x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120583
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492647
ისინი "განსხვავებულ სამყაროში" ცხოვრობენ – 5 საოცარი ფაქტი პატარების შესახებ

პატარა ადამიანები დროს სულ სხვაგვარად გრძნობენ და სხვაგვარად აზროვნებენ... და მშობლებმა ეს უნდა იცოდნენ! მაშინ, მათი ურთიერთობა ბევრად უფრო აწყობილი იქნება და პატარა, თავისი ოჯახში გამოჩენით, ირგვლივმყოფებისთვის უთანხმოების და დაძაბულობის მიზეზი არ გახდება. აქ ბავშვების შესახებ ფაქტებს გთავაზობთ, რომელიც გაჩვენებთ, რომ ისინი უფროსებისგან, მხოლოდ ასაკით არ განსხვავდებიან:


image


დრო მათთვის ნელა გადის
ბავშვების გარშემო ყოველთვის რაღაც ახალი ხდება – სამყარო სავსეა აღმოჩენებით. ზრდასრულებისთვის და მოზარდებისთვისაც კი, ასე არ არის – მათთვის ყოველი ახალი დღე, წინა დღეში დაბრუნებას ნიშნავს. მაგრამ, ყველაფერი იცვლება, თუ ადამიანი მისთვის უცნობ ადგილზე მიდის. ის ახალ გარემოში ხვდება, ყველაფერს გაოცებული უყურებს და თითქოს, დრო ჩერდება...

ახლა დაფიქრდით, რა მოხდება, თუ საინტერესო მოგზაურობაში წასული ადამიანი გრძელ რიგში ან საცობში მოხვდება? – რა თქმა უნდა, ნერვები მოეშლება. იმავეს გრძნობს ბავშვიც, როდესაც იძულებულია დიდ ხანნს ერთ ადგილზე იწვეს ან იჯდეს.


გააზრებისთვის 7 წამია საჭირო
არ უნდა ელოდოთ, რომ ბავშვი დასმულ კითხვაზე მაშინვე გიპასუხებთ. მისი ტვინი, მოზრდილის ტვინთან შედარებით, შეფერხებით მუშაობს. საშუალოდ, მას მოსმენილის გასააზრებლად, დაახლოებით, 7 წამი სჭირდება. ამიტომ, ნუ ინერვიულებთ მის დაგვიანებულ რეაქციაზე და ნუ მოითხოვთ ბავშვისგან მყისიერ პასუხს.


ბავშვი მაშინვე არ ხედავს ყველაფერს
ორი თვის ასაკამდე, პატარები გამოსახულებას ვერ აღიქვამს. მათი მხედველობითი ანალიზატორი ჯერ სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ არის. შემდეგ ისინი თანდათან იწყებენ ფერების გარჩევას და ამას წითელი და ყვითელი ფერებით იწყებენ. ეს გაითვალისწინეთ, ახალშობილისთვის სათამაშოების ყიდვისას. აღნიშნული ფერები მათ უფრო გაახარებს, ვიდრე მწვანე და ლურჯი – ისინი ამ ფერებს, უბრალოდ, ვერ აღიქვამენ.


ყველაფერს უკეთესი გემო აქვს
ბავშვებისთვის ყველაფერი უფრო გემრიელია, ვიდრე უფროსებისთვის. ამიტომ, ანიჭებენ ისინი უპირატესობას ტკბილ და მლაშე საკვებს — ეს მათთვის ნამდვილი გემოს ექსტაზი და სიხარულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გემოვნების რეცეპტორები მათ დაბადებიდანვე განვითარებული აქვთ.


მათ მიერ, სამყარო ცალმხრივად აღიქმება
ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, ბავშვების შესახებ. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად აქვს ბავშვს განვითარებული ფანტაზიის უნარი, 8 წლამდე, მას მოვლენის ან პროცესის შესახებ, ინფორმაციის აღქმა მხოლოდ ერთი გრძნობის ორგანოდან შეუძლია. ანუ, ბავშვს არ შეუძლია ერთდროულად დაყნოსოს, ხელით შეეხოს და დაათვალიეროს. მას ყურადღების გამახვილება მხოლოდ ერთ რამეზე შეუძლია. ბავშვს შეუძლია ერთდროულად ყნოსვა, შეხება და ყურება, მაგრამ ინფორმაცია მიღება და დამუშავდება, მხოლოდ ერთი წყაროდან ხდება.

ასე, რომ, განსაკუთრებულ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ პატარებს, 8 წლამდე მაინც! გახსოვდეთ, რომ ისინი განსხვავებულად გრძნობენ და აზროვნებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ილდიკო – ერთი ღამის დედოფალი

* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება

* რატომ სძულდა ხრუშჩოვს სტალინი და რატომ იძია შური მასზე? – რეალური მიზეზი

* 10 რამ, რასაც ტანსაცმლის მაღაზიაში არასდროს გეტყვიან

* ბუნების საოცარი და სახალისო ფოტოები

* სამარეში წაღებული 5 საიდუმლო

* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი

0
252
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0