იარაღი და ტექნიკა უკრაინამ პირველად გამოიყენა ამერიკული M142 HIMARS 2022, 28 ივნისი, 14:11 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს HIMARS სარაკეტო სისტემები დონბასში, დაბომბეს პერევალსკი ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და კოორდინაციის ერთობლივ ცენტრიდან იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული M142 HIMARS-მრავაჯერადი გაშვების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა. Telegram-ის არხზე დეპარტამენტის წარმომადგნელი, მილიციის პოდპოლკოვნიკი ანდრეი მარეცკო იტყობინება, რომ ერთი რაკეტით დარტყმა განხორციელდა პერევალსკის დასახლებაზე. "ეს არის M142 HIMARS-ის გამოყენების პირველი შემთხვევა კიევის მხრიდან"-დასძინა მან. M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, „მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის ძარაზე. HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. მიუხედავად ამისა, M270-ის სტანდარტული ორი პაკეტისგან განსხვავებით, HIMARS-ის შეიარაღებაში მხოლოდ პაკეტია. გამშვების ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.[7] შასის თავდაპირველად BAE Systems Mobility & Protection Systems აწარმოებდა (ყოფილი Armor Holdings, Inc.), რომელიც M1140 სატვირთო მანქანების თავდაპირველი მწარმოებელი იყო. 2010 წლიდან შასის წარმოება Oshkosh Corporation-მა დაიწყო, რაც 2017 წლამდე გრძელდებოდა.[8] ამჟამად შასიც და გამშვებიც Lockheed Martin-ის სარაკეტო და ცეცხლის მართვის სისტემების საწარმოში, არკანზასის შტატის ქალაქ კემდენში იქმნება 349 2-ს მოსწონს
|