,,ერთი როლის ტყვეები" - მსახიობები, რომლებიც მხოლოდ ერთი როლით არიან ცნობილი, თუმცა ფილმოგრაფია გრძელი აქვთ
ხშირად წარმატებული როლის შემდეგ, მსახიობები ამ ერთი როლის ტყვეები ხდებიან და რაც არ უნდა ითამაშონ სხვა ფილმებში, საზოგადოება სწორედ იმ ერთ პერსონაჟს ხედავს:
1. ჯონ რის დევისი
ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ჯუჯა, გიმლი, მომხიბვლელი პერსონაჟი აღმოჩნდა, დიდწილად იმის გამო, რომ მსახიობმა ჯონ რის-დევისმა ეკრანზე სწორად მოირგო მისი როლი. მსახიობი ასევე ცნობილია ეგვიპტელი სალაჰას როლით ინდიანა ჯონსის შესახებ ფილმების სერიაში. აქვს როლები “ვარსკვლავურ გზაში" და “შანარის ქრონიკებში" და სხვა პროექტებში.![,,ერთი როლის ტყვეები" - მსახიობები,
რომლებიც მხოლოდ ერთი როლით არიან
ცნობილი, თუმცა ფილმოგრაფია გრძელი
აქვთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202207/20220713110444USER_ID.jpg)
2. კევინ მაკნელი
კევინ მაკნელი მეორეხარისხოვანი როლების მეფეა. მაგალითად, მსახიობმა ითამაშა ისეთ ცნობილ პროექტებში, როგორებიცაა Downton Abbey, The Crown, Doctor Who, The Phantom of the Opera, Agent Johnny English და სხვა, თუმცა მისი დანახვისას ყველას მეკობრე გიბსი ახსენდება კარიბის ზღვის მეკობრეების ფილმებიდან.![,,ერთი როლის ტყვეები" - მსახიობები,
რომლებიც მხოლოდ ერთი როლით არიან
ცნობილი, თუმცა ფილმოგრაფია გრძელი
აქვთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202207/20220713110747USER_ID.jpg)
3. ფიონა შოუ
მავნე დეიდა პეტუნია ჰარი პოტერის სერიებიდან. სწორედ ამითაა ცნობილი საზოგადოების უმეტესობისთვის ფიონა შოუ. მსახიობის თქმით ეს მას არ ანაღვლებს, რადგან თეატრში ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი როლებით, სერიალისთვის “ევას მკვლელობისას" შესრულებული როლისთვის კი ემის ნომინაციაც მიიღო.![,,ერთი როლის ტყვეები" - მსახიობები,
რომლებიც მხოლოდ ერთი როლით არიან
ცნობილი, თუმცა ფილმოგრაფია გრძელი
აქვთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202207/20220713111145USER_ID.jpg)
4. კრისტიანა ლოკენი
2003 წელს გოგონამ შეასრულა თავისი ყველაზე ცნობილი როლი - T-X ტერმინატორი ჯონათან მოსტოუს ფილმში Terminator 3: Rise of the Machines. 2 წლის შემდეგ მსახიობმა მთავარი როლი მიიღო ფილმში "BloodRayne", რომელიც ვიდეოთამაშზეა დაფუძნებული. კრიტიკოსებმა ფილმი მიწასთან გაასწორეს, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ მისი ერთადერთი ნათელი წერტილი კრისტიანა ლოკენი იყო.![,,ერთი როლის ტყვეები" - მსახიობები,
რომლებიც მხოლოდ ერთი როლით არიან
ცნობილი, თუმცა ფილმოგრაფია გრძელი
აქვთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202207/20220713111447USER_ID.jpg)
5. არნოლდ ვოსლუ
მსახიობს დიდება ფილმ “მუმია"-ს 2 ნაწილში შესრულებულმა ბოროტმოქმედის როლმა მოუტანა, ბევრი მთავარ გმირებზე მეტადაც გულშემატკივრობდა “იმჰოტეპის და ანქსუნამუნის" სიყვარულის ისტორიას. ამ როლების შემდეგ მსახიობი მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლებით შემოიფარგლება და თითქმის შეუმჩნეველიც კია.![,,ერთი როლის ტყვეები" - მსახიობები,
რომლებიც მხოლოდ ერთი როლით არიან
ცნობილი, თუმცა ფილმოგრაფია გრძელი
აქვთ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202207/20220713111834USER_ID.jpg)