x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მადლობა "ინტერმედიას" და ჩემს ერთგულ მკითველებს, ჩემი ვალია ჩემი მეორე სამშობლო დავიცვა და უკრაინაში მივდივარ
image

ბევრჯერ დამიწერია მე უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში რომ დავიბადე და გავიზარდე, აქედან გამომდინარე უკრაინას ისეთივე სამშობლოდ ვთვლი როგორ სამშობლოდაც საქართველოს ვთვლი.


საქართველოსთვის ავად თუ კარგად აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც მიბრძოლია, არც 15 წლის ასაკში პარტიზანობაზე დამიხევია უკან როცა მამამ და მისმა ჯგუფმა სხვა პარტიზანულ დანაყოფებთან ერთად. მშობლიურ აფხაზეთში ქართველი პარტიზანების რეიდები დაიწყო.


არც დაჭრა დამკლებია და არც ღალატი, მაგრამ ყოველთვის საქართველოს ვემსახურებოდი. 2008 წელს ომში მონაწილეობის მერე უცხოელებთან ერთად განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობაზე დამიხევია უკან.



სადაც კი მიმსახურია მეგობრები შემიძენია, ჯარისკაცი იყო, არის და იქნება ჩემთვის არმიის მამოძრავებელი ძალა.


მამა უკრაინის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორი, მარიუპოლში იბრძოდა, როგორც საზღვაო ქვეითების ოფიცერი, მძიმე ჭრილობის გამო დროებით გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებებს, უფლის ნება იყო ალბათ მოხვედრილიყო იმ პატარა ჯგუფში რომლის ევაკუაციაც მოხერხდა მარიუპოლიდან.


ახლა კი მას შემდეგ, რაც მამა ბრძოლას დროებით გამოეთიშა, ვთვლი ჩემი ვალია ვემსახურო ჩემს სამშობლოს-უკრაინას, საქართველოსთვის მცირე რამ მაინც გამიკეთებია, უკრაინისათვის ჯერ არაფერი გამიკეთბია და მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება უკრაინას მოვახმარო.


მადლობას ვუხდი ინტერმედიას, მადლობას ვუხდი ჩემს ერთგულ მკითველებს, მადლობა თქვენ. თქვენ მომეცით საშუალება გვერდიდან შემეხედა ჩემი თავისთვის, სხვანაირად შემეფასებინა ჩემი თავი.


პორტალს და თითოეულ მის წევრს წარმატებას ვუსურვებ მთელი გულით. დიდხანს ვიფიქრე სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ადვილი არაა ოჯახი დატოვო და წახვიდე იქ, საიდანაც დაბრუნების გარანტია არ არსებობს, მაგრამ სიკვდილი არაა საშიში, საშიში უმოქმედობაა.


სურათზე ჩემს ქუჩას ხედავთ, ქუჩას სადაც გავიზარდე და იმასაც ხედავთ რას დაამსგავსა ეს ქუჩა რუსმა აგრესორებმა.


ბევრი იფიქრებს ეს ქართველების ბრძოლა არააო, არა ეს ჩვენი ბრძოლაა, მე სოხუმელი ვარ, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი ქალაქიდან. სოხუმშია ჩემი სახლი, ჩემი წინაპრების საგვარეულო სასაფლაო და სოხუმის დატოვებამ ქართველებს რუსეთის დამსახურებით მოუწია.


დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას.


მშვიდობით

0
88
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
88