x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
იმედია, ჩეხეთის მიერ გადაცემულმა დამრტყმელმა ვერტმფრენებმა თავისი როლი შეასრულა აგრესორთან ბრძოლის საქმეში
image

უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ "ნატო"-ს ალიანსის რამდენიმე ქვეყანამ საბრძოლო ტექნიკა მიაწოდა უკრაინას დახმარების სახით, მათ შორისაა ჩეხეთის რესპუბლკაც, რომელმაც ჩეხური წარმოების რამდენიმე ათეული ტანკი გადასცა უკრაინას, ასევე გადასცა მის შეიარაღებაში არსებული დამრტყმელი საბჭოთა წარმოების ვერტმფრენები "Ми-35", რომელიც საბჭოთა და რუსული МИ 24-ის მოდერნიზებული საექსპორტო ვერსიაა.


ჩეხეთმა უარი თქვა საბჭოთა და რუსული წარმოების დამრტყმელ ვერტმფრენებზე და არმიის გადაიარაღება დაიწყო ამერიკული დამრტყმელი ვერტმფრენებით და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებით.


დღემდე უცნობია რამდენი ვერტმფრენი გადასცა ჩეხეთმა უკრაინას, თუ გამოცემა "Military Balance"-ს დავუჯერებთ 2021 წელს ჩეხეთის არსენალში იყო 17 ერთეული, "Ми-24Д" და 10 - "Ми-35" (Ми-24-ის მოდერნიზებული ვერსია) და რამდენიმე ერთეული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი "Ми-8МТВ".



იმავე გამოცემას თუ დავუჯერებთ უკრაინაში რუსულ აგრესიამდე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებში ირიცხებოდა 35 ერთეული დამრტყმელი ვერტმფრენი "Ми-24". საჯარო ინფორმაცია არ იძებნება თუ რამდენი დამრტყმელი ვერტმფრენია დარჩენილი საბრძოლო გაფრენების შემდეგ, სამწუხაროდ ომში მხოლოდ აგრესორი არ განიცდის დანაკარგებს, შესაბამისად უკრაინამაც დაკარგა საბრძოლო ავიაციის გარკვეული რაოდენობა.


აქედან გამომდინარე ძნელია ისაუბრო მიახლოებით მაინც თუ რამდენი საბრძოლო ვერტმფრენი დარჩა უკრაინას მწყობრში. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩეხეთის მიერ უკრაინისათვის გადაცემული დამრტყმელი ვერტმფრენების გადაცემის ფაქტი, რადგან უკრაინელ პილოტებს არ ჭირდება გადამზადება ამ ვერტმფრნების მართვისათვის.


დამრტყმელ ვერტმფრენებს დიდი როლი აქვს საბრძოლო მოქმედებების თეატრში სხვადასხვა სახის საბრძოლო დავალების შესრულებაში, იქნება ეს ცოცხალი ძალის განადგურება უმართავი რაკეტებით თუ მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იერიშის მიტანა ჯავშანკოლონაზე.

0
346
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
346