x
image
ქეთეონე
"დინამოს წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - რას წერს ვახო სანაია?
image




ჟურნალისტი ვახო სანაია აქცენტს აკეთებს "დინამო ბათუმისა" და "სლოვენიის" თამაშზე.


მოგეხსენებათ, დინამო ბათუმმა სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც დინამო ბათუმის მარცხით დასრულდა.


ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსაზრებას მის "ფეისბუქ" გვერდზე, როგორც უკვე ვასხსენე, ვახო სანაია გამოთქვამს.



იგი მსჯელობს გარკვეულ მიზეზებზე, თუ რამ გამოიწვია დინამო ბათუმის დამარცხება.


იგი აღნიშნავს, რომ გატანილი გოლის შემდეგ დინამო ბათუმის მოთამაშეებმა ბურთი ვერ შეინარჩუნეს.


გთავაზობთ სრულ "პოსტს":


"მე კაი ხანია, ქართულ ფეხბურთს აღარ ვუყურებ, მაგრამ რაღაცას გეტყვით. დღეს სუფრასთან ვიჯექი და თან ვუყურებდი თამაშს.


ბათუმის წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს და შემთხვევითობა არაფერ შუაშია. ბუნებაში ყველა გოლი შემთხვევითობა იქნებოდა, კანონზომიერებას თუ არ გავითვალისწინებთ. მთავარი შეცდომა კუთხურიდან გაშვებული გოლი არ იყო.


შეცდომა სხვაგან იმალება - გატანილი გოლის შემდეგ გუნდმა ბურთი ვერ შეინარჩუნა. ესაა წაგების მიზეზი და არა კუთხურიდან გაშვებული გოლი. ეგ შედეგია.


მეკარე რომ სადღაც არასწორ ადგილზე იდგა და მცველი ძელთან არ ეყენა, მთავარი შეცდომის გაგრძელება და ერთი კონკრეტული დეტალია.


თავის დამშვიდება და “აუ, შემთხვევით წავაგეთ" ძახილი, უარესია.


საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდება, მერე ბეჯითად, ბოლომდე, ყურადღებით თამაშს ვისწავლით, მაგას ერქმევა ფეხბურთი.


როცა ფეხბურთისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე უკანა კარიდან სადმე მოხვედრის იმედად არ უნდა ვიყოთ.


P.S.


შემთხვევითობა კი არა, ქართული ფეხბურთის ტრადიციაა ბოლო წუთებზე წაგება და ამას მიზეზები აქვს."




image
1
130
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
130
  
2022, 14 ივლისი, 18:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1