმოსავლური მაგები მათ «უძველესს» ეძახდნენ, ხოლო იუდეველები — ნეფილიმებს. ალჰაზრედის მტკიცებით, ეს ქალაქი — იდუმალებით მოცული ირემი იყო, რომლის შესახებ, არაბულ სამყაროში უამრავი ლეგენდა არსებობდა. გარდა ამისა, მისი აზრით, ქალაქი სხვა განზომილებაში მდებარეობდა და იქ მოხვედრა ყველას არ შეეძლო.

ამ ქალაქს, დიდი უდაბნოს კარსაც ეძახდნენ, რაც უდაბნოს სახელზეც აისახა: რუბ-ელ-ხალი — როგორც «სიცარიელის კვარტალი» ითარგმნება. შესაბამისად, ქალაქი, მისი ჭიშკარი იყო. ყველა არაბი მაგები, რომელიც ამ ქალაქში შესვლას ცდილობდა, შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობით, უდაბნომ შთანთქა...


image


გავრცელებული ინფორმაციისთ თანახმად, ამ სიცარიელეში შეღწევის უნარი, უდიდეს ძალაუფლებას იძლეოდა, როგორც ამ ქვეყნად, ისე იმ ქვეყნად ბატონობისთვის. არაბი მაგები თვლიდნენ, რომ დიდი ნეფილიმები იმ რეალობაში, მას შემდეგ «გაიჭედნენ», რაც უცნობი მიზეზების გამო, ჩვენი განზომილებიდან იმ განზომილებაში სამუდამოდ გადასვლა გადაწყვიტეს.

უცნობია, ეს ყველაფერი რეალურად არსებობდა, თუ მხოლოდ აბდულ ალჰაზრედის ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგრამ, ცნობილია, რომ მას, სიცოცხლეშივე, იდუმალ ქალაქთან კავშირის გამო, შეშლილ პოეტსაც ეძახდნენ.

იქნებ, ეს იდუმალი ქალაქი, არაბეთის უდაბნოში, დღესაც არსებობს და უბრალოდ, მასში შესვლის საიდუმლოს ამოხსნა საჭიროა?..


image

არხის სხვა სიახლეები:


* სინამდვილეში ვინ იყო "ყველაზე ლამაზი არიელი ბავშვი"?

* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

* გაინტერესებთ, რატომ არ ქორწინდება მამაკაცების ერთი ნაწილი?

* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

* არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი, ყველაზე იდუმალი ცივილიზაცია

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



1
321
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
321
  
2022, 31 დეკემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1