x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სუფრას?
image

ქართული სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი და სადღეგრძელოები უკვე არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ქართული სუფრის სტრუქტურის ძირითადი ელემენტების - ღვინის, პურის, სადღეგრძელოსა და სიმღერის (ეს უკანასკნელი გამოირიცხება ჭირის სუფრის დროს) მონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება, საკმაოდ მკაცრი წესები და დისციპლინა ქმნის სწორედ იმას, რასაც ტრადიციული ქართული სუფრა ეწოდება.

უძველესი დროიდან, სუფრა ქართველებისთვის მხოლოდ ჭამა-სმას არ ნიშნავდა. მისი მიზანი იყო აწმყოში კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, წარსულის მოგონება და მომავლის დალოცვა.

საერთო წეს-ჩვეულებების მიღმა ქართული სუფრა - კერძები, ღვინო, ადათ-წესები - იცვლება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების მიხედვით. ხშირად სუფრაზე არსებული კერძებითაც კი ადვილი მისახვედრია, რომელი კუთხის სამზარეულოსთან გვაქვს საქმე. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ქართული "ხაჭაპურიც" კი განსხვავდება სხვადასხვა კუთხეებში.


ალბათ გაინტერესებთ, რამდენად კარგად იცნობთ ქართული სუფრის ტრადიციებსა და სამზარეულოს. ამის გარკვევეაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული მცირე ტესტი, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის საახალისოც კი იყოს.

დავიწყოთ?


ასევე დაგაინტერესებთ:


გამოიცანით საქართველოს კუთხე ხაჭაპურის მიხედვით - სახალისო ტესტიimage

ტესტი: რომელი მონასტერია სურათზე? - რამდენად კარგად იცნობთ საქართველოსimage


"მანი ფაფა" - იცით სინამდვილეში რისგან მზადდება იგი და მართლა სასარგებლოა თუ არა?image


როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ჩურჩხელა და რითი განსხვავდება "ჯანჯუხა"image


თუ თქვენ შოკოლადი გიყვართ... უმჯობესია არ ნახოთ!image

0
3354
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0