x
image
არჩილ ვერულიძე
შესაძლოა შვედეთმა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება დაიწყოს

image
მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა თავის ინტერვიუში ისაუბრა მეზობელი ქვეყნების მიწების გაძარცვისა და მოსახლეობის მკვლელობის კანონიერების შესახებ, როგორც ამას, ერთ დროს, პეტრე I აკეთებდა შვედეთისა და ფინეთის მთავრობამ გამოთქვა სურვილი უფრო აქტიურად მოამარაგოს უკრაინა მძიმე შეიარაღებით. მათ შორის ახალი იარაღით, რომელიც ადრე არ იყო ექსპორტირებული.

შვედები რისხვით ივსებიან, იმის გამო, რომ კრემლი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ადარებს პეტრე I-ის მიერ ჩრდილოეთის დიდი ომის დროს განხორციელებულ გენოციდს. შვედები მზად არიან უკრაინას მიაწოდონ ყველაფერი, რაც მას სურს და რამდენიც საჭირო იქნება.
თუ უკრაინას სურს მიიღოს თანამედროვე გამანადგურებლები საწვავის ყველაზე ეკონომიური მოხმარებით, მაშინ დროა, რომ დაუყოვნებლივ მიმართოს შვედურ SAAB JAS 39 Gripen-ს.

ესტონეთს და ფინეთს შეუძლიათ ხელი შეუწყონ შეთანხმებას. შვედეთი არ არის ნატოს წევრი და არ სჭირდება იარაღის მიწოდების ნებართვის მოთხოვნა.
შვედეთსა და ფინეთს აქვთ საკუთარი წარმოების უამრავი იარაღი, მათ შორის კარგი ჰაუბიცები, ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები, ჯავშანტექნიკა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და მცირე იარაღი. ამ საკითხზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ის, რომ შვედეთი ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, უკრაინის სასარგებლოდ თამაშობს. შვედეთი არ არის დაკავშირებული ნატოს მოსაზრებასთან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე და თუ შვედეთი გადაწყვეტს თვითმფრინავების მიწოდებას, ის ამას უპრობლემოდ გააკეთებს.

სხვათა შორის, შვედეთში ბევრი მფრინავია, რომლებიც მზად არიან მოხალისეებად ჩაეწერონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ვლადიმერ პუტინმა თავისი გენიალური განცხადებებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რაოდენ შორსმჭვრეტელი და შეუდარებელი მთავარსარდალია. რუსები დასავლეთის ქვეყნებს მიიჩნევენ მტრებად და დამპყრობლებად, მაშინ როდესაც ნამდვილი მტერი და უზურპატორი სათავეში ჰყავთ და თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.

0
91
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0