x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 საღამოს კაბა ცნობილი ფილმებიდან, რომლებმაც მაყურებლის გულები დაიპყრო

image
ყველას უყვარს ფილმები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შთამბეჭდავია არა მხოლოდ სიუჟეტური ცვლილებები, არამედ პერსონაჟების კოსტიუმებიცაა. ბევრ ფილმში მთავარი გმირები გარკვეულ მომენტში აღმოჩნდებიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, სადაც საღაამოს კაბით უნდა წარსდგნენ და ყველა გააოცონ. სწორედ ეს კოსტიუმები იპყრობს ყურადღებას, ზოგჯერ იმდენად, რომ საკულტოც ხდება.

1. დიანა- ქალი საოცრება: 1984 (2020)

ამ ფილმის ყურებისას თეთრი კაბა მაშინვე იპყრობს თვალს რაც გასაკვირი არ არის. გალ გადოტს ნამდვილად უხდება კაბა და რაც მთავარია მისი პერსონაჟის ხასიაშიც ჯდება. კოსტუმების დიზაინერმა ლინდა ჰემინგმა ამ კაბას ნამდვილი ქალღმერთის სამოსი უწოდა.image

2. ენდი- როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში

მოდის ჟურნალის რეპორტიორმა ენდიმ მნიშვნელოვანი წვეულებისთვის გრძელი ყვითელი კაბა აირჩია. გმირი იმდენად მომხიბვლელი იყო ამ კაბაში, რომ ღონისძიებაზე ყველაზე ძვირადღირებული ყელსაბამი მას მისცეს. image

3. პეპერი- რკინის კაცი (2008)

ამ მომენტამდე რთული იყო იმის თქმა, რომ მარველის ფილმში რომანტიული ხაზი იქნებოდა. სწორედ ამ კადრში გამოჩნდა ტონი სტარკის დაინტერესებაც.image

4. დიანა- უხამსი წინადადება (1993)

შავი კაბა გადაჯვარედინებული თასმებითა და მკერდზე დამაინტრიგებელი ჭრილებით, ფილმში ამ კაბამ თავისი საქმე ნამდვილად შეასრულა. image

5. სილვია - "ტკბილი ცხოვრება" (1960) და კეტრინი - "ტოსკანის მზის ქვეშ" (2003)

ბევრ მაყურებელს ახსოვს სცენა ფედერიკო ფელინის საკულტო ფილმიდან “ტკბილი ცხოვრება" : მსახიობი ანიტა ეკბერგი ულამაზეს შავ კაბაში დგას რომში ტრევის შადრევნების ქვეშ. ალბათ არაფერია იმაზე მეტი კომპლიმენტი, ვიდრე სხვა ფილმში იგივე კოსტიუმის გამოყენება. 2003 წელს გადაღებულ ფილმში "ტოსკანის მზის ქვეშ" იდენტური სცენა შეგიძლიათ ნახოთ: ისევ ქალი, ელეგანტური შავი კაბა და მსგავსი შადრევანიც კი.image

6. დეიზი- “მისტიური პიცა" (1988)

ჯულია რობერტსმა ეკრანზე განასახიერა ახალგაზრდა მომხიბვლელი გოგონა დეიზი. დაუვიწყარი ელეგანტური იერსახის შექმნაში დაეხმარა შავი კაბა აქცენტირებული ელემენტით - მკერდზე თეთრი ბაფთით.image

7. მირანდა- “ეშმაკი ატარებს პრადას" (2006)

მირანდა პრისტლი, რომელსაც მერილ სტრიპი ბრწყინვალედ თამაშობს, წვეულებაზე განსაცვიფრებელი შავი კაბით გამოჩნდა. გასაკვირი არ არის, მოდის ჟურნალის მთავარ რედაქტორს შესანიშნავი გემოვნებაც უნდა ჰქონდეს.image

8. ქეთნისი-“შიმშილის თამაშები" (2012)

ცეცხლოვანი კაბები პრაქტიკულად გახდა ქეთნისის, შიმშილის თამაშების სერიების მთავარი გმირის იდენტობის ელემენტი. მთავარი მახასიათებლის დემონსტრირებამდეც კი, როცა კეტნისი გაუბედავად იჯდა სკამზე და ყოყმანით პასუხობდა კითხვებს, უკვე ჩანდა მინიშნება იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა შემდეგ. კაბის ჭრილი და კალთაზე ვერტიკალური ელემენტები ისედაც ცეცხლის ალებს ჰგავდა.
image

9. ლიზა- “ჭირვეულის მორჯულება" (1980)

ფილმში ორნელა მუტი ადრიანო ჩელენტანოს პერსონაჟის წინაშე ლურჯი საღამოს კაბით წარსდგა. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის დღესაც ყველაფერს უხდება- ჯიბეები. image

10. კრისტინა- “ოპერის აჩრდილი" (2004)

ახალგაზრდა მომღერალი კრისტინა თეატრის მაყურებლის წინაშე გამოჩნდა კაბით, რომელიც წააგავდა ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ელისაბედ ბავარიელის სამოსს - იგივე ბრწყინვალე თეთრი კაბა და ვარსკვლავები თმაში. image








0
422
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
422
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0