x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ალა პუგაჩოვა კიბოთი დაავადებულ ლაიმე ვაიკულეს გვერდით უდგას
image

იურმალაში საბჭოთა ესტრადის ორი ვარსკვლავი მეზობელ სახლებში ცხოვრობს. მედია იუწყება, რომ სიმსივნით დაავადებული ლაიმა ვაიკულე, იურმალაში იმყოფება. ვარსკვლავის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე და ფაქტობრივად მაისის ბოლოს მას დაავადების რეციდივი განუვითარდა.


შეერთებულ შტატებში გადაუდებელი მკურნალობის შემდეგ ვაიკულე სამშობლოში, იურმალას ფეშენებლურ სახლში დაბრუნდა .


Nemalakhov SLIVKI Telegram-ის არხი, ვარსკვლავის გარმოცვის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაიკულეს მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ვარსკვლავის ავადმყოფობის გამო გადაიდო ტრადიციული "Laima Rendezvous"ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად აგროვებდა ვაიკულეს მეგობრებს. ოფიციალურად ფესტივალის 2023 წლისთვის გადადების მიზეზად ქვეყანაში შესვლის სირთულეები დაასახელეს.



მედიამ ასევე გაარკვია, რომ იურმალაში ოჯახთან ერთად მყოფი ალა პუგაჩოვა მეგობარს გასაჭირში არ ტოვებს და მასზე ზრუნავს.


მანამდე Topnews-მა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუგაჩოვამ და გალკინმა თვეში 100 000 ევროდ იქირავეს სასახლე, რომელიც მდებარეობს იმავე ელიტარულ სოფელში, სადაც ვაიკულე ცხოვრობს.


„არტისტი ყველას ემალება. ახლა მის გვერდით ალა პუგაჩოვაა“, - იუწყებიან ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ ვაიკულეს მკერდის კიბო ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაუსვეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვარსკვლავი დაავადებას ებრძოდა.



თავად ვაიკულემ საშინელი დიაგნოზის შესახებ საზოგადოებას აუწყა ბორის კორჩევნიკოვის საავტორო გადაცემაში "ადამიანის ბედი".

image


თითქმის ორმოცი წელია, რაც ორი ორი მომღერალი აგრძელებს მეგობრობას. ვაიკულეს გარამოცვაში პუგაჩოვა არაერთხელ შენიშნეს. რუსი პრიმადონა როგორც ჩანს შემთხვევით არ ჩავიდა ისრაელიდან ლატვიაში, მან გადაწყვიტა რთულ მომენტში ლატვიელი კოლეგის გვერდით იყო.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ვწერდით, რომ რუსეთიდან ომის შემდეგ გაქცეული ალა პუგაჩოვა იურმალას სანაპიროზე შეამჩნიეს.


ლაიმა ვაიკულემ(დაბ 1954წ) განასაკუთრებით დიდი წარმატებას იმ დროს მიაღწია, როდესაც 1980-იანი წლების შუა ხანებში თანამშრომლობა დაიწყო ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდ პაულსთან, სწორედ იმ პერიოდიდანა ისეთი ჰიტები, როგორიცაა "ვერნისაჟი", ჩარლი", "მევიოლინე სახურავზე" და სხვა.


0
851
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
851
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0