x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
11 გიჟური ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელზეც აქამდე არასდროს დავფიქრებულვართ

image


ჩვენი სხეული - ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი რამაა მსოფლიოში, მაგრამ რამდენი რამ არ ვიცით კიდევ მის შესახებ! და რამდენად იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში. წარმოგიდგენთ 11 გიჟურ ფაქტს ჩვენი სხეულის შესახებ, რომელზეც აქამდე წარმოდგენაც კი არ გვქონდა. გპირდებით, საფიქრალი ნამდვილად გაგვიჩნდება!




1. ჩვენს გულს ადამიანის შორიდან ამოცნობა შეუძლია.


image


გული ქმნის ელექტრულ ველს, რომელიც სხვა ორგანოების ველთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერია. ალბათ, ცხოვრებაში არაერთხელ გქონიათ ისეთი სიტუაცია, როცა ქუჩაში მიმავალს უცებ თქვენი მეგობრის შესახებ გაგიფიქრებიათ, რომელსაც იქვე, კუთხის ბოლოში გადაყრილხართ. საქმე იმაშია, რომ თქვენს გულს სხვა გულის ელექტრული ველების ამოცნობა შეუძლია, რაც ტვინში სიგნალის გაგზავნით გამოიხატება.




2. სინამდვილეში ჩვენ ყველაფერს თავდაყირა ვხედავთ.


image


ოპტიკურად ჩვენ ყველაფერს თავდაყირა ვხედავთ, თუმცა ტვინი ჩვენთვის სურათს "ასწორებს".




3. და კიდევ ტვინი ჩვენს ნაცვლად წყვეტს რა დავინახოთ და რა არა.


image


მაგალითად, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ჩვენსავე ცხვირს, მაგრამ ტვინი მის გამოსახულებას ბლოკავს, რათა ყურადღება არ გაგვეფანტოს.




4. დვრილები და ყურები იმაზე მეტად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე თქვენ გგონიათ.

image


თქვენი ყურის ბიბილოები თქვენივე დვრილების დონეზეა, თუ გნებავთ, თავად შეამოწმეთ!




5. ჩვენ ყოველთვის ვატარებთ თან ფეკალიებს.


image


ჩვენი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ყოველთვის არის განავალი. დიახ, ეს ფაქტია, თუმცა ამაზე რატომღაც არასდროს დავფიქრებულვართ.




6. დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, ჩვენ დანახვას 48 კმ-ის მანძილზე შევძლებდით.


image


ადამიანის თვალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო, სანთლის ციმციმს 48 კმ-ის მანძილზეც (ღამით, რაღა თქმა უნდა, და არა დღისით) კი დავინახავდით.




7. კალციუმს შეუძლია ჩონჩხს მიემაგროს და ძვლად იქცეს.


image


თუ თქვენს სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი დონე გაქვთ, ის თქვენი ჩონჩხის გარკვეულ ადგილას დაგროვდება და ძვალს წარმოქმნის. ამას ჰეტეროტოპური ოსიფიკაცია ეწოდება. ამ გზით შესაძლოა მტკივნეული ძვლოვანი წარმონაქმნებიც კი ჩამოყალიბდეს.




8. ღვიძლს მისი ქსოვილის გარკვეული ნაწილის მოკვეთის შემდეგ თავიდან გაზრდის უნარი აქვს.


image


თუ ჯერ კიდევ არ იცოდით, გეტყვით, რომ ღვიძლს რეგენერაციის უნარი აქვს. აი, სასწაულიც! ასე რომ, ყველა ჩვენგანი ცოტათი ვოლვერინები ვართ.




9. აირებს მიცვალებულებიც გამოყოფენ.


image


ახალგარდაცვლილმა ზოგჯერ შეიძლება გარკვეული პერიოდი გაზები გამოყოს.




10. მარტო ჩვენს ჭიპში მთელი ეკოსისტემაა.


image


ადამიანის სხეული ტრილიონ ბაქტერიას შეიცავს, რომელთაგან მილიონი ჭიპის არეში ცხოვრობს. ადამიანის მხოლოდ ჭიპში არსებული ბაქტერიები სრულიად საკმარისია ტროპიკული ტყის ზომის ეკოსისტემის ფორმირებისთვის.




11. ადამიანის სხეული სიბნელეში ანათებს.


image


ისევე როგორც წყალქვეშ მცხოვრები არსებები, თუმცა ეს ნათება იმდენად სუსტია, რომ ადამიანის თვალი მას უბრალოდ ვერ აღიქვამს.







0
442
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
442