x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Rolling Stone: მსახიობი ეზრა მილერი გატაცებულ ბავშვებთან და მათ დედასთან ერთად ფერმაში ცხოვრობს, სადაც ნარკოტიკები და იარაღია

Rolling Stone-მ მსახიობ ეზრა მილერისა და მისი სკანდალური ქცევის შესახებ ახალი გამოძიება გამოაქვეყნა. ამჯერად, Flash-ის შემსრულებელმა 1-დან 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და მათი 25 წლის დედა ვერმონტის ფერმაში დაასახლა.image
დეტალები შვილების მამამ გაავრცელა. მისივე თქმით, სახლში არის რამდენიმე სახის იარაღი, ასევე ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა). ბავშვები ახლოს არიან თოფებთან და პისტოლეტებთან (სახლში სულ მცირე რვა იარაღია). მამის თქმით, ერთ-ერთი ბავშვი პირში ტყვიით ნახეს - ეს კიდევ ორმა წყარომ დაადასტურა.

მილერი ბავშვების დედას ჰავაიზე მარტში შეხვდა, რის შემდეგაც ვერმონტის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთების ყიდვა შესთავაზა. ბავშვების მამა ირწმუნება, რომ მათთან გამოსამშვიდობებლად დრო არ ჰქონდა. თვითონ ქალი კი Rolling Stone-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ მილერი დაეხმარა მას და ბავშვებს და ოჯახური ძალადობისგან იხსნა.image


გაზაფხულის დასაწყისიდან მილერი რეგულარულად ჩნდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში. ივნისში Warner Bros.-მა ბრიფინგი გამართა მილერთან არსებული სიტუაციის შესახებ. მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ Flash -ის ახალი ფილმი 2023 წლის ივლისში გამოვა, რის შემდეგაც ისინი მსახიობთან მუშაობას შეწყვეტენ.

0
128
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0