x
image
ირინა მ.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლედი დაიანას რთული ცხოვრებიდან

image


პრინცესა დაიანას "სახალხო პრინცესას" უწოდებდნენ. მის ცხოვრებას ფანატები და პრესა გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს. რა თქმა უნდა, ის ხომ ლამაზი, მომხიბვლელი, მიმზიდველი ქალბატონი იყო და პრინცის მეუღლე 20 წლის ასაკში გახდა. პოპულარული ლედი დის ყოველი ნაბიჯი მითქმა-მოთქმის საგანი იყო, ამის გამო კი მისი ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. დაიანამ თავის მაგალითზე აჩვენა, რომ პრინცესას ტიტული და ხალხის სიყვარული სულაც არ იძლევა ბედნიერების გარანტიას.


image


ქვემოთ გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს ლედი დაიანას რთული ცხოვრებიდან.


* დაიანა არისტოკრატების ოჯახში დაიბადა, მისი ბებიები კი დედოფალ ელისაბედის ფრეილინები იყვნენ. გოგონას, დაბადებიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვერ შეურჩიეს სახელი, ოჯახში კი შემდგომ ხშირად ეძახდნენ ჰერცოგინიას.


image

დაიანას მშობლები

* სამი ასეული წლის წინაც იყო ინგლისის არისტოკრატიის სამყაროში დაიანა სპენსერი. ისიც უელსის პრინცის მეუღლე უნდა გამხდარიყო, თუმცა ეს არ მოხდა. ლედი დაიანა, რომელიც შემდგომში პრინც ჩარლზის მეუღლე გახდა, თავისი წინაპრის სახელს ატარებდა.



image


* დაიანა 7 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და ამან დიდი დაღი დაასვა მის ცხოვრებას. მას სერიოზული კონფლიქტები ჰქონდა დედინაცვალ რეინთან, აგრესორს ეძახდა და ერთხელ ხელი ჰკრა კიდეც (საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა). მათ შორის ურთიერთობა გამოსწორდა პრინც ჩარლზთან დაშორების შემდეგ, როცა რეინი გერს მხარში ამოუდგა.

* დაიანა გატაცებული იყო ცეკვით. ძალიან უყვარდა ბალეტი და სურდა ბალერინა გამხდარიყო, მაგრამ ქალიშვილი ბალეტისთვის ძალიან მაღალი აღმოჩნდა (178 სმ.), ხელი შეუშალა აგრეთვე ფეხის ზომამაც (#40).


image


* როცა დაიანა პირველად შეხვდა ჩარლზს, ის 16 წლის იყო, პრინცი კი 29 და იმ დროს ჩარლზი მის დას, სარას ხვდებოდა. ჩარლზსა და დაიანას შორის ურთიერთობა მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ დაიწყო, ასე, რომ არავითარი სასიყვარულო სამკუთხედი არ ყოფილა.


image

სარა სპენსერი

* მიუხედავად იმისა, რომ დაიანა შეძლებულ ოჯახში დაიბადა, ახალგაზრდობაში არ თაკილობდა დაბალანაზღაურებად სამსახურს. ლონდონში რაღაც პერიოდის განმავლობაში იგი მუშაობდა ცეკვების ინსტრუქტორად, დამლაგებლად, საბავშვო ბაღის აღმზრდელად.

* ჩარლზისა და დაიანას ურთიერთობის დასაწყისშივე პრესაში იწერებოდა, რომ პრინცი სწორედ დაიანაზე უნდა დაქორწინებულიყო. ინდოეთში რვაკვირიანი მოგზაურობის დროს ჩარლზი ჟურნალისტებს აზრს ეკითხებოდა, თუ რატომ უნდა დაქორწინებულიყო მასზე.

* წინასაქორწინო ინტერვიუში, როცა წყვილს კითხვა დაუსვეს, უყვარდათ თუ არა ერთმანეთი, დაიანამ დადებითად უპასუხა. მან მხოლოდ შემდეგ შეიტყო, რომ ჩარლზი მომავალ ქორწინებას მეგობართან განიხილავდა. პრივატულ საუბარში პრინცმა აღიარა, რომ არ არის შეყვარებული საცოლეზე, მაგრამ მაინც დაქორწინდებოდა მასზე, რადგან თვლიდა, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლებოდა.


image


* უკვე ქორწილის შემდეგ, ავსტრალიაში ერთობლივი მოგზაურობის დროს, ლედი დიმ შენიშნა, რომ პრესა მას უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა, ვიდრე მის მეუღლეს. ახლადგამომცხვარ პრინცესას ეს არასამართლიანად მიაჩნდა და სურდა ყურადღება ქმრისთვისაც "გაენაწილებინა", რადგან ხედავდა, როგორ რთულად ეგუებოდა ამას ჩარლზი.


image

ავსტრალიაში

* პრესა წყვილის ყოველ ნაბიჯს ადევნებდა თვალს და უკვე ქორწინებიდან მალევე გაჩნდა პირველი ცნობები ოჯახში პრობლემების შესახებ. ჟურნალისტები იმასაც კი ითვლიდნენ, რამდენი დღე გაატარეს მეუღლეებმა ერთმანეთის გარეშე. ლედი დი ძალიან განიცდიდა გამუდმებულ "ყურადღებას".

* ცნობილია შემთხვევა, როცა პირველ შვილზე 12 კვირის ფეხმძიმე დაიანა კიბიდან დაგორდა. მასთან სასწრაფოდ სამეფო გინეკოლოგი გამოიძახეს, მაგრამ საგანგაშო არაფერი იყო, საბედნიეროდ ნაყოფი არ დაშავებულა. შემდგომში იგი იხსენებდა, რომ ამ დროს თავს "არაადეკვატურად" გრძნობდა.

* უილიამის დაბადების შემდეგ, ლედი დის მშობიარობისშემდგომი დეპრესია დაეწყო: მას არ შეეძლო საწოლიდან ადგომა და თავს გამუდმებით შეუძლოდ გრძნობდა. ამის მიუხედავად პრინცესას უნდა გაეგრძელებინა საზოგადოებრივი ცხოვრება და პრინცის მეუღლის მოვალეობების შესრულება.

* ის დიდ დროს ატარებდა შვილებთან, დაჰყავდა სკოლაში, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მათ აღზრდაში. ჰარის ახასიათებდა როგორც "ცელქს", უილიამი კი "პატარა ბრძენი მოხუცი" იყო. უილიამი დედის საუკეთესო მეგობარი იყო.


image

პატარა ჰარი და უილიამი

* კამილა პარკერი დაიანას პირველი მეტოქე იყო, მაგრამ არა ერთადერთი. დაიანა ეჭვიანობდა ქმარზე და მეორე მეტოქედ შვილების ძიძა, ტიგი ლეგ-ბურკი მიაჩნდა. ერთი პერიოდი ვარაუდობდა, რომ ჩარლზი ცოლთან დაშორების შემდეგ აღარ გააგრძელებდა კამილასთან ურთიერთობას და ტიგიზე დაქორწინდებოდა, რომელსაც იმ მომენტისთვის უკვე პრინცის პირადი თანაშემწის პოსტი ეკავა.


image

მარცხნივ კამილა პარკერი, მარჯვნივ ტიგი ლეგ-ბურკი

* როცა მეუღლეები დაშორების გადაწყვეტილებას იღებდნენ, ინიციატივა პრინც ჩარლისგან მოდიოდა. ერთადერთი რაც დაიანამ ითხოვა, განცხადება შეეტანათ ზამთრის არდადეგების დაწყებამდე, რათა შვილები დაცული ყოფილიყვნენ ზედმეტი ყურადღებისგან. გაყრის შესახებ ცნობა მან რადიოთი მოისმინა, და მაშინ იგრძნო, რომ მათი ქორწინება ნამდვილად დასრულდა.

* სხვადასხვა დროს, როცა ის პრინც ჩარლზის მეუღლე იყო, ლედი დის ბევრ მამაკაცთან მიაწერდნენ რომენტიულ ურთიერთობებს, მათ შორის ოფიცერ ჯეიმს ჰიუიტთან, პირადი დაცვის წევრთან ბარი მანაკისთან, ვოკალის მასწავლებელთან პიტერ სეტელენთან, გალერისტ ოლივერ ხოართან. უკანასკნელს, ჭორის მიხედვით, ძალიან აწუხებდა და სამასჯერ მაინც ურეკავდა. ზოგიერთ ურთიერთობას დაიანა ადასტურებდა, ზოგს უარყოფდა.


image

ჯეიმს ჰიუიტი
image

ბარი მანაკი
image

დოდი ალ ფაიედი

* დაიანას ისტორია ხშირად შთაგონების წყარო იყო ფილმების შემქმნელებისთვის. სხვადასხვა კინოსურათებში მისი როლი 10-ზე მეტმა მსახიობმა შეასრულა, რომელთა შორის არიან: ნაომი უოტსი, კრისტენ სტიუარტი, ელიზაბეტ დებიკი, სერენა სკოტ ტომასი, მიშელ დუნკანი და სხვ.


image


* დაიანას და მერილინ მონროს ერთიდაიგივე სიმღერა მიუძღვნეს. 1997 წელს ელტონ ჯონმა სიმღერა "Candle in the Wind 1997" დაიანას მიუძღვნა. ეს კომპოზიცია არის "Candle in the Wind" სიმღერის ქავერი, რომელიც 1973 წელს მერილინ მონროს მიუძღვნეს.


image

image








იხილეთ სხვა სტატიები:







პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი I

image


პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი II

image


დადგინდა: ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს შეგნებულად ამტვრევდნენ

image


ვისთვის დამზადდა Tiffany & Co მიერ უნიკალური, ბრილიანტის "ეკლის გვირგვინი" (+ვიდეო)


image


როგორი გარეგნობა ექნებოდათ სხვადასხვა ფილმების შეყვარებული წყვილების შვილებს

image


რა პირობა წაუყენა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ლაველას საქმროს-მაიკლ დუგლასს

image


როგორი იქნებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, თანამედროვე მოდურ ტრენდებს რომ მისდევდნენ

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I)

image


"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი II)

image






0
646
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
646