კულტურა ბრედ პიტის აქამდე უცნობი დაავადება 2022, 8 ივლისი, 18:21 ჰოლივუდის ცნობილმა ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა, GQ-სთან ინტერვიუში სოციალური ურთიერთობების სიძნელეებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, მას ნევროლოგიური აშლილობა აქვს, რომელსაც “სახის სიბრმავეს" უწოდებენ. ბრედმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ეცადა ხალხისთვის ზრდილობიანად ეთხოვა, შეეხსენებინათ, თუ სად შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამან ისინი კიდევ უფრო გაანაწყენა. რა არის პროსოპაგნოზია, იგივე “სახის სიბრმავე"? პროსოპაგნოზიის მქონე ადამიანები ხშირად არიდებენ თავს სოციალურ ინტერაქციას და შესაძლოა, სოციალური შფოთვითი აშლილობაც განუვითარდეთ. არსებობს ორი სახის პროსოპაგნოზია: თანდაყოლილი და შეძენილი. 122 1-ს მოსწონს
|