x
image
თამილა გურაშვილი
რუსეთმა ბაიდენის ცოლსა და ქალიშვილს სანქციები დაუწესა

image
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ მზარდი სანქციების საპასუხოდ, შავ სიაში შეიყვანა 25 ამერიკელი მოქალაქე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე. სიაში არიან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლე და ქალიშვილიც.


„სტოპ სიაში“ შედის 25 ამერიკელი რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სენატორი, ასევე ჯგუფ "მაკფოლ-ერმაკის"წარმომადგენლები, რომლებმაც შეიმუშავებს რეკომენდაციები ანტირუსული შეზღუდვების შესახებ, ასევე, პრეზიდენტ ჯონ ბაიდენის ოჯახის წევრები“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ წინა დღით, 27 ივნისს ბაიდენმა რუსეთიდან გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადების გაზრდა გამოაცხადა. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აპირებს სანქციების დაწესებას რუსულ „კერძო სამხედრო კომპანიებსა“ და უკრაინაში სამხედრო შენაერთებზე, ასევე, რუსეთის სხვადასხვა რანგის ხუთასი თანამდებობის პირი მოხვდება ახალ სანქციებში.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0