x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანეკდოტები, კვირის ბოლოს (IV ნაკრები)

image


— გუშინ საცოლესთან ყველა ჩემი ცოდვა ვაღიარე!

— მერე?

— არ მიშველა, ქორწილი 3 კვირის შემდეგ არის.

***

რჩევა გოგონებს: ქუჩაში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გასვლისას, თან ცარიელი ღვინის ბოთლი გაიყოლეთ. უმჯობესია იფიქრონ, რომ სმა არ შეგიძლიათ, ვიდრე ის, რომ ქუსლებზე სიარული არ იცით.

***

თუ ინტერნეტით ლამაზ ქალბატონს გაიცნობთ და კითხვაზე, რამდენია მისი IQ, გიპასუხებთ: "ოთხი…", აღარაფერი აუხსნათ და აღარც არაფერი ჰკითხოთ, უბრალოდ, პაემანზე დაპატიჟეთ!

***

ტელევიზორში მოვისმინე, რომ ზრდასრულ ლომს, დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის, 20 საათი ესაჭიროება... და მივხვდი, რომ მეც ლომი ვარ!

***

რა ცუდია, ერთდროულად, იყო ზარმაცი და სინდისიერი — არაფერს აკეთებ და ნამუსი გაწუხებს. მაგრამ, მაინც არაფერს აკეთებ... და ასე იტანჯები.

***

პირველი შვილი — ყველაფერს რეცხავ, აუთავებ! მეორე შვილი — რეცხავ, ხანდახან აუთავებ და უყურებ, რომ ბავშვმა კატის თეფშიდან საკვები არ შეჭამოს! მესამე შვილი — თუ ბავშვმა კატის საჭმელი შეჭამა, ეს მხოლოდ კატის პრობლემაა...

***

დედა სამზარეულოდან:

— მოდი, ჩახეთქე, მუდმივად მშიერო ცხოველო!

— უკვე მოვრბივარ! – ერთდროულად უპასუხა მამამ და შვილმა.

— საერთოდ, მე კატას ვეძახი – ისმის სამზარეულოდან.

***

სულ იმაზეა საუბარი, თუ რომელია უკეთესი დილით, — ყავა, თუ ჩაი? მაგრამ, არაფერი გაფხიზლებს ისე, როგორც წყალი, რომელიც ონკანიდან წვეთავს.

***

ხშირად მკიცხავენ იმის გამო, რომ საკუთარი სიამოვნებისთვის ვცხოვრობ. უკაცრავად, მაგრამ ვისი სიამოვნებისთვის უნდა ვიცხოვრო?!

***

იმის გასარკვევად, კარგად გამოიმუშავებს თუ არა ადამიანი, ის კი არ უნდა ჰკითხოთ, სად მუშაობს, არამედ ის, თუ სად ისვენებს.

***

აუცილებლად შეეცადეთ, რომ დღეში 8 საათზე ნაკლები არ გეძინოთ! თქვენ ძალებს აღიდგენთ, აიმაღლებთ იმუნიტეტს, თავს უკეთესად იგრძნობთ. და ყველაზე მთავარი ის არის, ცხოვრების მესამედის მანძილზე, არ მოგიწევთ იმ სისულელეებში მონაწილეობა, რაც თქვენს ირგვლივ ხდება!


image


კლიენტი ურეკავს თავის ადვოკატს:

— აბა, როგორ არის ჩემი საქმე?

— სამართლიანობამ იზეიმა!

— დაუყოვნებლივ, აპელაცია შეიტანეთ!

***

მამაკაცი ექიმთან მივიდა:

— ექიმო, უძილობა მტანჯავს, რამე მირჩიეთ – საღამოს ვერაფრით ვიძინებ.

— თქვენც წარმოიდგინეთ, რომ უკვე დილაა და სამუშაოზე ხართ წასასვლელი.

***

ასაკის მატებასთან ერთად, მეგობრების წრე მცირდება... და ბოლოს, ყველაზე ერთგულები რჩებიან: კატა, დივანი, ინტერნეტი და მაცივარი.

***

ზოოპარკიდან სპილო გაიქცა. ცოტა ხნის შემდეგ, სამაშველო სამსახურში ტელეფონის ზარი გაისმა:

— სამაშველო სამსახურია? ჩემს ბოსტანში უზარმაზარი ვირთხა დადის და ყველაფერს კუდით გლეჯს!

— მ..., და მერე რას აკეთებს?

— არ დამიჯერებთ!

***

ტელეფონის ეკრანიდან ნამცეცის მოცილება მინდოდა, ხელი გადავუსვი და... 147 კონტაქტი დავბლოკე და ტრაქტორი ვიყიდე.

***

მამაკაცი ბაზარში მოლაპარაკე თუთიყუშს ყიდვა, რომელსაც ერთ ფეხზე ცისფერი ლენტი უკეთია, მეორეზე – წითელი. ქალი დაინტერესდა:

— ფეხზე ლენტები რატომ აქვს? – ეკითხება ის პატრონს.

— ცისფერს მოქაჩავ – ინგლისურად ლაპარაკობს, წითელს – ფრანგულად.

— და ორივეს თუ მოვქაჩავ?

აქ თუთიყუშმა ვეღარ მოითმინა:

— რა მოხდება, რა მოხდება!?! კურტუმზე დავეცემი!

***

როდესაც დედა მშობელთა კრებაზე მიდის, ყოველთვის დასუფთავებულ სახლში ბრუნდება.

***

ვაჟიშვილი მამას მიმართავს:
— მამა, გამიგია, რომ ისეთი ქვეყნებიც არსებობს, მაგ., ინდოეთი, სადაც ქმარი, ცოლს, მხოლოდ ქორწინების შემდეგ იცნობს!

— ეს მთელს მსოფლიოში ასეა, შვილო... – უპასუხა მამამ.

***

— ყველაფერში ინტერნეტის მადლიერი ვარ! ცოლიც კი, მისი წყალობით მოვიყვანე.
— გაცნობის საიტზე ნახე?
— არა... ერთ საღამოს მოდემი გამიფუჭდა და თეატრში წასვლა გადავწყვიტე.

***

— სამუშაოს შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ლუდის ბარში თუ შევდივარ, ცოლი 3 დღე არ მელაპარაკება.
— და იქ რამდენად ხშირად დადიხარ?
— სამ დღეში ერთხელ.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* ანეკდოტები, რთული კვირის ბოლოს

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (II ნაკრები)

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (III ნაკრები)


არხის სხვა სიახლეები:


* ახალი ფაქტები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ

* მეცნიერული ექსპერიმენტი, რომელიც გაიძულებთ კვების რაციონი შეცვალოთ

* 15 რამ, რაც უმრავლესობას ყველაზე მეტად აღიზიანებს

* 12 მითი ცხოველებზე, რომელიც თითქმის ყველას სჯერა

* იდუმალი "ქვის კვერცხები", რომლებიც კლდეზე 30 წელში ერთხელ ჩნდება (+ ვიდეო)

* დროის პორტალის გავლით – ადამიანები სხვა ეპოქიდან

* დედამიწა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების კარიერი იყო?!

* აღმოჩენილია პლანეტა, რომლიდანაც დედამიწაზე სიცოცხლე გავრცელდა


0
305
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0