იარაღი და ტექნიკა რუსული მედიის მტკიცებით, უკრაინაში დაქირავებულებმა რუსებს ამერიკული HIMARS-ი მიჰყიდეს 2022, 13 ივლისი, 11:08 სარაკეტო სისტემის გადაცემას ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავენ.
ადრე დასავლური პრესა ეჭვს გამოთქვამდა, რომ შესაძლებელია უკრაინისთვის გადაცემული იარაღი " ნაცრისფერ ბაზარზე" იყიდებოდეს. გამყიდველები კი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლი დაქირავებული ბოევიკები იყვნენ. ამ ფონზე, დასავლეთში არიან ინდივიდები, რომლებიც ითხოვენ შეწყდეს იარაღის მიწოდება უკრაინაში, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ აღჭურვილობისა და იარაღის უმეტესი ნაწილი დანიშნულისამებრ არ გამოიყენება და უბრალოდ იყიდება მესამე ქვეყნებში, მათ შორის თავად რუსეთშიც კი. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა გარიგება დადეს რუს სამხედროებთან ამერიკული სარაკეტო კომპლექსის M142 HIMARS-ის გაყიდვის შესახებ, რომელიც უკრაინამ მიიღო სამხედრო დახმარების სახით. Rybar Telegram არხი წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თითქოს გარიგების ფასი დაახლოებით 800 000 დოლარია. ასევე თითქოსდა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ დანადგარების საბრძოლო მასალის 330 000 დოლარად გაყიდვის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო გარიგება განეხორციელებინათ შემდეგნაირად: უკრაინელები ტოვებენ სარაკეტო სისტემას "ნაცრისფერ" ზონაში წინასწარ შერჩეულ ფარდულში, ხოლო რუსებს ტერიტორიის გაწმენდის დროს, "შემთხვევით" ჩაუვარდებოდთ ხელში HIMARS-ი და ყველა ბედნიერია: რუსებს აქვთ HIMARS-ი და უკრაინელებს კი დოლარი. Rybar იუწყება, რომ ის ელოდება ამ გარიგების საჯარო დადასტურებას. შესაძლოა, ორი ფრანგული ჰაუბიცა Caesar-იც, რომლებიც რუსულ ჯარს 120 000 დოლარად მიჰყიდეს, ასევე სავარაუდოდ ინახება "ნაცრისფერი" ზონის ზოგიერთ ფარდულში. შეგახსენებთ, უკრაინამ ამერიკისგან მიწოდებული სარაკეტო სისტემა M142 HIMARS-ი პირველად გასული თვის მეორე ნახევარში გამოიყენა. M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, „მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის ძარაზე. HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. 254 3-ს მოსწონს
|