სამწუხაროდ ჩვენ ვერასოდეს ვიხილავთ სოფლიოს შვიდ საოცრებას საკუთარი თვალით. მხოლოდ პირამიდებმა მოახერხეს საუკუნეების განმავლობაში გადარჩენა.
მაგრამ მოდით მაინც შევეცადოთ და ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდა ძველი სამყაროს შვიდი საოცრება, სანამ სამყარო სამუდამოდ დაკარგავდა მათ!
როდოსის კოლოსი
კოლოსი იყო ბერძენი მზის ღმერთის ჰელიოსის ტრიუმფალური ქანდაკება, თითქმის 32 მეტრი სიმაღლის, აშენდა მანდრაკის ნავსადგურზე როდოსში 15 მეტრის მარმარილოს ცოკოლებზე, რათა გემებს მის ფეხებს შორის გასვლის საშუალება ჰქონოდათ. დემეტრიუს პოლიორცეტესის მიერ როდოსის ხანგრძლივ ალყაზე გამარჯვების აღსანიშნავად, როდიელებმა ააგეს ქანდაკება ახლახან დამარცხებული კვიპროსის არმიის არსენალის მდნარი ნაშთებიდან. კოლოსი, ერთიანობის სიმბოლო, ჩამოსხმული იყო თორმეტი წლის განმავლობაში, დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 304 წლიდან. ლინდოსის ხელისუფლების მიერ. სამწუხაროდ, მიუხედავად მისი გიგანტური ზომისა, საოცრებამ ვერ გაუძლო ძლიერ მიწისძვრას და დაზიანდა მისი აგებიდან 56 წლის შემდეგ. ქანდაკება თანდათანობით ინგრეოდა არაბთა შემოსევამდე თითქმის ათასწლეულის განმავლობაში, სანამ ის არ დაანგრია მუსლიმმა ხალიფამ მუავიამ და გაყიდა მეტალის სახით.
გიზას დიდი პირამიდა
თანამედროვე დროში "ყველაზე მაღალი შენობა" თითქმის ყოველთვიურად ჩნდება და ის არავის აღაფრთოვანებს, მაგრამ მე-XIX საუკუნემდე ადამიანები ვერ ააგებდნენ გიზას დიდ პირამიდაზე მაღალ ნაგებობას, რომელიც ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელოვნურ ნაგებობად. ოთხი ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 146 მეტრი სიმაღლის პირამიდა აშენდა 13 აკრზე , როგორც ეგვიპტის ფარაონ ხუფუს საფლავი ძვ.წ. 2560 წელს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პირამიდა თავდაპირველად თეთრი კირქვით იყო მოპირკეთებული, ის უფრო მყარია ვიდრე მთავარი ბლოკები. პირამიდის თავზე მოთავსებული იყო მოოქროვილი ქვა - პირამიდიონი.
მოპირკეთებული ზედაპირი ანათებდა მზეზე ატმის ფრად, როგორც «მბზინავი საოცრება, რომელსაც თავად მზის ღმერთი რა აძლევდა თავის სხივებს.» 1168 წელს არაბებმა დაარბიეს და გადაწვეს კაირო. კაიროს მაცხოვრებლებმა პირამიდას გარსი შემოაცალეს ახალი სახლების აშენების მიზნით. ეს მეტად გასაკვირი და სამწუხარო ფაქტი გახლავთ.
ბაბილონის კიდული ბაღები
ბევრი ეჭვი არსებობს ისმის შესახებ, არსებობდა თუ არა ეს პროექტი რეალურ ცხოვრებაში თუ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა. ადვილი არ იქნებოდა ამ სტრუქტურის აგება მისი საინჟინრო დაგეგმარების და ზომის გათვალისწინებით. ლეგენდა ამბობს, რომ ბაბილონის კიდული ბაღები აშენდა მდინარე ევფრატთან, დღევანდელ ერაყში, როგორც საჩუქარი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორისგან მისი მეუღლის, ამიტისისადმი, რომელსაც ენატრებოდა სახლი და შუა იმპერიის გამწვანებული მთები. საწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ შეესაბამება ეს მონათხრობი სიმართლეს თუ მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა, მაგრამ ბაღები დედამიწაზე არსებულ მწვანე სამოთხეს ჰგავდა.
ალექსანდრიის შუქურა
მსოფლიოში პირველი შუქურა, რომელიც გახდა მოდელი შემდგომი ასეთი სტრუქტურებისთვის, აშენდა პტოლემეოს I-ის მითითებით 300-280 წლებში. ძვ.წ. სოსტრატოს კნიდოსელის მიერ. 100 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი შენობა საუკუნეების განმავლობაში იყო მსოფლიოში სიმაღლით მესამე შენობა გიზას პირამიდების შემდეგ. შუქურა სამი დონისგან შედგებოდა: კვადრატული დონე ქვემოთ, რვაკუთხა დონე შუაში და ცილინდრული დონე ზემოთ, სადაც კაშკაშა ცეცხლი ენთო. თანდათან გაანადგურა მიწისძვრებმა მე-XII XV საუკუნეთა შორის და შუა საუკუნეების ციხედ გადააკეთა მამლუქმა სულთანმა.
ჰალიკარნასის მავზოლეუმი
კარიას მეფის მავზოლეუმისთვის აგებული დახვეწილი საფლავი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გვიანდელი მმართველის სახელი იქცა სიტყვად, რომელიც აღწერს დაკრძალვის დიდ ძეგლს. მასიური 45 მეტრიანი მავზოლეუმი აშენდა დღევანდელ ბოდრუმში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 350 წელს. აშენდა თეთრი მარმარილოსგან და მასში ასახული იყო ბერძნული, ეგვიპტური და ლიკიური არქიტექტურული მახასიათებლები. ამ სიაში იგი მოხვდა უზარმაზარი, თვალწარმტაცი სკულპტურების წყალობით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო მავზოლეუმის ქანდაკება ეტლზე. მავზოლეუმი თანდათან დაინგრა XIII საუკუნეში მრავალი მიწისძვრის გამო.
ზევსის ქანდაკება
სამწუხაროდ, ზევსის ქანდაკებამ ოლიმპიაში ვერ გაუძლო დროის მსვლელობას - უფრო სწორად, ცეცხლით გამოცდას. ეს არის 13 მეტრის სიმაღლის ღირსშესანიშნავი ექსპონატი, რომელიც ასახავს ტახტზე მჯდომ ჭექა-ქუხილის ღმერთს. ძვ.წ. 426 წელს გაანადგურეს მისი ხის ჩარჩო, ასევე კედრის ტახტი და უბრალოდ მოიპარეს ოქროს, სპილოს ძვლის, აბონის და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული მდიდარი დეკორაციები.
არტემისის ტაძარი
ფაქტობრივად, ის სამჯერ აშენდა და გაანადგურდა პირველი იყო ჰეროსტრატე, შემდეგ გოთები, რომლებმაც ქალაქი გაანადგურეს და ბოლოს 401 წელს ქრისტიანებს გადაურჩა მხოლოდ საძირკველი და ერთადერთი სვეტი, რომლის მონახულება დღესაც შეიძლება თურქეთში.