x
image
ირინა მ.
Mediator image
რომელმა ცნობილმა სახემ დააღწია თავი სექტას და რომელი დარჩა მის კლანჭებში

image


სექტა რელიგიური ჯგუფია, რომელიც გამოყოფილია მთავარი რელიგიური მიმართულებიდან და უპირისპირდება მას, ან ჰყავს საკუთარი დამაარსებელი და განსაკუთრებული დოქტრინა.

ტომ კრუზი


image


ამ მსახიობის საიენტოლოგიით გატაცებაზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. ის 1990-იანებში შეუერთდა აღნიშნულ რელიგიურ სწავლებას პირველი მეუღლის, მიმი როჯერსის რჩევით. იგი ცოლთან დაშორების შემდეგაც კულტის ერთგული დარჩა. რელიგიური თანამოძმეების აზრი იმდენად მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, რომ სწორედ ამის გამო დაშორდა კეტი ჰოლმსს, რომელმაც უარი თქვა მეუღლისთვის მხარი დაეჭირა ამ გატაცებაში, ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა აგრეთვე ქალიშვილთან სურისთან.


მიშელ პფაიფერი


image

პფაიფერი ძალიან ახალგაზრდა ჩავიდა ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის დასაპყრობად და სრულიად შემთხვევით მოხვდა სექტანტების ("ბრეტარიანელების") წყვილის ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობდნენ და ცდილობდნენ მის დახმარებას ჰოლივუდში კარიერის მოწყობაში.

"მათი რწმენით, განვითარების უმაღლეს სტადიაზე, ადამიანები უნდა იკვებებოდნენ ჰაერით და მზით. საჭმელი აბსოლუტურად არ არის საჭირო. ამიტომ ისინი სექტის ყველა წევრს ასეთ "დიეტაზე" ამყოფებდნენ, რომელსაც საბოლოო ჯამში ვერავინ უძლებდა", -ჰყვება ვარსკვლავი. სიტუაციაში გარკვევაში მას პიტერ ხორტონი დაეხმარა, რომელსაც შემდეგ მიშელი ცოლად გაჰყვა.


ჰოაკინ ფენიქსი


image


ფენიქსის მშობლები რელიგიური სექტის "ღმრთის შვილები"-ს წევრები იყვნენ და გამუდმებით იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს. ისინი აქტიურად ქადაგებდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა, რომ მათ სწავლებას შეერთებოდნენ. თუმცა ერთხელ გონს მოეგნენ და გადაწყვიტეს ნორმალური ცხოვრება დაეწყოთ: დაიწყეს მუშაობა და ბავშვები სკოლაში შეიყვანეს. ჰოაკინის დედა ტელევიზიაში მუშაობდა და სწორედ მისი დახმარებით მიიღო პირველი როლები ჰოაკინმა რეკლამებსა და სერიალებში.


როუზ მაკგოუენი



image


კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც სექტაში "ღმრთის შვილები" აღიზარდა, როუზ მაკგოუენია. სხვა სექტანტებთან ერთად კომუნაში მან ცხრა წელი გაატარა, რა დროსაც მთლიანად იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს.

"ჩვენ არ გვქონდა არც გაზეთები, არც ტელევიზია. დამჯერები რომ იყვნენ, ადამიანები ხომ სიბნელეში უნდა ამყოფო"-ამბობს მსახიობი. მშობლებმა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს სექტის მიტოვება, რაც კომუნის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა მცირეწლოვანებთან ინტიმურ კავშირს.


უაინონა რაიდერი


image


უაინონა რაიდერი ფერმაში, კალიფორნიაში გაიზარდა, სადაც მისი ოჯახის გარდა კიდევ რამდენიმე წყვილი ცხოვრობდა და თავიანთ თავს "ცისარტყელას ოჯახურ კომუნას" უწოდებდნენ. სექტის წევრებს აკრძალული ჰქონდათ ელექტროენერგიის გამოყენება, მუსიკის, რადიოს მოსმენა და ტელევიზიის ყურება. იმის გამო, რომ ბევრი რამ შეზღუდული იყო, უაინონა კითხვამ გაიტაცა, ხოლო როცა გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო, შეეშინდა რომ მშობლები და კომუნის სხვა წევრები გადაწყვეტილებას არ მოუწონებდნენ და სახლიდან გაიქცა.


ჯონ ტრავოლტა


image


ჯონ ტრავოლტა და მისი მეუღლე, კელი პრესტონი (გარდაიცვალა 2020 წელს, ონკოლოგიით) რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საიენტოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ. 2009 წლის იანვარში, წყვილმა დაკარგა უფროსი ვაჟი ჯეტა-იგი ეპილეფსიური გულყრისგან გარდაიცვალა, რომელიც გამოწვეული იყო კავასაკის სინდრომით. ეს საშინელი დარტყმა იყო ჯონისთვის და კელისთვის. "მე არ ვიცოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება"-ამბობდა მსახიობი გამოცემა Us Weekly-სთან ინტერვიუში. მაგრამ მას, როგორც თვითონ ტრავოლტა ამბობს, იმ პერიოდში მხარში ამოუდგა საიენტოლოგიური ეკლესია. "ვერ წარმოვიდგენ, რა უნდა მექნა მათ გარეშე"-დაამატა მან. თუმცა ექიმების აზრით, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ჯეტას დროულად აღმოუჩენდნენ სამედიცინო დახმარებას.

შეგახსენებთ, რომ საიენტოლოგები წინააღმდეგი არიან ყოველგვარი მედიკამენტოზური მკურნალობის.







იხილეთ სხვა სტატიები:






ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


რა პირობა წაუყენა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ლაველას საქმროს-მაიკლ დუგლასს

image


სელებრითების "სახის დეფექტები" მსხვილი ხედით, რომლებიც მათ არ აკომპლექსებთ

image


როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი II

image


ამ მსახიობებმა თავიანთი როლები შეიძულეს რთული გრიმის გამო, რომელიც სატანჯველად ექცათ (ვიდეოც)

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image






0
819
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
819