ფოტოგრაფია მოგზაურობა წარსულში – 30 ისტორიული ფოტო 2022, 19 მაისი, 13:52 წარსულის ფოტოებს შორის, ისეთებიც არის, რომელთა უკან მთელი ცხოვრება, ბედი და ისტორია იმალება. ისინი იმ ეპოქის მოვლენებისა და ატმოსფეროს მოწმეები არიან, რომელიც არასოდეს განმეორდება, თუ ადამიანები დროის მანქანას არ გამოიგონებენ. ეს განსაცვიფრებელი რეტრო ფოტოები წარსულის ეპოქას გვაზიარებს. გვაიძულებს, თვალი გავუსწოროთ მას, ვიგრძნოთ წარსული დროის ატმოსფერო, რომელშიც ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები ცხოვრობდნენ. ბარტყები ოფიცრის სიგარაზე, 1918 წ. ოცდაორი სტუდენტი მოთავსდა სატელეფონო ჯიხურში და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, 1959 წ. ქალი ნიანგს ასეირნებს, 1950 წ. კეტრინ დენევისა და ფოტოგრაფი დევიდ ბეილის ქორწილი, 1962 წ. დედა კატამ მოძრაობა შეაჩერა, ნიუ-იორკი, 1925 წ. ელვის პრესლი კულისებში, სცენაზე გამოსვლის წინ, 1956 წ. ფერმერი ძროხას ღებავს, რომ შემთხვევით მანქანა არ დაეჯახოს, დიდი ბრიტანეთი, 1939 წ. მამაკაცი მუსიკას გრამოფონზე უსმენს, 1922 წ. პროგრესული მოაზროვნე სკოლის მოსწავლე გოგონები ავტომექანიკას ეუფლებიან, 1927 წ. მატარებლის სალონი, XIX ს. 4 თაობა ერთ ფოტოზე, 1905 წ. «შეიტანეთ წვლილი! იარეთ გორგოლაჭებით, დაზოგეთ საწვავი», ნიუ–იორკი, XX ს–ის 40–იანი წლები ესპანური გრიპის პამდემია, 1918 წ. მაკარონის გაშრობა, იტალია, 1929 წ. ჩარლი ჩაპლინის შეხვედრა ცნობილ ყრუ და უსინათლო მწერალ ჰელენ კელერთან, 1919 წ. სამურაი მეომრები, გადაღებულია 1860 – 1880 წლებს შორის დავიდე ჩისლაგი თავის ერთ თვალიან ძრავას ამოწმებს, 1933 წ. ამერიკელი ჯარისკაცები სახლში ბრუნდებიან მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წ. მეზღვაურები ჰამაკში მძინარე კატას შემოეხვივნენ, 1941 წ. აფრიკელი ბავშვი მიტოვებულ ტანკზე თამაშობს, 1991 წ. ძაღლი თავის პატრონს შესაძლო უბედურებისგან იცავს, 1920 წ. ასე გამოიყურებოდა სატელეფონო ანძას წარსულში, სტოკჰოლმი, 1890 წ. ვენეციის ცნობილი არხები დააშრეს და გაასუფთავეს, 1956 წ. ჰიტლერი პირველი მსოფლიო ომის დაწყების შესახებ განცხადებას, ხალხში უსმენს, 1914 წ.
ილუზიონისტი ჰარი ჰუდინი თავისი ლეგენდარული ჯაჭვებით პოზირებს, 1899 წ. ტყის მჭრელები, მოჭრილი ხეების ფონზე, კალიფორნია ასე არიგებდნენ ყინულს, მაცივრის გამოგონებამდე, 1918 წ. გამარჯვების დემონსტრირება. გერმანელების ჩაფხუტებით შექმნილი პირამიდა, ნიუ–იორკი, 1918 წ. ავტოსამრეცხაო, აშშ, 1924 წ. მშრალი კანონის გაუქმების პირველი დღე, აშშ, 1933 წ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |