რელიგია ნიგერიაში ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს: ამოიყვანეს ორმოდან, რომლებიც იესოს მოსვლის მოლოდინში იყვნენ 2022, 15 ივლისი, 9:22 ნიგერიაში 77 ადამიანი, მათ შორის 26 ბავშვი, სექტის მიერ იქნა გატაცებული და სამლოცველოს ქვეშ ამოთხრილ ორმოში ამყოფებდნენ "იესო ქრისტეს მოლოდინში". ზოგიერთმა ადამიანმა განთავისუფლებამდე რამდენიმე თვე გაატარა ძალიან პატარა მიწისქვეშა ოთახებში. ქ. ონდოს (ნიგერია) პოლიცია გაოგნებული დარჩა, როცა ათეულობით მძევალი ადამიანი აღმოაჩინა, ადგილობრივი რელიგიური სექტის სამლოცველოს ქვეშ გათხრილ ვიწრო ორმოში. განგაში პირველმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა ატეხა, რომლის ბავშვებიც გაუჩინარდნენ. იგი დაეჭვდა, რომ ისინი იქაურმა რელიგიურმა საზოგადოებამ წაიყვანა. სულ სამლოცველოს ქვეშ დამწყვდეული ჰყავდათ 26 ბავშვი, 8 მოზარდი და 43 ზრდასრული ადამიანი. პოლიციამ დააკავა სექტის პასტორი და მისი მოადგილე. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, აგრეთვე სავარაუდო მასობრივ გატაცებებზე. "წინასწარი გამოძიების მიხედვით, პასტორმა ჯოსაია პიტერ ასუმოსამ მრევლს აუწყა, რომ ქრისტეს მოსვლა შესდგებოდა 2022 წლის აპრილში, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ იგი გადატანილია 2022 წლის სექტემბერში და უბრძანა ახალგაზრდა მრევლს, რომ დაუჯერონ მხოლოდ თავიანთ ზეციურ მშობლებს"-ამბობს პოლიციის პრეს-მდივანი ფუნმილაიო ოდუნლამი. დამნაშავეები ყველა ბრალდებას უარყოფენ. მედიაში აჩვენეს კადრები, რომელზეც ორმოდან ამოყვანილი ბავშვები სხდებიან ავტობუსში და მიჰყავთ პოლიციის განყოფილებაში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ოჯახებში დააბრუნებენ, როგორც კი გამოძიება დასრულდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სხვა სტატიები:რომელმა ცნობილმა სახემ დააღწია თავი სექტას და რომელი დარჩა მის კლანჭებში კელოგის ექსპერიმენტი: ის თავის შვილს შიმპანზის ნაშიერთან ერთად ზრდიდა ავიალაინერი-სასტუმრო 5 ათას მგზავრზე და ბირთვულ ენერგიაზე! (+ვიდეო) ოთხი საიდუმლო კარი, რომელთა გაღება არ შეიძლება ყველაზე საიდუმლოებით მოცული ტუსაღი საფრანგეთის ისტორიაში: ვინ იმალებოდა რკინის ნიღბის ქვეშ მალაიზიის ქალთა საქმეების მინისტრის მოადგილემ ქმრებს მოუწოდა, სცემონ ჯიუტი ცოლები საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეგვიპტელი ქალი სამსახურის შოვნის მიზნით 43 წელი თავს მამაკაცად ასაღებდა ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს 132 5-ს მოსწონს |