ლიკვიდირებულია დაჯგუფება „ვაგნერის“ ცნობილი მებრძოლი ევგენი ორლოვი, მეტსახელად „მაზაი“
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის საზენიტო სარაკეტო ოცეულის მეთაური ევგენი ორლოვი (ცნობილია ფსევდონიმებით ილია მაზაევი და მაზაი) უკრაინის წინააღმდეგ ომში გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს საღამოს მის პირად არხზე გამოჩნდა.
ოკუპანტის დაღუპვის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მანამდე იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინული მარიუპოლის ნგრევაში, რის შემდეგაც გადაიყვანეს ლისიჩანსკის რაიონში, სადაც, როგორც ჩანს, სიკვდილმა იპოვა.
ორლოვმა ადრე დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი - "Ихтамнет" (ისინი არ არიან იქ), რომელშიც მან აღწერა თავისი მონაწილეობა უკრაინის, სირიისა და ლიბიის ომებში, როგორც კომპანია ვაგნერის დაქირავებულმა მებრძოლმა.
ორლოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას "მშვიდობისმყოფელი"გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის მტრების შესახებ მონაცემებს აგროვებს.
„ორლოვს იმდენად სწყუროდა დიდება, რომ ბოლო დღემდე აქვეყნებდა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ფოტოებსა და ვიდეოებს, ამავდროულად ააშკარავებდა დონბასში "ორკების" პოზიციებს. ამ მონაცემების გამოყენებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ზუსტი საარტილერიო დარტყმა მიაყენეს „ვაგნერის“ ბაზებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, როგორც ჩანს, ორლოვ-მაზაევი და ამავე დროს კიდევ რამდენიმე ათეული მებრძოლი შეიწირა, იტყობინება „მშვიდობისმყოფელი“.
გაითვალისწინეთ, რომ ორლოვი ვლადივოსტოკის მკვიდრია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მსახურობდა საზღვაო ძალებში, მაგრამ გადაწყვიტა დაქირავებული მებრძლი გამხდარიყო. იგი გახლდათ მზვერავი-სნაიპერი.