x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
15 იშვიათი ისტორიული ფოტო

მსოფლიო ისტორიაში სხვადასხვა პერსონაჟის გაცნობა შეიძლება. ეს ადამიანები და მათი საქმეები, შეიძლება, სხვებისთვის შთაგონების და წინსვლის წყარო გახდეს, ან კი პირიქით, გახდეს ის, ვისზე სწორებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არიან ისეთებიც, თავის დროზე, არც გმირები იყვნენ და არც ანტიგმირები. მაგრამ, ფოტო გადაიღეს და ეპოქა «დაგვიტოვეს» – სწორედ ასეთი ფოტოსურათებიდან შეიძლება, წარსული დროის სულისკვეთების შეგრძნება.


1. სატრანსპორტო თვითმფრინავის პილოტმა, შეცდომით, ქალთა ბატალიონისთვის განკუთვნილი ტვირთი, მამაკაც მებრძოლეებს ჩაუგდო. სამხედრო ოპერაციები სამხრეთ როდეზიაში, 1980 წლის იანვარიimage


2. კონკურსის – "მის შიშველი აშშ"–ს გამარჯვებულები. კალიფორნია, 1973 წ.image


3. იაკუზა — იაპონური მაფიის ყველაზე ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება. ორგანიზაცია 1915 წელს დაფუძნდა. ხოლო, იაკუზას წევრებმა ეს ფოტო, გასული საუკუნის 80-წლებშია გადაღეს.image


4. ყველაზე მაღალი ადამიანი სამედიცინო დაკვირვებების ისტორიაში და ყველაზე მაღალი ადამიანი, რომლის ფოტოსურათი არსებობს, ამერიკელი რობერტ პერშინგ უოდლოუ იყო. ის სიმაღლეში გამუდმებით იზრდებოდა და ბოლოს რომ გაზომეს, 272 სმ. იყო. სამწუხაროდ, 1940 წელს, 22 წლის ასაკში, სეფსისით გარდაიცვალა.image


5. პირველი ადამიანი დაგეროტიპურ გამოსახულებაზე (ფოტოსურათის წინამორბედი). დიუ ტამპლის ბულვარი, პარიზი, 1838 წლის გაზაფხული (ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად 1839 წლის 19 აგვისტო ითვლება)image


6. ი. ბ. სტალინი, კრემლი, 1932 წ.image


7. ლუვრი, ნახატების ევაკუაციის შემდეგ. 1940 წ.image


8. გერმანელ სამხედრო ტყვეებს უჩვენებენ კადრებს საკონცენტრაციო ბანაკებიდან. ბევრს რცხვენია, იმის გამო, რასაც ეკრანზე ხედავს. ფოტო გადაღებულია 1945 წ.image


9. ქალაქი დედვუდი, რომელიც არცერთ რუკაზე არ იყო, რადგან იქ, ოქროს ციებ-ცხელების დროს, დამნაშავეთა და ავანტიურისტების თავშესაფარი იყო, მთელი ამერიკიდან.image


10. სალი რენდი – ამერიკელი მოცეკვავე, რომელმაც სახელი ბუშტში ცეკვით გაითქვა (152 სმ–ს დიამეტრის ბურთში, 155 სიმაღლის შიშველი მსახიობი ცეკვავდა). 40 წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ, მსახიობმა განაცხადა: «მას შემდეგ, რაც საცვალი გავიხადე, უმუშევარი აღარასდროს ვყოფილვარ» ( I haven’t been out of work since the day I took my pants off). XX ს. 40–იანი წლებიimage


11. სწორედ ამ ჩეკით შეიძინა აშშ–მ, რუსეთისგან ალასკა. ჩეკზე დაფიქსირებულია 7, 2 მლნ. დოლარი, რაც იმ დროს, 11 ტ. ოქროს ეკვივალენტი იყო. 1867 წ.image


12. კვარტეტის გამოსვლა აირწინაღებით, ლონდონი, 1940 წ.image


13. II მსოფლიო ომის დროს, აშშ–ში ძალიან არ უყვარდათ იაპონელები. ამიტომ, ამერიკაში მცხოვრებმა ჩინელებმა სამოსზე ქსოვილები მიიმაგრეს, რომელზეც ეწერა: «მე ჩინელი ვარ, გთხოვთ, იაპონელი არა ვარ», – ეს იმისთვის, რომ ვინმე ხელით არ შეხებოდათ. აშშ, 1941 წ. image


14. ბრიტანელი ჯარისკაცები Welbiκes–ებით (დასაკეცი ველოსიპედი). 1943 წ.image


15. მონების გაყიდვის სარეკლამო პოსტერი. ერთი მონის ასაკი, მხოლოდ 1, 5 წლის არის. 1858 წ.image


image

imageimageimageimage



0
1607
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0