სხვა სტამბოლში ქართველ "კანონიერი ქურდს" სცემეს 2022, 11 ივლისი, 15:19
როგორც კრიმინალურმა საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმმა“ შეიტყო, 6 ივლისს სტამბოლში ფიზიკურად გაუსწორდნენ 49 წლის კანონიერ ქურდს გიორგი ჯანელიძეს, რომელიც კრიმინალურ საზოგადოებაში უფრო ცნობილია, როგორც გოგი პიტერსკი.
ორი უცნობი ნიღბიანი მამაკაცი, რომლებიც რკინის კასტეტებით იყვნენ შეიარაღებულები, კანონიერ ქურდს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაესხნენ თავს იმ დროს, როდესაც ის კოლეგასთან, ნუგზარ ტორჩინავასთან(ტოლჩიკი) ერთად ისვენებდა სანაპიროზე განთავსებულ სასტუმრო Kumburgaz Marin Princess-ის რესტორანში. წყაროს ცნობით, თავდამსხმელები ტორჩიკსაც უხეშად მოექცნენ, მაგრამ არა ისე, როგორც გოგის. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ გოგიმ, იგივე ტორჩიკისა და მაცის შუამავლობით, აპატია მისთვის ადრე მიყენებული შეურაცხყოფა გურამ ჩიხლაძეს, იგივე კვეჟოს, რითაც ყოფილი თანამებრძოლების მეგრელთა კლანიდან- „ქარდავა-მზარელუას“ რისხვა გამოიწვია. სრულიად უწყინარი გოგი, რომელსაც პირადი მტერი არ ჰყავს, უკვე მეორედ დაისაჯა გარკვეულ წრეებში არაპოპულარულ ქურდებთან მეგობრობის გამო. თუ წინა შემთხვევაში გოგიმ ზუსტად იცოდა ვინ იყვნენ მისი მწყენინებლები, ახლა მხოლოდ მარჩიელობის დონეზე უნდა ივარაუდოს. წყალტუბოში დაბადებული გოგი ჯანელიძე ქურდად აკურთხეს 1997 წელს სანკტ-პეტერბურგში და შესაბამისად მეტსახელიც "გოგი პიტერსკი" შეარქვეს. 2013 წლის მარტში, გოგი პიტერსკი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შემთხვევით მტრულად განწყობილი ქურდების კომპანიაში მოხვდა.ჩხუბის დროს მისი ყოფილ ფეხმძიმე მეუღლეს, რომელიც ქმრის მხარდასაჭერად მოჩხუბრებს ჩაუდგა ირჯერ ჩაარტყეს მუცელში მუშტი, რამაც მუცლის მოშლის პროვოცირება გამოიწვია. "ასატრინასა" და "კვეჟოვიჩის" თანხლებს შორის, რომლებიც თავს დაესხნენ გოგის, იყო მომავალი ქურდი არტემ სარატოვსკი, რომლის წინააღმდეგ, სერგეისა და გურამისგან განსხვავებით, ჯანელიძეს დღემდე აქვს პრეტენზია, სავარაუდოდ სწორედ მან ჩაარტყა ფეხმძიმე ქალს მუცელში მუშტი. 1248 4-ს მოსწონს
|