განათლება ლიმონებივით გამოწურული მოსწავლეები - მიწოდებასა და მოტხოვნას შორის სკოლებში ბალანსი სერიოზულადაა დარღვეული 2022, 16 ივლისი, 0:26
იმ პედაგოგების მოსწავლეებს, რომლებსაც ენიჭებათ უფროსი მასწავლებლის, მენტორის და ა.შ. წოდებები, რატომ სჭირდებათ რეპეტიტორებთან მომზადება?
და რით ვერ ამოიძირკვა საბჭოთა გადმონაშთი რეპეტიტორობა? რა გამოდის: სკოლა თუ ვერ გაძლევს შესაბამის ცოდნას, მაშინ დახურონ სკოლები და რეპეტიტორობა დაკანონდეს. სკოლის გამოსაშვები გამოცდებისან მიღებული ნიშნების საფუძველზე ხდება ევროპაში სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩარიცხვა და ეს სსრკს დროინდელი მისაღები გამოცდები არსად არაა! ჯერ საგამოცდო მასალებზე რასაც წერენ, რა საკითხებს უნდა გასცენ პასუხი ბავშვებმა, ბარემ მიეცით დიპლომი და მუშაობის დაწყებას შეეცდებიან. მათემატიკის ფაკულტეტისთვის და ფილოლოგიის ფაკულტეტისთვის ქართულის გამოცდაზე ერთი და იგივე საკითხში როგორ უნდა გამოსცადონ აბიტურიენტი? სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს უნდა მიექცეს ყურადღება და შესაბამისად მიღებული ნიშნებით, პროფილურად განიხილავს უმაღლესი სასწავლებლის მიმღები კომისია აბიტურიენტის მიღება-არმიღების საკითხს. გამოწურეს ბავშვები ლიმონივით და სასწაულს ითხოვენ, როცა ამ სასწაულს მესამე კურსიდან უნდა ასწავლიდნენ. სკოლებში სხვა რესურსების ნაკლებობა, მცირე საგაკვეთილო პროცესი და საგნობრივი პროგრამების ინტენსიურობა, მოსწავლეთა სოციალური გარემო, 25 ბავშვზე მეტი კლასებში, არამოტივირებული ოჯახური გარემო, მენტალური მდგომარეობა, ღირებულებები და სხვა კიდევ, რომლებიც ხელისშემშლელია იმაში, რომ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი გახდეს საკმარისი. ფუნდამენტურად შესაცვლელია სკოლის სისტემა. 69 შეფასება არ არის
|